რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ქარელის მერი, მისი მოადგილის გაცხადებას სიცრუეს უწოდებს
ქარელის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა გულიაშვილი მისი მოადგილის, ნუგზარ დაბრუნდაშვილის მიერ, გადაცემა "ქართლის სტუდიაში" გაკეთებულ განცხადებას სიცრუეს უწოდებს.

მისი თქმით, სასულიერო პირები აჭარელ ეკომიგრანტებს არც რელიგიური, და არც სხვა ნიშნით არ დევნიან.

,,ეს ამბავი არის სიცრუე, არანაირი კონფლიქტი არ ყოფილა. ისიც სიცრუეა, რომ ვიღაცა ვიღაცას ავიწროებს. ეს მოსახლეობა ჩვეულებრივად ჩვენი ძმები და დები არიან. საარჩევნო უბანში იღებენ მონაწილეობას და ყველა მიმართულებით აქვთ დახმარება. ეს ნუგზარ დაბრუნდაშვილის მოსაზრებაა. მე-7 წელია ვმუშაობ მუნიციპალიტეტში და ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს მოსახლეობასთან. ჩემთვის არავის მოუმართავს ამ საკითხზე. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ხშირად მიწევს შეხვედრა ადგილობრივებთან. არანაირი საკითხი არ დასმულა იმასთან დაკავშირებით, რომ ვიღაცა ავიწროებდათ ან ვინმესთან გაუგებრობა ჰქონდათ" - განაცხადა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ქარელის მერმა ზაზა გულიაშვილმა.

მან სიცრუე უწოდა ვიცე მერის ნათქვამს იმის თაობაზეც, რომ აჭარიდან ჩასახლებული მოსახლეობა სოფელს ტოვებს, რომ ადრე სკოლაში 60 მოსწავლე დადიოდა და ახლა კი 11 დადის.

"მე გეტყვით პირიქით, იმ სოფლებში ვაწესრიგებთ ინფრასტრუქტურას, სადაც აჭარიდან ჩამოსახლებულები ცხოვრობენ. იქ ხალხის რაოდენობა იზრდება. შეგიძლიათ ჩამოხვიდეთ და ერთად შევხვდეთ მოსახლოებას და ეს აზრი მათთან პირდაპირ დავაფიქსიროთ"

შეგახსენებთ, ქარელში აჭარიდან ჩასახლებული ეკომიგრანტების სავარაუდო შევიწროებისა და რელიგიური ნიშნით დევნის ფაქტებზე, მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის გადაცემა "ქართლის სტუდიაში" ისაუბრა.

ნუგზარ დაბრუნდაშვილმა აღნიშნა, რომ ბოლო წლებში, ხეობა ათობით ოჯახმა დატოვა, რომლებიც აჭარიდან იყვნენ ჩასახლებული. ერთ-ერთ მიზეზად მერიის მაღალჩინოსანმა სასულიერო პირების მიერ, ადგილობრივ მცხოვრებლებზე განხორციელებული ზეწოლა დაასახელა. მისივე თქმით, სავარაუდოდ, სასულიერო პირები ადგილობრივებს არამარტო რელიგიური, არამედ სხვა ნიშნითაც დევნიან.

 

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
,,სისულელებს წერენ, საიდან მოიტანეს. ენას ძვალი არა აქვს,
,,სისულელებს წერენ, საიდან მოიტანეს. ენას ძვალი არა აქვს,
20:31 / 01.05.2024
"სპეციალური საგამოძიებო სამსახური მომხდარ ფაქტებზე შეტყობინებებს ცხელი ხაზით,
13:50 / 01.05.2024
"რუსული კანონის" საწინააღმდეგო აქციაზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა
12:32 / 01.05.2024
ერთ-ერთ მიკროავტობუსში გაუგებრობა მოხდა. იქ სადაც საბავშვო ბაღების
გაერთიანების
ერთ-ერთ მიკროავტობუსში გაუგებრობა მოხდა. იქ სადაც საბავშვო ბაღების გაერთიანების
15:14 / 30.04.2024
ორ კვირაზე მეტია, თბილისსა და სხვა ქალაქებში იმართება აქციები
ორ კვირაზე მეტია, თბილისსა და სხვა ქალაქებში იმართება აქციები "აგენტების კანონის",
23:31 / 28.04.2024
ვიდეორეპორტაჟი
ერთ-ერთ მიკროავტობუსში გაუგებრობა მოხდა. იქ სადაც საბავშვო ბაღების გაერთიანების
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.