რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ახალი ამბები
სვენეთში მცხოვრები ქალი, რომელსაც მძიმე დაავადება აქვს, ვერ მკურნალობს
სოფელ სვენეთში მცხოვრები მერი ბუქულაშვილი ჯანმრთელობის პრობლემების გაუარესების გამო, 31 მაისს, სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გორმედის საავადმყოფოში მიიყვანა. თუმცა როგორც მეზობლები ყვებიან, ვადაგასული პირადობის მოწმობის გამო, საავადმყოფოში ვერ მოხერხდა მისი დაწვენა და მკურნალობა.

80 წლამდე ასაკის მერი ბუქულაშვილი ოჯახში ვაჟთან ერთად ცხოვრობს. მის ვაჟსაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. პირადობის არქონის გამო სოციალურ დახმარებას და პენსიასაც სამი წელია მერი ბუქულაშვილი ვერ იღებს.

qartli.ge დაუკავშირდა სოფლის წარმომადგენელს კობა ქარელიშვილს და გორმედის ქირურგს ასლან ასლანიშვილის ქალბატონის მდგომარეობის გასარკვევად.

,,მერი ბუქულაშვილი სახლში ფსიქიკურად დაავადებულ შვილთან ერთად ცხოვრობს. სოციალურად დაუცველები არიან, როგორც ვიცი ქალბატონს განგრენა აქვს. ჩემი ინფორმაციით, გორმედში იმიტომ ვერ მოხდა მისი დაწვენა, რომ მას პირადობის მოწმობაზე ვადა აქვს გასული, ამის გამო ის ვერც პენსიას იღებს. ჯანმრთელობის პრობლემების გამო მისი გადაადგილება შეუძლებელია, ვინმეზე უნდა გაკეთდეს მინდობილობა, რათა მან შეძლოს პენსიის აღება. ვაპირებთ ოჯახში მისვლას და მათთან გასაუბრებას," - გვითხრა კობა ქარელიშვილმა.

გორმედის ქირურგის ასლან ასლანიშვილი თქმით, პაციენტს შესთავაზეს საავადმყოფოში დარჩენა და მკურნალობა, თუმცა პასუხად უარი მიიღეს.

,,პაციენტი მერი ბუქულაშვილი სასწრაფო სამედიცინო ბრიგადამ ჩვენთან 31 მაისს შემოიყვანა, ჰქინდა ტროფიული წყლული და წითელი ქარი, რომელიც ბარძაყის ერთი მესამედზე იყო მოდებული. მდგომარეობა იყო საკმაოდ რთული, რადგან არ მოხდა ადრეული მკურნალობა. რაც შეეხება იმას რომ თითქოს ,,გორმედმა" პაციენტის მკურნალობაზე პირადობის არქონის გამო უარი თქვა, არ შეესაბამება სიმართლეს, რადგან ჩვენ პაციენტებს პირადობის გარეშეც ვიღებთ, და შემდეგ ვთხოვთ მოტანას, რათა ავადმყოდის ისტორია ანკეტას შევავსოთ. ქალბატონს, შევთავაზეთ სამკურნალოდ დარჩენილიყო ჩვენთან, თუმცა პაციენტმა მოისურვა სახლში მკურნალობა, შვილებსაც ვესაუბრეთ და გვითხრეს წავიყვანთ და თბილისში ვუმკურნალებთო. ჩვენ პირიქით, ვცდილობთ მაქსიმალურად დავტვირთოთ ხოლმე ჩვენი საავადმყოფო,"-აღნიშნა ასლან ასლანიშვილმა.

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
გმირთა მოედნის გადაკეტვის შემდეგ თამარ მეფის ქუჩის მიმართულებით
გზაც გადაკეტეს. ეს გზა სანაპიროს უერთდება.
გმირთა მოედნის გადაკეტვის შემდეგ თამარ მეფის ქუჩის მიმართულებით გზაც გადაკეტეს. ეს გზა სანაპიროს უერთდება.
22:53 / 02.05.2024
,,მე, როგორც მერის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წევრი, ახალგაზრდულ
საკითხებში, ქვეყანაში მიმდინარე
,,მე, როგორც მერის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წევრი, ახალგაზრდულ საკითხებში, ქვეყანაში მიმდინარე
18:58 / 02.05.2024
,,სისულელებს წერენ, საიდან მოიტანეს. ენას ძვალი არა აქვს,
,,სისულელებს წერენ, საიდან მოიტანეს. ენას ძვალი არა აქვს,
20:31 / 01.05.2024
"სპეციალური საგამოძიებო სამსახური მომხდარ ფაქტებზე შეტყობინებებს ცხელი ხაზით,
13:50 / 01.05.2024
"რუსული კანონის" საწინააღმდეგო აქციაზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა
12:32 / 01.05.2024
ვიდეორეპორტაჟი
ერთ-ერთ მიკროავტობუსში გაუგებრობა მოხდა. იქ სადაც საბავშვო ბაღების გაერთიანების
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.