რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
გორში ოპოზიცია რუსული წარმოების ტრენაჟორების შესყიდვას აპროტესტებს
ქალაქ გორში დამონტაჟებულ ტრენაჟორებზე აღნიშნულია, რომ ის რუსული წარმოებისაა. ამ ფაქტს ყურადღება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გორის ორგანიზაციაში მიაქციეს.

ფრაქცია ,,ძლიერი გორის" წარმომადგენელი ბექა ქორჩილავა აცხადებს, რომ ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრები მიმართულია ოკუპანტის ქვეყნისკენ.

ამის საილუსტრაციოდ, qartli.ge-მ ტრენაჟორების ფოტოები ქუთაისის ქუჩაზე მდებარე ღია ფიტნეს-მოედანზე გადაიღო. სპორტულ ინვენტარზე აღნიშნულია, რომ ინვენტარი, 2019 წელს, რუსეთში, ჩუვაშების რესპუბლიკაში დაამზადეს.

ქუთაისის ქუჩაზე მდებარე ფიტნეს-მოედანზე მაკედონ ანანიკოვის კომპანია მუშაობდა. მაკედონ ანანიკოვი ამბობს, რომ საქართველოში ერთადერთი კომპანიაა, რომელსაც ასეთი ხარისხის ტრენაჟორები შემოაქვს:

,,ეს ტრენაჟორები ჩვენ არ შემოგვიტანია. არის კომპანია, რომლის სახელი არ ვიცი, მაგრამ მას შემოაქვს რუსეთიდან" - გვითხრა მაკედონ ანანიკოვმა.

qartli.ge-მ მოიძია დოკუმენტური მასალა და ირკვევა, რომ სპორტული ინვენტარის შესაძენად ტენდერი სულ 4-ჯერ გამოცხადდა, დანარჩენზე პირდაპირი შესყიდვის წესით განხორციელდა. ტენდერი მხოლორ სოფლებს: სობისი, ძევერა, ტყვიავისა და ქვახვრელის ფიტნეს-მოედნების მოსაწყობად გამოცხადდა. ამ ოთხი ტენდერიდან 3 ტენდერში გაიმარჯვა ,,ექსმეიდმა", რომლის მფლობელი თურქი ბიზნესმენი იუსიფ თაშქირანია, ხოლო მეორე კომპანია გახლავს ქართული.

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტი ნიკოლოზ კატაპარიაშვილი
სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტი ნიკოლოზ კატაპარიაშვილი
18:05 / 05.05.2024
,,წვიმის მომატებასთან ერთად, მოსალოდნელია ქვათაცვენა ან მცირე
ხევებიდან წყალმოვარდნა.''
,,წვიმის მომატებასთან ერთად, მოსალოდნელია ქვათაცვენა ან მცირე ხევებიდან წყალმოვარდნა.''
16:51 / 05.05.2024
აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, ორგანიზატორებმა
აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, ორგანიზატორებმა
00:01 / 05.05.2024
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო რენეს სიახლოვეს ტრაილერი გზის
სავალი ნაწილიდან გადავიდა.
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო რენეს სიახლოვეს ტრაილერი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა.
00:00 / 04.05.2024
ვიდეორეპორტაჟი
ერთ-ერთ მიკროავტობუსში გაუგებრობა მოხდა. იქ სადაც საბავშვო ბაღების გაერთიანების
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.