რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ახალი ამბები
მოსახლეობის პროგნოზი გამართლდა - 3 წლის წინანდელი გაფრთხილება გორის მერს
თამარ მეფისა და ძმები რომელაშვილების (ყოფილი გორკის) ქუჩების კვეთაზე დღეს მომხდარ ავარიის დროს გორის მერს 3 წლის წინანდელი წერილი უჩვენეს.

ამ წერილის მიხედვით,ადგილობრივები ქალაქის ხელმძღვანელობას უხსნიდნენ, რომ მოსალოდნელი ავარიების გამო, პასუხისმგებლობა მათ დაეკისრებოდათ.

დოკუმენტი 2015 წლის 2 დეკემბრით თარიღდება.

,,მოგახსენებთ, რომ თამარ მეფისა და გორკის ქუჩების კვეთაზე საკმაოდ ხშირად ხდება ავარიები, არიან დაზარალებულები. ინფორმაცია შეგიძლიათ გადაამოწმოთ როგორც საპატრულო პოლიციაში, ასევე სასწრაფო დახმარების ცენტრში.


ხშირი ავარიების ერთ-ერთი მიზეზი არის არასწორად დაყენებული საგზაო ნიშნები, კერძოდ, ერთ მხარეს, გორკის ქუჩაზე გაჩერების ზოლი არის საკმაოდ შორს გზაჯვარედინიდან, მეორე მხარეს კი, აღმართიდან ამომავალი მანქანების იგნორირებას უკეთებენ ზედ გზაჯვარედინზე დაყენებულ გაჩერების ნიშანს. 

მოსახლეობას უჭირს გზაჯვარედინზე მშვიდობიანად გადასვლა, განსაკუთრებით სანაგვე ურნებთან, სადაც რამდენიმე ფეხითმოსიარულე დაშავდა კიდეც.

როგორც ამბობენ, უახლოეს დღეებში იგეგმება გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის, გუბერნატორის აპარატისა და საკრებულოს გადასვლა ,,ჭალის" ტერიტორიაზე მდებარე ადმინისტრაციულ შენობაში, რაც გამოიწვევს ავტოტრანსპორტის მოძრაობის გაზრდას და შესაბამისად გაიზრდება ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობაც. თუ არ მიიღებთ პროფილაქტიკურ ზომებს, კერძოდ, გზაჯვარედინზე უნდა გაკეთდეს შუქნიშანი ან გაკეთდეს ,,მწოლიარე პოლიციელები" (ბუგაროკები).

თუ ამ განცხადებას რეაგირება არ ექნება, ყოველ ავტოსაგზაო შემთხვევაზე, რომელსაც შეიძლება მსხვერპლი მოჰყვეს, სრული პასუხისმგებლობა დაგეკისრებათ თქვენ, როგორც ხალხის მიერ არჩეულ ქალაქის მერს"

შეგახსენებთ, დღეს შუადღეს, ერთმანეთს აღნიშნულ მონაკვეთზე ოპელი და მიკროავტობუსი შეეჯახა, დაშავდა სამი ქალბატონი, ქვეითი. მათ შორის, მერიის თანამშრომლები.


იხ
. ამავე თემაზე:

გორში ავარიის დროს ფეხითმოსიარულეები დაშავდნენ





Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
გმირთა მოედნის გადაკეტვის შემდეგ თამარ მეფის ქუჩის მიმართულებით
გზაც გადაკეტეს. ეს გზა სანაპიროს უერთდება.
გმირთა მოედნის გადაკეტვის შემდეგ თამარ მეფის ქუჩის მიმართულებით გზაც გადაკეტეს. ეს გზა სანაპიროს უერთდება.
22:53 / 02.05.2024
,,მე, როგორც მერის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წევრი, ახალგაზრდულ
საკითხებში, ქვეყანაში მიმდინარე
,,მე, როგორც მერის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წევრი, ახალგაზრდულ საკითხებში, ქვეყანაში მიმდინარე
18:58 / 02.05.2024
,,სისულელებს წერენ, საიდან მოიტანეს. ენას ძვალი არა აქვს,
,,სისულელებს წერენ, საიდან მოიტანეს. ენას ძვალი არა აქვს,
20:31 / 01.05.2024
"სპეციალური საგამოძიებო სამსახური მომხდარ ფაქტებზე შეტყობინებებს ცხელი ხაზით,
13:50 / 01.05.2024
"რუსული კანონის" საწინააღმდეგო აქციაზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა
12:32 / 01.05.2024
ვიდეორეპორტაჟი
ერთ-ერთ მიკროავტობუსში გაუგებრობა მოხდა. იქ სადაც საბავშვო ბაღების გაერთიანების
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.