რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე 8 მოქალაქე გორის 3 სოფელში დააკავეს
ფოტოზე: გორის შს სამმართველოს ახალსოფლის ქვეგანყოფილება

ბავშვთა პორნოგრაფიისა და ტრეფიკინგის ფაქტზე მხილებული 11 მოქალაქიდან 8 მოქალაქე გორის მუნიციპალიტეტში დააკავეს. გორის შს სამმართველოს ახალსოფლის ქვეგანყოფილების თანამშრომლებმა დაკავების ღონისძიება 3 სოფელში ჩაატარეს.

სამივე სოფელი გვერდიგვერდ მდებარეობს. დაკავებულები არიან და-ძმები, სიძე, დები, ყოფილი ქმარი და ა.შ.

,,ამ დანაშაულის შესახებ ჩვენ ინფორმაცია მივიღეთ, დაახლოებით, 3 თვის წინ, ევროპოლის შესაბამისი არხის მეშვეობით და ავტომატურ რეჟიმში დავიწყეთ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განხორციელება, მათ შორის საგამოძიებო მოქმედებების განხორციელება და პარალელურად, როდესაც დავადგინეთ პიროვნებები, ვინც იყვნენ ჩართულნი ამ დანაშაულში, უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რა თქმა უნდა, დავიწყეთ თანამშრომლობა იმ ქვეყნის წარმომადგენლებთან, მათ შორის ავსტრალიისა და ამერიკის შეერთებული შტატების სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლებთან, რათა ერთობლივად გაგვერკვია, თუ რასთან გვქონდა საქმე და რა დანაშაულს ჰქონდა ადგილი. ძალიან სამწუხაროა და მე გარკვეულწილად მიმძიმს ამ სისხლის სამართლის საქმის ირგვლივ საუბარი, ვინაიდან მორალურად ძალიან რთულია, როდესაც ადამიანს შეხება გაქვს მსგავს დანაშაულთან, ცივი გონებით შეხედო მსგავსი კატეგორიის ქმედებებს,"- განაცხადა შს მინისტრის მოადგილემ ვლადიმერ ბორცვაძემ.

ზეღდულეთის თემში შემავალ სოფლებში მასობრივი დაკავების შესახებ qartli.ge-ს ადგილობრივებმა გუშინ საღამოს აცნობეს. საკითხით დაინტერესების შემდეგ, დღეს დილით შს სამინისტრომ მოულოდნელად ბრიფინგი ჩანიშნა. შს-ს ცნობით, ქართველი და უცხოელი სამართალდამცველები რამდენიმე თვის განმავლობაში ატარებდნენ ინტენსიურ ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებებს.

გამოძიების ვერსიით, დაკავებულ აშშ-ის და ავსტრალიის მოქალაქეებს, თბილისში, ნაქირავებ ბინებში კონსპირაციულად მოწყობილი ჰქონდათ ფოტოსალონები და უცხოეთში რეალიზაციის მიზნით არასრულწლოვნების გამოსახულების შემცველ პორნოგრაფიულ ნაწარმოებს ამზადებდნენ, რაშიც მათ ქართველი თანამზრახველები ეხმარებოდნენ.

გამოძიების ცნობით, დანაშაულებრივი ჯგუფის ორგანიზატორები მოზარდების მშობლებს ფოტოების გადაღების სანაცვლოდ 500-დან 3000 ლარამდე თანხას უხდიდნენ. ანგარიშსწორება ხორციელდებოდა ხელზე ან საბანკო ტრანზაქციის გზით.

იხ. ამავე თემაზე:

გორში ტრეფიკინგთან ბრძოლის სამსახურმა უცხოეთისა და საქართველოს მოქალაქეები დააკავა

გორსა და თბილისში ქართველი და უცხოელი მოქალაქეები დააკავეს
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ ქვემო ჭალაში ადიდებულმა მდინარე
ლეხურამ
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ ქვემო ჭალაში ადიდებულმა მდინარე ლეხურამ
12:35 / 10.05.2024
მომ­ღე­რა­ლი გი­ორ­გი სუ­ხი­ტაშ­ვი­ლი ეხ­მა­უ­რე­ბა თავ­დას­ხმას
ნო­დარ ჩა­ჩა­ნი­ძე­ზე, რო­მე­ლიც მისი სი­ძეა
მომ­ღე­რა­ლი გი­ორ­გი სუ­ხი­ტაშ­ვი­ლი ეხ­მა­უ­რე­ბა თავ­დას­ხმას ნო­დარ ჩა­ჩა­ნი­ძე­ზე, რო­მე­ლიც მისი სი­ძეა
12:06 / 10.05.2024
,,სპორტსმენი ახალგაზრდა ფეხბურთელებს საკუთარი გამოცდილების შესახებ
ესაუბრა და მათ შეკითხვებსაც უპასუხა.
,,სპორტსმენი ახალგაზრდა ფეხბურთელებს საკუთარი გამოცდილების შესახებ ესაუბრა და მათ შეკითხვებსაც უპასუხა.
16:47 / 09.05.2024
,,მელაკუდაში
,,მელაკუდაში" წარმოდგენილია სათამაშოების მრავალფეროვანი არჩევანი, თითოეული პროდუქტი სრულად აკმაყოფილებს საქართველოში დადგენილ სტანდარტს,
13:24 / 09.05.2024
ვიდეორეპორტაჟი
ერთ-ერთ მიკროავტობუსში გაუგებრობა მოხდა. იქ სადაც საბავშვო ბაღების გაერთიანების
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.