რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ახალი ამბები
დიმიტრი ყიფიანის ისტორიულ აივანზე 5 თვის შემდეგ სტუმრებს მიიღებენ
,,ამ აივანზე დიმიტრი ყიფიანს უყვარდა ყოფნა და დასვენება. სულ გასცქეროდა გზას ბინოკლით. თუკი ვინმე სტუმარი გამოჩნდებოდა, მაშინვე გასცემდა ბრძანებას, რომ სუფრა გაშლილი დაეხვედრებინათ" - ამბობს მუზეუმის თანამშრომელი გივი გელაშვილი, რომელიც თითქმის ყოველდღე პირადად ათვალიერებს სარესტავრაციიო სამუშაოებს.

,,მე ავუხსენი მუშებს დიმიტრი ყიფიანის პიროვნების შესახებ. როცა გაიგეს, თუ ვინ იყო ის, ძალიან დიდი ენთუზიაზმით და პატრიოტული სულისკვეთებით მუშაობენ" - უთხრა მან შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილეს, სიმონ გულედანს.

ხაშურში, დიმიტრი ყიფიანის სახელობის სახლ-მუზეუმსი სარესტავრაციო სამუშაოები მიმდინარე წლის ივლისში დასრულდება. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს სამხარეო ადმინისტრაციიდან აცნობეს. სამუშაოებისთვის 821 ათასი ლარია გათვალისწინებული. შენობა მე-19 საუკუნის 60-იანი წლებშია აშენებული და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს ატარებს.

XX საუკუნის პირველ ნახევარში აქ განთავსდა ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დასასვენებელი სახლი. 1990-იანი წლებიდან მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ქვიშხეთის ფილიალი გაიხსნა. სამუზეუმო ფონდის შევსებაში დიდი წვლილი სწორედ დიმიტრი ყიფიანის შთამომავლებმა შეიტანეს.

მუზეუმის თანამშრომლები ყვებიან, რომ მნიშვნელოვანი ნივთები მე-20 საუკუნის პირველივე წლებში გამქრალა. მწერალთა საზოგადოების მფლობელობის დროს, ,,დასასვენებელ სახლში" გაკეთდა მიშენებები, დაიტიხრა ოთახები, აივანზე გაჩნდა შუშაბანდები და ა.შ. რესტავრაცია არასდროს ჩატარებულა, თუ არ ჩავთვლით საკუთარი ხარჯებით მცირე რემონტს.

სახლის რესტავრაცია არაერთხელ დაანონსდა, თუმცა თანხები ადგილობრივმა ხელისუფლებამ ვერ გამონახა. სამუშაოების დაწყება მხოლოდ 2017 წლის ზაფხულში გახდა შესაძლებელი. სარესტავრაციო სამუშაოები გუბერნატორის მოადგილემ, სომონ გულედანმა დაათვალიერა.

ბიოგრაფიული შტრიხები

დი­მიტ­რი ყი­ფი­ა­ნი - სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წე, პუბ­ლი­ცის­ტი, ლი­ტე­რა­ტო­რი და მთარ­გ­მ­ნე­ლი 1814 წლის 14 აპ­რილს და­იბადა გორისმაზრის სოფელ მერეთში და ად­რე­ვე და­ობ­ლე­ბულს, უფ­რო­სი ძმა - ქა­ი­ხოს­რო პატ­რო­ნობ­და. ამ უკა­ნას­კ­ნელს იგი ჯერ თბი­ლი­სის სა­სუ­ლი­ე­რო სე­მი­ნა­რი­ა­ში შე­უყ­ვა­ნია, მა­ლე­ვე - კე­თილ­შო­ბილ­თა სას­წავ­ლე­ბელ­ში. თურ­მე, იქ დი­მიტ­რი ყი­ფი­ა­ნი ნი­კო­ლოზ ბა­რა­თაშ­ვილ­თან ერ­თად სწავ­ლობ­და. სას­წავ­ლებ­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ, ერ­თხანს დი­მიტ­რი ყი­ფი­ა­ნი თარ­ჯიმ­ნად მუ­შა­ობ­და, მე­რე - თა­ვი­სი­ვე სას­წავ­ლე­ბელ­ში მას­წავ­ლებ­ლად. 17 წლი­სა ოთხ სა­განს ას­წავ­ლი­და - არით­მე­ტი­კას, გე­ოგ­რა­ფი­ას, ქარ­თულ და რუ­სულ ენებს, მაგ­რამ პე­და­გო­გად დიდ­ხანს არ უმუ­შა­ვია: 1832 წლის თა­ვად-აზ­ნა­ურ­თა შეთ­ქ­მუ­ლე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის­თ­ვის, 20 წლი­სა ვო­ლოგ­და­ში გა­და­ა­სახ­ლეს. დი­მიტ­რი ყი­ფი­ა­ნი სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში 1837 წელს დაბ­რუნ­და.

1840 წელს შეადგინა და მთავარმართებელს დასამტკიცებლად წარუდგინა “ტფილისის კერძო ბიბლიოთეკის წესდება”, რის საფუძველზეც თბილისში პირველი წიგნსაცავი დაარსდა.

1845 წელს დუშელი მემამულის, გენერალ გიორგი ჭილაშვილის ქალი, ნინო შეირთო ცოლად. ნინო წმიდა სოლომონ მეფის მეუღლის, მარიამის მზრუნველობით იზრდებოდა პეტერბურგში. მათ ექვსი შვილი შეეძინათ, რომელთაგან სამი მცირეწლოვანი გარდაეცვალათ. დარჩათ სამი შვილი.

1864 წელს თბილისის გუბერნიის თავადაზნაურთა წინამძღოლად აირჩიეს, 1876 წელს კი ქალაქის თავიც (მერი) გახდა. დიდი ამაგი დასდო თბილისის სათავადაზნაურო ბანკის დაარსებას, დრამატული საზოგადოების ჩამოყალიბებას.

1879 წელს სხვა მოღვაწეებთან (ილია, აკაკი, იაკობ გოგებაშვილი და სხვ.) ერთად ჩამოაყალიბა “ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება,” რომლის თავმჯდომარედაც იგი ერთხმად აირჩიეს.

რუსეთში ალექსანდრე II-ის მკვლელობის შემდეგ (1881წ) განაპირა მხარეების კოლონიზაცია დაიწყო. საქართველოში მეფისნაცვლობა გაუქმდა და მთავარმართებლობა იქნა შემოღებული.

1885 წელს ყიფიანი დასავლეთ საქართველოს თავადაზნაურთა წინამძღოლად (მარშლად) აირჩიეს. ის საქართველოში ჩამოსულ ყოფილ მეფისნაცვალ მიხეილ რომანოვს უამბო ყველაფერი იმ უმსგავსობაზე, რასაც ახალი მთავარმართებელი და მისი თანაშემწეები ჩადიოდნენ. რომანოვი ისე გამგზავრებულა რუსეთში, რომ კორსაკოვს არც კი შეხვედრია.

სასულიერო სემინარიის რექტორმა, დეკანოზმა პავლე ჩუდეცკიმ, რომელიც გამოირჩეოდა თავისი სისასტიკით, გარყვნილებითა და ქართველთა მიმართ განსაკუთრებული ზიზღით. გაუთავებელი დაკითხვებისა და შემოწმებების შემდეგ სემინარიიდან გარიცხა სტუდენტი სოსო ლაღიაშვილი. 1886 წლის 24 მაისს ლაღიაშვილი კაბინეტში შეუვარდა ჩუდეცკის და ხანჯლით მოკლა. სტუდენტი შეიპყრეს და ციმბირის კატორღაში გაგზავნეს, საიდანაც ჯერ იაპონიაში, მერე კი ამერიკაში გაიქცა.

ჩუდეცკის დასაფლავებაზე ეგზარქოსმა პავლე ლებედევმა დაწყევლა არა მარტო ლაღიაშვილი, არამედ მთელი ქართველი ერი. ამ ფაქტმა უზარმაზარი რისხვა და პროტესტი გამოიწვია ქართველობაში. პირველმა ხმა დიმიტრი ყიფიანმა აიმაღლა. 1886 წლის 8 ივნისს ხაშურიდან მკაცრი წერილი გაუგზავნა ეგზარქოსს:

“…თუკი ეს ყველაფერი მართალია, თქვენი ღირსების გადარჩენა შეიძლება მხოლოდ იმით, რომ შერცხვენილი დაუყოვნებლივ განიდევნოს შეჩვენებული ქვეყნიდან…” კორსაკოვი კინაღამ ჭკუიდან გადავიდა. მან დაუყოვნებლივ გაგზავნა წერილი რუსეთის შინაგან საქმეთა მინისტრთან და ყიფიანის საქართველოდან გასახლება მოითხოვა, როგორც რუსეთისათვის უაღრესად საშიში პიროვნებისა. პეტერბურგში კვლავ მხარი დაუჭირეს მთავარმართებლის მოთხოვნას და დიმიტრი ყიფიანს იმპერატორმა ალექსანდრე III-მ სტავროპოლში გადასახლება მიუსაჯა.

1886 წლის ზაფხულში ყიფიანი გადაასახლეს სტავროპოლში. გადასახლებაში ყოფნა დიმიტრის დიდხანს არ მოუწია. 1887 წლის 24 ოქტომბერს იგი ვერაგულად მოკლეს. ღამით მის ოჯახში ჯალათი შეიპარა. თავში ურო ჩაარტყა და მოჰკლა.

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტი ნიკოლოზ კატაპარიაშვილი
სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტი ნიკოლოზ კატაპარიაშვილი
18:05 / 05.05.2024
,,წვიმის მომატებასთან ერთად, მოსალოდნელია ქვათაცვენა ან მცირე
ხევებიდან წყალმოვარდნა.''
,,წვიმის მომატებასთან ერთად, მოსალოდნელია ქვათაცვენა ან მცირე ხევებიდან წყალმოვარდნა.''
16:51 / 05.05.2024
აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, ორგანიზატორებმა
აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, ორგანიზატორებმა
00:01 / 05.05.2024
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო რენეს სიახლოვეს ტრაილერი გზის
სავალი ნაწილიდან გადავიდა.
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო რენეს სიახლოვეს ტრაილერი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა.
00:00 / 04.05.2024
ვიდეორეპორტაჟი
ერთ-ერთ მიკროავტობუსში გაუგებრობა მოხდა. იქ სადაც საბავშვო ბაღების გაერთიანების
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.