რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
კასპის მერის განცხადება Qartli.ge-ზე გამოქვეყნებული სტატიის შესახებ
ფერისცვალების შემდეგ სოფელ კავთისხევში პრობლემის მოსალოდნელ მოგვარების შესახებ განმარტებას კასპის მერი აკეთებს. მისი თქმით, კომენტარი, რომელიც qartli.ge-ზე გამოქვეყნდა, აჩენს არაჯანსაღ დამოკიდებულებას როგორც პიროვნულად მის მიმართ, ასევე, იმ საქმიანობის მიმართ, რასაც კასპის მერი ახორციელებს.

საქმე ეხება სოფელ კავთისხევში სასმელი წყლის პრობლემასთან დაკავშირებულ მომზადებულ სტატიას. qartli.ge წერდა, რომ ქვემო ჩოჩეთის უბანს სასმელი წყალი არ მიეწოდება. ორ დღეში ერთხელ ონკანში წყალი 1 ან ორი საათით მოდის. მოსახლეობამ დასახმარებლად qartli.ge-ს მიმართ.

რედაქცია საკითხის გასარკვევად კასპის მერს დაუკავშირდა, რომელმაც განაცხადა, რომ სარწყავი წყლის პრობლემა მეტ-ნაკლებად მოგვარდება ფერისცვალების შემდეგ, (19 აგვისტოს ფერისცვალებაა - გადმოცემის მიხედვით, ამ დღეს, ამინდი იცვლება) რაც ხელს შეუწყობს, თავის მხრივ, სასმელი წყლის პრობლემის მოგვარებასთან.

,,ჩემი განმარტება არის ასეთი, რომ აგვისტოს ბოლოს, სექტემბრის დასაწყისში, მოგვეცემა იმის საშუალება, რომ კავთისხევის მოსახლეობას სარწყავი წყლის პრობლემა მოუგვარდებათ. ეს გამომდინარეობს რამდენიმე მიზეზით, პირველ რიგში, ნალექიანი სეზონის დადგომით. კონკრეტულად არ მიგულისხმია ის, რომ ფერისცვალების დადგომიდან ზუსტად მეორე დღეს, მაგალითად, 20 აგვისტოს მაშინვე წვიმა მოვა და მიწაში წყალი ჩადგება. ასეთი რამ არ მითქვამს. უბრალოდ, აღვნიშნე, რომ ფერისცვალების შემდეგ, 19 აგვისტოს შემდეგ, შემოდგომით, ნალექიანი პერიოდები იწყება, მდინარე კავთურა მოიმატებს, საიდანაც კავთისხევის მოსახლეობა ირწყვება.ოსახლეობა კი, სასმელ წყალს მოსარწყავად აღარ გამოიყენებს. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ თუკი სოფლის ერთ ნაწილს სასმელი წყალი უპრობლემოდ მიეწოდება, ხოლო მეორე ნაწილს - ორ დღეში ერთხელ, პრობლემა, ალბათ, მოსახლეობაშივე უნდა ვეძებოთ. " - განაცხადა კასპის მერმა.


Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო რენეს სიახლოვეს ტრაილერი გზის
სავალი ნაწილიდან გადავიდა.
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო რენეს სიახლოვეს ტრაილერი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა.
00:00 / 04.05.2024
გასაბჭოებამდე შენობაში განთავსებული იყო ვაჟთა გიმნაზია, სადაც
გასაბჭოებამდე შენობაში განთავსებული იყო ვაჟთა გიმნაზია, სადაც
00:00 / 04.05.2024
გმირთა მოედნის გადაკეტვის შემდეგ თამარ მეფის ქუჩის მიმართულებით
გზაც გადაკეტეს. ეს გზა სანაპიროს უერთდება.
გმირთა მოედნის გადაკეტვის შემდეგ თამარ მეფის ქუჩის მიმართულებით გზაც გადაკეტეს. ეს გზა სანაპიროს უერთდება.
22:53 / 02.05.2024
,,მე, როგორც მერის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წევრი, ახალგაზრდულ
საკითხებში, ქვეყანაში მიმდინარე
,,მე, როგორც მერის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წევრი, ახალგაზრდულ საკითხებში, ქვეყანაში მიმდინარე
18:58 / 02.05.2024
ვიდეორეპორტაჟი
ერთ-ერთ მიკროავტობუსში გაუგებრობა მოხდა. იქ სადაც საბავშვო ბაღების გაერთიანების
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.