რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
შავშვებში სასმელი წყლით სავსე ბალონებს ონკანებიდან იპარავენ
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შავშვებში 2015 წლის ზაფხულში დაწყებული
და იმავე წლის დეკემბერში დამთავრებული ჭაბურღილი ისევ არ
მუშაობს.
ამის გამო, სოფელში სასმელ წყალს ცისტერნებით ჰყიდიან. 10 ტონა წყლის მიწოდებაში ადგილობრივები 10 ლარს იხდიან.
ბუნებრივი წყაროების ონკანები კი, მოსახლეობას თითქმის არ ჰყოფნის, სოფელში 54 კომლი, თანაც შერეული, ქართულ-ოსური ოჯახები ცხოვრობს.
ადგილობრივი მცხოვრები, პედაგოგი თამარ ლოთიშვილი ამბობს, რომ სამსახურში წასვლისას წყლის ბალონს ონკანთან ასავსებად ტოვებს, სამუშაოდან დაბრუნებისას კი, ხშირად ადგილზე აღარ ხვდება.
,,უკვე იქამდე მივიდა საქმე, რომ წყლით სავსე ბალონებს იპარავენ. სამუშაოდან დაბრუნებისას სახლში მიმაქვს ხოლმე ავსებული ჭურჭელი." - აცხადებს თამარ ლოთიშვილი.
რაც შეეხება ჭაბურღილს, ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა რეპორტაჟი ჯერ კიდევ 2016 წლის თებერვალში მოამზადა. გორის მუნიციპალიტეტის გამგეობამ ჭაბურღილი ისე მოაწყო, რომ ზედ ქსელის სამუშაოები არ გაითვალისწინა. თანაც, 2016 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტში დამატებითი სამუშაოების თანხები არ იყო გათვალისწინებული.
რეპორტაჟის გასვლის შემდეგ, საქართველოს მთავრობის დახმარებით, ქსელისთვის თანხები გამოიყო. თუმცა, ნოემბრის დასაწყისისთვის სოფელ შავშვებში წყლის მილები კვლავ არაა დამონტაჟებული. ცენტრალური მაგისტრალი ჭაბურღილიდან შემკრებ ავზამდე კი გაყვანილია.

ამავე კატეგორიაში
2026 წლის 23 ივნისს სააგენტომ "იბოლიას" 17-პუნქტიანი შენიშვნების
სია წარუდგინა.
პარლამენტის სხდომაზე „ქართული ოცნების“ წევრმა გიორგი
სოსიაშვილმა ირაკლი კობახიძეს განათლების რეფორმა მოუწონა და
მთავრობის გადადგმული ნაბიჯები ილიას გზას შეადარა.
ხაშურის მუნიციპალიტეტის მერია ივლისსა და აგვისტოში დაგეგმილი
კონცერტების ორგანიზებისთვის ბიუჯეტიდან 46 607 ლარს
დახარჯავს.
ირკვევა, რომ გორის მერიის მიერ გაქირავებული ქონებიდან
ერთ-ერთი კერძო პირი 4-მაგ მოგებას ნახულობს, ვიდრე ბიუჯეტი.
გორის ,,ახალბაღის'' ჩოგბურთის კორტი, რომელიც საერთაშორისო
სტანდარტებს არ აკმაყოფილებს, გორში სამი მერის პერიოდში შენდებოდა.
ჯამში დახარჯულია 2 მლნ ლარი.
ვიდეორეპორტაჟი
ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში
"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"
თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად
ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
გასული თვის პოპულარული სიახლეები

საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.

სტატიის გამოყენების პირობები