რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
,,ნელ-ნელა ვიხოცებით" - წერილი ახალგორიდან
საქართველოს პარლამენტის წევრმა, დამოუკიდებელმა დეპუტატმა ოკუპირებულ ახალგორიდან წერილი მიიღო. დეპუტატი წერილის ავტორის, უსაფრთხოების დაცვის მიზნით, არ ასახელებს, თუმცა წერილის შინაარსს აქვეყნებს. მისი თქმით, წერილში მოყვანილი ფაქტები საგანგაშოა:

,,მივმართავთ დამოუკიდებელ დეპუტატს ეკა ბესელიას, თქვენ მაინც მიაწვდინეთ ჩვენი ხმა ხელისუფლებას და მთავრობას!

რაც, სოფელ ჩორჩანაში საქართველოს მხარემ ბლოკპოსტი გააკეთა, მას შემდეგ ოსებმა გადაკეტეს საზღვარი და არავის აღარ უშვებენ. ახალგორსა და რაიონის ყველა სოფელში კატასტროფული მდგომარეობაა. 1500-ზე მეტი მოსახლეა ჩარჩენილი და ფატობრივად მძევლად ჰყავს ოსურ მხარეს. არა აქვთ ოსური ანუ რუსული პასპორტები. აქედან გამომდინარე არც პენსია აქვთ და არც სხვა რიმე დახმარება. ისინი ძირითადად დამოკიდებულნი იყვნენ ქართულ პენსიასა და სოციალურ დახამარებაზე. 3 თვეა არავის საქართველოს სახელმწიფო პროგრამით არ უსარგებლია. არც პურის, არც შეშისა და არც წამლის ფული არა აქვთ. დადიან მშივრები და გაყინულები და ალბათ ნელ-ნელა ყველა დაიხოცება. არის ოჯახი, სადაც ერთი მოხუცია დარჩენილი. არიან ლოგინად ჩავარდნილი მოხუცები, რომლებსაც მომვლელიც კი არავინ ჰყავთ. ასევე, არიან ჩარჩენილი სტუდენტები, რომლებსაც სწავლა შეუწყდათ, რადგან საზღვარზე არ მისცეს გადასვლის უფლება. ასობით ოჯახი გაიყო და გაიხლიცა, ზოგი ქალი აქეთ არის და ქმარი იქეთ და პირიქით. ენატრებათ შვილები და შვილიშვილები. არიან უმძიმესი ონკოლოგირი ავადმყოფები, რომლებსაც შეუწყდათ მკურნალობა და იტანჯებიან ტკივილებისგან. პროდუქტი ცხინვალიდან ჩამოდის და იმდენად ძვირია, რომ გაღარიბებული და გაღატაკებული ხალხი ვერც ყიდულობს და ფაქტიურად შიმშილობენ. სამედიცინო პირველადი დახმარებაც კი არ არსებობს.

გვიშველეთ რამე, სანამ ხალხი დარდისგან, შიმშილისგან, ავადმყოფობისგან და სიცივისგან არ დავხოცილვართ! გთხოვთ, ეს წერილი გადაუგზავნეთ ყველას, ვისთანაც ხმა მიგიწვდებათ, აქედან ჩვენი ხმა არავის ესმის.

მივმართავთ ხელისუფლებასა და მთავრობას, ვინმეს გაქვთ ჩვენი დარდი? ჩვენ არ ვართ ქართველები? ჩვენ არ ვართ საქართველოს მოქალაქეები? თუ მოგვიძულეთ და გაგვწირეთ, ესეც ვიცოდეთ და სასწაულის იმედი მაინც აღარ გვექნება. გვიშველეთ, სანამ სული გვიდგას, ვიხოცებით... დავიღალეთ წამებული ცხოვრებით." - ციტატის დასასრული.

ახალგორში არსებულ სიტუაციის შესახებ, სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი 3 თვეა სოციალურ ქსელში სხვადასხვა სახის ინფორმაციას აქვეყნებს.

,,ქმარი ვერ წავიდა ცოლის დაკრძალვაზე, შვილები ვერ ჩამოვიდნენ დედის დაკრძალვაზე, ძმა ვერ წავიდა დის დაკრძალვაზე, შვილი- დედის. შვილები და შვილიშვილები დედის და ბებიის დაკრძალვაზე ვერ წავიდნენ, კაცი მეზობლებმა დაკრძალეს- არც ოჯახის წევრებს მიეცათ ჩამოსვლის უფლება და არც მკვდარი გადაეცა ოჯახს... ვინმე თუ ყველაზე მძიმე პერიოდის გახსენებას მთხოვს- ამას გავიხსენებ." - წერს თამარ მეარაყიშვილი ახალგორიდან.

როდის გაიხსნება საგუშაგო ,,რაზდახანი"

გამყოფ ხაზთან, ახალგორის რაიონის სოფელ რაზდახანთან ერთადერთი საგუშაგოა, რომლითაც ადგილობრივ მცხოვრებლებს, განსაკუთრებით, ეთნიკურ ქართველებს თბილისთან მიმოსვლის საშუალება აქვთ. ეს საგუშაგო, 2019 წლის 30 აგვისტოს შემდეგ, ჩაიკეტა. დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის უშიშროების კომიტეტის განცხადებით, საგუშაგოს დაკეტვა უკავშირდება ჩორჩანაში ქართული პოლიციის ბლოკპოსტის მოწყობას. ცხინვალში აცხადებენ, რომ ბლოკპოსტი ოსურ სოფელ წნელისთან (უისტა) უკანონოდ ააშენეს, რადგან ეს ტერიტორია ზნაურის რაიონს ეკუთვნის.

თბილისის ჩორჩანა-წნელისს შორის მოწყობილ ბლოკპოსტის აღებას არ აპირებს. სანაცვლოდ, დე-ფაქტო რესპუბლიკის წარმომადგენლებმა, რუსი სამხედროების დახმრებით, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ყობის მიმართულებით მდებარე მთის მწვერვალი დაიკავეს.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
გმირთა მოედნის გადაკეტვის შემდეგ თამარ მეფის ქუჩის მიმართულებით
გზაც გადაკეტეს. ეს გზა სანაპიროს უერთდება.
გმირთა მოედნის გადაკეტვის შემდეგ თამარ მეფის ქუჩის მიმართულებით გზაც გადაკეტეს. ეს გზა სანაპიროს უერთდება.
22:53 / 02.05.2024
,,მე, როგორც მერის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წევრი, ახალგაზრდულ
საკითხებში, ქვეყანაში მიმდინარე
,,მე, როგორც მერის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წევრი, ახალგაზრდულ საკითხებში, ქვეყანაში მიმდინარე
18:58 / 02.05.2024
,,სისულელებს წერენ, საიდან მოიტანეს. ენას ძვალი არა აქვს,
,,სისულელებს წერენ, საიდან მოიტანეს. ენას ძვალი არა აქვს,
20:31 / 01.05.2024
"სპეციალური საგამოძიებო სამსახური მომხდარ ფაქტებზე შეტყობინებებს ცხელი ხაზით,
13:50 / 01.05.2024
"რუსული კანონის" საწინააღმდეგო აქციაზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა
12:32 / 01.05.2024
ვიდეორეპორტაჟი
ერთ-ერთ მიკროავტობუსში გაუგებრობა მოხდა. იქ სადაც საბავშვო ბაღების გაერთიანების
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.