რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ახალი ამბები
ცხინვალიდან და სოხუმიდან პაციენტების მიმართვიანობა თბილისის კლინიკებში გაზრდილია
ცხინვალიდან და სოხუმიდან თბილისის კლინიკებში სამკურნალოდ გადასული პაციენტების რიცხვი გაზრდილია

ბოლო სამი წლის განმავლობაში, ცხინვალელი და აფხაზი პაციენტების რიცხვი, რომლებიც თბილისისა და ქუთაისის კლინიკებში მკურნალობენ, 6-ჯერ გაიზარდა. ამის შესახებ სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილმა დღეს განაცხადა. მან, 2008 წლის ომიდან 9-წლის თავზე, ნდობის აღდგენის მიზნით, სამინისტროს მიერ განხორციელებული ღონისძიებები შეაჯამა. ერთ-ერთ მნიშვნელოვან პროგრამად ჯანდაცვის მიმართულება დაასახელა.

,,ძალიან ბევრ მიმართულებაზე საჯაროდ სამწუხაროდ ვერ ვსაუბრობ ამ საკითხების პოლიტიკური სენსიტიურობიდან გამომდინარე, მაგრამ მე შემიძლია გითხრათ, რომ ერთ-ერთი ასეთი მიმართულება გახლავთ უფასო და ხარისხიანი ჯანდაცვის პროგრამა, რომლითაც წლებია სარგებლობენ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მაცხოვრებლები. ბოლო სამი წლის განმავლობაში 6-ჯერ გაიზარდა ცხინვალელი და აფხაზი პაციენტების რიცხვი, რომლებმაც ამ სერვისით ისარგებლეს. ვიმედოვნებ, რომ უახლოეს მომავალში კიდევ გაორმაგდება ეს სტატისტიკა“ - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

სპეციალურად სამედიცინო გამოკვლევებისა და ოპერაციების ჩატარების მიზნით, ცხინვალიდან მოქალაქეებმა ქართულ მხარეს გადმოსვლა 2009 წლიდან დაიწყეს. ისინი ძირითადად ქუთაისისა და თბილისის სამედიცინო დაწესებულებებს აკითხავენ. ,,ჯანმრთელი სამყარო“ - ასე ქვია პროექტს, რომლის ფარგლებშიც დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთსა  და აფხაზეთში მცხოვრები პაციენტები საქართველოში ჩამოდიან. მათ ტრანსპორტირებას კი წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი უზრუნველყოფს. ეს ორაგნიზაცია ერთადერთი საერთაშორისო ორგანიზაციაა ამ დრომდე, რომელიც ცხინვალშიც მუშაობს.

პროექტი, რომელსაც ქართული მხარე ცხინვალის რეგიონში მცხოვრებ ყველა ასაკის პაციენტებს სთავაზობს - ტრანსპორტირებას, უფასო დიაგნოსტიკას და საცხოვრებელს გულისხმობს. მათი ნაწილი მთავარ პრობლემად დე-ფაქტო ხელისუფლების ნებართვის საკითხს მიიჩნევს.

ცხინვალელი და ქართველი პაციენტებისა და ექიმების ურთიერთკავშირის თემაზე ომიდან 9 წლის თავზე მეგობრობის ხიდი ,,ქართლოსი“ სპეციალურ წიგნს ბეჭდავს. ,,ექიმები მშვიდობისათვის“ პრეზენტაცია თვის ბოლომდე მოეწყობა. წიგნში შესული ისტორიების ავტორები ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები პაციენტებიც არიან.

ამავე თემაზე:

მიმდინარე წლის 5 თვეში ცხინვალიდან თბილისის კლინიკებში 120 პაციენტი გადაიყვანეს

ცხინვალელების მადლიერება თბილისისა და გორის საავადმყოფოს ექიმებს
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტი ნიკოლოზ კატაპარიაშვილი
სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტი ნიკოლოზ კატაპარიაშვილი
18:05 / 05.05.2024
,,წვიმის მომატებასთან ერთად, მოსალოდნელია ქვათაცვენა ან მცირე
ხევებიდან წყალმოვარდნა.''
,,წვიმის მომატებასთან ერთად, მოსალოდნელია ქვათაცვენა ან მცირე ხევებიდან წყალმოვარდნა.''
16:51 / 05.05.2024
აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, ორგანიზატორებმა
აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, ორგანიზატორებმა
00:01 / 05.05.2024
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო რენეს სიახლოვეს ტრაილერი გზის
სავალი ნაწილიდან გადავიდა.
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო რენეს სიახლოვეს ტრაილერი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა.
00:00 / 04.05.2024
ვიდეორეპორტაჟი
ერთ-ერთ მიკროავტობუსში გაუგებრობა მოხდა. იქ სადაც საბავშვო ბაღების გაერთიანების
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.