რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ახალი ამბები
გორის ეპარქიაში ანტისეპტიკური ხსნარები დაამზადეს
ატენისა და გორის ეპარქიის წარმომადგენლებმა ანტისეპტიკური ხსნარები დაამზადეს. სპირტისა და წყლის ნაზავი, სასულიერო პირებმა, მცირე ზომის ბოთლებში გადაანაწილეს.

ეპარქიისგან კომენტარი, ჯერჯერობით, კომენტარი ვერ მოვიპოვეთ.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებმა, საზოგადოებას არაერთი რეკომენდაცია მისცეს.

ერთ-ერთ ბოლო წირვაზე მეუფე ანდრიამ განაცხადა, რომ ეკლესია და ეპარქია მზადაა ჯანდაცვის მუშაკების რეკომენდაციები გაითვალისწინონ. მაგალითად, ერთ-ერთ ბოლო წირვა-ლოცვის დროს, მრევლს გარკვეული დისტანციის დაცვისკენ მოუწოდა.

,,მანძილი დავიცვათ ადამიანებს შორის, იმისათვის, რომ არ მივცეთ ურწმუნო ადამიანებს იმის საშუალება, ეკლესიის დადანაშაულებისა. ზიარების დროსაც დაიცვათ მანძილი და მშვიდად, ორგანიზებულად ყველა ეზიარება. ვიყვეთ მაგალითი სიმშვიდის, მაგალითი იმ წესების დაცვის, რომელიც არის შემოთავაზებული ჯანდაცვის მუშაკების მიერ, სახელმწიფო მუშაკების მიერ, რომ ჩვენ ერთმანეთზე ვზრუნავთ და აუცილებლად დავძლევთ ამ განსაცდელს." - განაცხადა მიტროპოლიტმა



მრევლის დიდ ნაწილს სჯერა, რომ ტაძარში ვირუსი არ გავრცელდება. გორის საკრებულოს წევრი ირმა ამბარდნიშვილი კი, ითხოვს, რომ კორონავირუსის პირობებში აუცილებელია ტაძრების დროებით დაკეტვა, რათა თავიდან იქნეს აცილებული ეპიდემია.

დღეს საქართველოში კორონავირუსის დაინფიცირების უკვე 70-ე შემთხვევა გამოვლინდა, აქედან 9 მოქალაქე გამოჯანმრთელდა, ორი კი, საკუთარ სამშობლოში გაამგზავრეს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია გამოაცხადა.

 

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
დავითმა მათემატიკის, ხოლო თამარმა მათემატიკისა და კომპიუტერული
მეცნიერების
დავითმა მათემატიკის, ხოლო თამარმა მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერების
22:30 / 17.05.2024
იხსენებს, რომ აქციაზე ცეკვის გაკვეთილის შემდეგ, გვიან მივიდა, იმ
დროს, როდესაც

იხსენებს, რომ აქციაზე ცეკვის გაკვეთილის შემდეგ, გვიან მივიდა, იმ დროს, როდესაც

23:38 / 15.05.2024
,,ვუერთდებით გაფიცვას'' - გორის უნივერსიტეტის სტუდენტები
,,ვუერთდებით გაფიცვას'' - გორის უნივერსიტეტის სტუდენტები
20:16 / 15.05.2024
"თუ კანონი დარჩება როგორც დღეს არის და არ იქნება შესაბამისობაში ევროკავშირის სტანდარტებთან
23:15 / 14.05.2024
"ივანე გერკეულის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების პროცესში
20:36 / 14.05.2024
ვიდეორეპორტაჟი
ერთ-ერთ მიკროავტობუსში გაუგებრობა მოხდა. იქ სადაც საბავშვო ბაღების გაერთიანების
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.