რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ახალი ამბები
კატასტროფის ცენტრი ჭალის დასახლებაში (PHOTO)
10 წლის მოზარდის გადასარჩენად, თბილისიდან, კატასტროფის ცენტრის მანქანაც კი, გამოიძახეს.

მთელი დღის განმავლობაში, გორის ჰოსპიტალის ექიმები, ბავშვის დაზიანებულ ხერხემალს ებრძოდნენ.

სასწრაფო დახმარების ბრიგადის მისვლისას კი, სუნთქვა გაძნელებული იყო.

გორის ჰოსპიტალის მედ-პერსონალის ცნობით, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

საჭიდაო დარბაზიდან შინ, ველოსიპედით მიმავალი ბავშვს, ქალაქ გორში, ჭალის დასახლებაში, მანქანა დაეჯახა.

შემთხვევის ადგილზე არსებული სიტუაციის ამსახველი ფოტოები ცხადყოფს, რომ ვითარება კატასტროფული იყო.

თავდაპირველი ვერსიით, მანქანები ,,გონკაობდნენ".

,,როცა მოვიდნენ სასწრაფოს ექიმები, ბავშვს სუნთქვა უჭირდა. პურის საყიდლად მივდიოდი, პურიც ვერ ვიყიდე, ისეთი მძიმე ამბავი მოხდა" - გვითხრეს ჭალის დასახლებაში.

შს სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც საგზაო მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც, ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.





1. შეჯახება

მერსედის მარკის ავტომანქანა, ჯერ, ველოსიპედით მოძრავ ბავშვს დაეჯახა. ფოტოების მიხედვით, ველოსიპედი ბავშვიანად შორ მანძილზე აღმოჩნდა. დამტვრეულია მეორე ველოსიპედიც.

მე-2 შეჯახება


მანქანამ მარცხენა მხრიდან კედელს გაჰკა. მაღალმა სიჩქარემ მისი შეჩერება ვერ უზუნველყო და კორპუსის შესასვლელ ბეტონთან მივიდა

მე-3 შეჯახება

კორპუსის ეზოს წინ არსებულ ბეტონის კონსტრუქცია გადაანგრია, ბეტონის ერთი ნაწილი კოპურისკენ გაისროლა. მანქანამაც გზა კორპუსისკენ გააგრძელა.

მე-4 შეჯახება

მანქანა კორპუსის კუთხეს დაეჯახა და ზედაპირი გაანგრია. სწრაფად დატრიალებული მოვლენების გამო, ძაღლმაც კი ვერ მოასწრო თავის დაღწევა და ადგილზე დაიღუპა.

მე-5 წერტილი


მრავალჯერადი შეჯახების და, ასევე, ბორდიურების წყალობით, მანქანების თვლები გამოვიდა მწყობრიდან. კორპუსის გასასვლელში მანქანა, მწვანე საფარზე, ხოხვით გაჩერდა.

ასეთია, ის სურათი, რომლის აღდგენა გამოძიების სრულ დასრულებამდე შეიძლება.


Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
მოგონებებს ქვიშხეთის იმდროინდელი გამგებელი 30 წლის შემდეგ, სიამაყით
აქვეყნებს.
მოგონებებს ქვიშხეთის იმდროინდელი გამგებელი 30 წლის შემდეგ, სიამაყით აქვეყნებს.
23:06 / 26.04.2024
ქარელში, გერმანული ენის სასწავლებელი დააარსეს ნანა, ანა და გიორგი
კობახიძეებმა,
ქარელში, გერმანული ენის სასწავლებელი დააარსეს ნანა, ანა და გიორგი კობახიძეებმა,
14:00 / 24.04.2024
საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ე.წ. აგენტების
კანონი,

საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ე.წ. აგენტების კანონი,

22:19 / 23.04.2024
დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

23:56 / 17.04.2024
ვიდეორეპორტაჟი
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
"წყალი, ტყე, საძოვრები, მინდორი წაგვართვეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.