რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ახალი ამბები
გორის წისქვილკომბინატის მუშები სახელფასო ანაზღაურების გაზრდას ითხოვენ
,,თითო ადამიანს დღეში დაახლოებით 40 ტონა ფქვილის გადაზიდვა უწევს“ - ამის შესახებ qartli.ge-ს აგრარული მეურნეობის, ვაჭრობისა და მრეწველობის პროფესიული კავშირის ხელმძღვანელმა გიორგი დიასაძემ განუცხადა. ის წისქვილკომბინატის მუშებს 18 იანვარს შეხვდა. პროფაკვშირების წარმომადგენლები შეხვდნენ როგორც ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, ასევე, მუშა-მოსამსახურეებს.

გიორგი დიასამიძის თქმით, ,,კარმენის“ თანამშრომლები, განსაკუთრებით, მუშები საკმაოდ მძიმე სამუშაოს ასრულებენ. ამიტომ, სახელფასო ანაზღაურების გაზრდის მოთხოვნა მათი მხრიდან სამართლიანია.

,,2010 წლიდან, მუშა-მოსამსახურეებს ხელფასები არ გაზრდიათ. უწევთ მძიმე სამუშაოს შესრულება. ყოველდღიურად, თითო მოსამსახურეს დაახლოებით 40 ტონა ფქვილის გადაზიდვა უხდება. ჩვენ შევთავაზეთ, რომ ამ საკითხებზე ქარხნის მფლობელებმა რეაგირება მოახდინონ“ - აცხადებს გიორგი დიასამიძე.

პროფკავშირის წარმომადგენლებს ,,კარმენის“ დირექტორი მერაბ დათვიაშვილი შეხვდა.

,,ბატონმა მერაბმა გვითხრა, რომ ის ადგილზე ფინანსურ საკითხებს ვერ წყვეტს. აგვიხსნა, რომ ამ საკითხებზე ქარხნის მფლობელებთან შეხვედრა და საუბარი, მაისში შედგება. ისიც დანიშნული ხელმძღვანელია მფლობელისგან. ურჩია თანამშრომლებს, რომ ხელმძღვანელის ჩამოსვლამდე მოეცადათ, თუმცა მუშები ფიქრობენ, რომ როცა მფლობელი ჩამოვა, შეხვედრა შეიძლება არც შედგეს, ხოლო საუბარი უშედეგოდ დასრულდება.“ - ამბობს გიორგი დიასამიძე.

ქარხანა ეკუთვნის აზერბაიჯანულ კომპანიას. Qartli.ge დაინტერესდა სხვა ქარხნებში არსებული სიტუაციით, რომელიც ასევე ,,კარმენს“ ეკუთვნის.

,,მაგალითად, მარნეულში მდებარე ქარხანაში 2010 წლამდე უფრო დაბალი ხელფასი ჰქონდათ, ვიდრე გორში. 2010 წლიდან კი, გორისა და მარნეულის წისქვილკომბინატებში დასაქმებულ თანამშრომლების ხელფასები გაუთანაბრეს ერთმანეთს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ თუ უახლოეს მომავალში არ შეიცვლება სახელშეკრულებო პირობები, აუცილებლად გატარებულ იქნება შესაბამისი ზომები. ვითხოვთ, კოლექტიური ხელშეკრულების დადებას, სადაც დეტალურად გაწერილი იქნება პირობები, მათ შორის ანაზღაურების საკითხიც.“ - ამბობს გიორგი დიასამიძე.

qartli.ge დაუკავშირდა ,,კარმენის“ ადმინისტრაციას. წარმომადგენელი შეგვპირდა, რომ დაინტერესების შემთხვევაში, დირექტორი, საკუთარი პოზიციის დასაფიქსირებლად, რედაქციას დაუკავშირდება.








Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
მოგონებებს ქვიშხეთის იმდროინდელი გამგებელი 30 წლის შემდეგ, სიამაყით
აქვეყნებს.
მოგონებებს ქვიშხეთის იმდროინდელი გამგებელი 30 წლის შემდეგ, სიამაყით აქვეყნებს.
23:06 / 26.04.2024
ქარელში, გერმანული ენის სასწავლებელი დააარსეს ნანა, ანა და გიორგი
კობახიძეებმა,
ქარელში, გერმანული ენის სასწავლებელი დააარსეს ნანა, ანა და გიორგი კობახიძეებმა,
14:00 / 24.04.2024
საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ე.წ. აგენტების
კანონი,

საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ე.წ. აგენტების კანონი,

22:19 / 23.04.2024
დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

23:56 / 17.04.2024
ვიდეორეპორტაჟი
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
"წყალი, ტყე, საძოვრები, მინდორი წაგვართვეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.