რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ახალი სამედიცინო მიმართულებები რეგიონში [R]
,,გორმედის“ ქსელის სამედიცინო დაწესებულებებში მთელი რიგი ახალი მიმართულებების დანერგვა მიმდინარეობს. ქსელის კლინიკების რენოვაცია-რესტრუქტურიზაცია მაღალი ხარისხის მრავალპროფილური სამედიცინო სერვისების მიწოდებასა და და ამ სერვისების პაციენტების კომფორტზე მორგებაზეა ორიენტირებული.

ვასილ ჭეიშვილი, ,,გორმედის“ ქსელის გენერალური დირექტორის მოადგილე, დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრ ,,იავნანას“ დირექტორი: ,,გორმედის“ ქსელში, გორის საუნივერსიტეტო კლინიკაში, დედათა და ბავშვთა რეგიონულ სამედიცინო ცენტრ ,,იავნანაში“, ხაშურის კლინიკურ საავადმყოფოსა და ქარელის ცენტრალურ საავადმყოფოში მიმდინარეობს სერიოზული რენოვაციები და რესტრუქტურიზაციები. მუდმივად ვცდილობთ ქსელის განვითარებას და მრავალფეროვანი, თანამედროვე და ხარისხიანი სერვისების მიწოდებას.

ვფიქრობთ, შემოვიტანოთ ახალი დარგები, რაც მოსახლეობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და გავზარდოთ ამით ადგილობრივი მოსახლეობისათვის სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობა, ანუ მათ აღარ მოუწევთ სიარული თბილისში თუ სხვაგან და აღნიშნულ სამედიცინო სერვისებს მიიღებენ აქ, ადგილზე, ზუსტად იმავე ხარისხით, რა ხარისხის მომსახურებასაც იღებენ, ვთქვათ - თბილისში.

უახლოეს მომავალში, ჩვენ, ეტაპობრივად, როგორც კი გაჩნდება ახალი დარგი, ახალი სერვისები, მოსახლეობას მივაწვდდით შესაბამის ინფორმაციას. რაც მთვარია, ეს სერვისები ფინანსურადაც ხელმისაწვდომი იქნება მოსახლეობისთვის, გაცილებით ნაკლები ფინანსური რესურსის გაღება მოუწევთ, ვიდრე თბილისში.
რაც შეეხება სიახლეებს, რასაც საზოგადოებას უახლოეს მომავალში შევთავაზებთ - იგეგმება, რომ დავამატოთ ბავშვთა გეგმიური ქირურგია, ერთ თვეში ამუშავდება ბავშვთა ემერჯენსი, რომელიც არასდროს ყოფილა რეგიონში და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლე - პირველ ეტაპზე გორისთვის, ამოქმედდება ბავშვთა სასწრაფო დახმარება, ანუ მშობლებს აღარ დაჭირდებათ ბავშვის ავადმყოფობის დროს მათი კლინიკაში მოყვანა, მათ შესაძლებლობა ექნებათ, გამოიძახონ ,,იავნანას“ სპეციალიზებული, კვალიფიციური ექიმებით დაკომპლექტებული პედიატრიული სასწრაფო დახმარება და ადგილზე მიიღონ მომსახურება. თუ ბავშვს დაჭირდება ჰოსპიტალიზაცია, ასეთ შემთხვევაში, ამ ოჯახისთვის სასწრაფოს გამოძახება იქნება უფასო“.

აღნიშნულის გარდა, ქსელში შემავალ კლინიკებში ამ ეტაპზე დაინერგა და იგეგმება არაერთი სიახლე. მაგალითად, ,,გორმედის“ ქსელის ხაშურის კლინიკური საავადმყოფო პაციენტებს დამატებით სერვისებს სთავაზობს. კლინიკაში ამოქმედდა ლაპაროსკოპული ქირურგია, რომლსაც, ასევე, მცირე ინვაზიურ ქირურგიადაც მოიხსენიებენ, ასევე, ენდოსკოპია (კუჭ-ნაწლავის დაავადებათა დიაგნოსტიკა და მკურნალობა) და ქალთა კონსულტაცია.
,,გორმედის“ ქსელის ყველა სამედიცინო დაწესებულება ვითარდება, ჩვენ კლინიკებში ისეთი მიმართულებები დაინერგა, რაც რეგიონში აქამდე არ ყოფილა, მაგალითად - ჩვენთან მოქმედებს კარდიოლოგიური პათოლოგიების კვლევის და მკურნალობის თანამედროვე მეთოდები, ფუნქციონირებს კათეტერიზაციის ლაბორატორია და შესაბამისად, მიმდინარეობს ინტერვენციული ჩარევები გულზე, რაც გულისხმობს გულის სისხლძარღვების გამოკვლევას, ანუ კორონაროგრაფიას და ბალონურ ანგიოპლასტიკას, სტენტირებას. ასევე, ,,გორმედის“ ქსელის დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრ ,,იავნანაში“ ყველა სირთულის ლაპაროსკოპიული ოპერაციები დაინერგა გინეკოლოგიური სპექტრით, საოპერაციო აღჭურვილია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი უახლესი ლაპაროსკოპიული აპარატურით და ქირურგიული ინსტრუმენტებით.

ამ დღეებშიც საკმაოდ მნიშვნელოვანი აქცია გვაქვს, 7 ოქტომბერს, დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრ ,,იავნანას“ სტუმრობენ ისეთი ცნობილი ექიმები, როგორიც გახლავთ ივანე ჩხაიძე - ექიმი-პედიატრი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის მოადგილე, მთავარი ექიმი, კლინიკის სამედიცინო დირექტორი;

ნინო ტოტოღაშვილი - ბავშთა ჰემატოლოგი, ონკოჰემატოლოგი, მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს ონკოჰემატოლოგი;

ნანა ტატიშვილი - ბავშთა ნევროლოგი, მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს ნევროლოგიისა და ფსიქიატრიის დეპარტამენტის ხემძღვანელი; სრული პროფესორი;

ედიშერ მაღალაშვილი - ბავშვთა ნეიროქირურგი, მედიცინის დოქტორი, პროფესორი და მთელი დღის განმავლობაში მოხდება რეგიონში მცხოვრები პატარა პაციენტების უფასო გადასინჯვა-კონსულტაციები“, - განაცხადა ვასილ ჭეიშვილმა.

როგორც ,,გორმედის“ ქსელის ხელმძღვანელობა აცხადებს, ეს ყოველივე მიმდინარე რენოვაციების მხოლოდ ნაწილია. მთავარი ამოცანაა, მაღალი ხარისხის მრავალპროფილური, ფინანსურად ხელმისაწვდომი სამედიცინო სერვისების მიწოდება მოსახლეობისთვის და ამ სერვისების მაქსიმალურად მორგება პაციენტების კომფორტზე.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
ქარელში, გერმანული ენის სასწავლებელი დააარსეს ნანა, ანა და გიორგი
კობახიძეებმა,
ქარელში, გერმანული ენის სასწავლებელი დააარსეს ნანა, ანა და გიორგი კობახიძეებმა,
14:00 / 24.04.2024
საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ე.წ. აგენტების
კანონი,

საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ე.წ. აგენტების კანონი,

22:19 / 23.04.2024
დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

23:56 / 17.04.2024
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა
ამოგეღოთო,''
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა ამოგეღოთო,''
19:05 / 17.04.2024
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი
კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
16:40 / 17.04.2024
ვიდეორეპორტაჟი
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
"წყალი, ტყე, საძოვრები, მინდორი წაგვართვეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.