ახალი ამბები
7 სექტემბერი: საქართველოში კორონავირუსის ახალი 34 შემთხვევა დადასტურდა
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის ახალი 34 შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

მისი თქმით, ახალი შემთხვევიდან 2 ინფიცირებულის წყარო უცნობია.

"34 ახალი პაციენტიდან 6 არის "დონას" კლასტერი, 15 პაციენტის წყაროა დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი, 8 პაციენტს აქვს მოგზაურობის ისტორია აჭარაში, 1 სამედიცინო პერსონალია, 2 შემოტანილი შემთხვევაა, 2 ინფიცირებულზე
ეპიდემიოლიოგიურ კვლევა გრძელდება წყაროს დადგენის და კონტაქტების მოძიებს მიზნით. გამოჯანმრთელებულების რიცხვი მხოლოდ 5-ით გაიზარდა, 1315 გახდა, მათ პროცენტული მაჩვენებელი არის 78. ამ ეტაპზე კოვიდ ცენტრებში 342 ინფიცირებული მკურნალობს. აქედან 3 კრიტიკულად მძიმეა, 16 მძიმე ",- განაცხადა ეზუგბაიამ.

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, მარინა ეზუგბაია განმარტავს, რომ ამ ეტაპზე ქვეყანაში კარანტინის გამოცხადების საჭიროება არ არის.

" ქვეყანას აქვს სიმძლავრეები, რომლითაც შეუძლია, რომ გამოავლინოს პაციენტები, პრევენცია და იზოლაცია მოახდინოს. თვითიზოლაცია თუ საკარანტინე სივრცე დამოკიდებულია ინფიცირებული პაციენტის ყოფით მდგომარეობაზე. თუ შეუძლიათ სახლში იზოლირება, სახლში იზოლირებით გაარძელებენ მეთვალყურეობას, ბოლოში კი კვლევის ჩატარებას, ვისაც არა - საკარანტინო სივრცეში გადაიყვანენ. აქედან გამომდინარე, თუ ჩვენ სწორად გავაგრძელებთ რეგულაციების შესრულებას, დისტანცირებას, პირბადეების ტარებას და ხელების ჰიგიენას, ეს იქნება დაავადების კონტროლირების წყარო", - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

მარინა ეზუგაბაიამ დაავადების მიმდინარეობის სტატისტიკაზეც ისაუბრა. მისი თქმით, სექტემბრის პირველ კვირაში ჩატარდა 45 ათას 98 "პი სი არ" ტესტი, აქედან 197-ს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა.

"ივლისის პირველ კვირაში ჩატარებულია 19 440 "პი სი არ" ტესტირება, აქედან დადასტურებულია 27 გამოჯანმრთელებულია 36 ანუ, 100 ათას მოსახლეზე ახალი დადასტურებული შემთხვევა გახლავთ 0.7 პირი.

აგვისტოში ჩატარებული იქნა 32 ათას 34 პისიარ ტესტი, აქედან დადასტურებული გახლდათ 48, გამოჯანმრთელებული 57.

ამ თვეში, სექტემბრის პირველ კვირაში, ჩატარდა 45 ათას 98 "პი სი არ" ტესტი, აქედან 197 გახლავთ დადასტურებული შემთხვევა, 75 გამოჯანმრთელებული, ანუ 100 ათას მოსახლეზე 5.3% არის დადასტურებული შემთხვევა", - განაცხადა ეზუგბაიამ.

ცნობისთვის, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 34 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 5 ადამიანი.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
გამონაკლისია გორის N9, N14, კარალეთის N1, ბნავისისა და გარეჯვრის
საბავშვო ბაღები, რომლებიც,
გამონაკლისია გორის N9, N14, კარალეთის N1, ბნავისისა და გარეჯვრის საბავშვო ბაღები, რომლებიც,
17:11 / 24.02.2021
,,დაახლოებით 13 საათზე, საცხოვრებელ სახლში, შელაპარაკებისას ქალს
ჯგუფურად სიტყვიერი და ფიზიკური

,,დაახლოებით 13 საათზე, საცხოვრებელ სახლში, შელაპარაკებისას ქალს ჯგუფურად სიტყვიერი და ფიზიკური

15:36 / 24.02.2021
მან, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დამთავრების შემდეგ, საგანგებო
ბრიფინგი გამართა.
მან, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დამთავრების შემდეგ, საგანგებო ბრიფინგი გამართა.
14:12 / 24.02.2021
რეგისტრაცია იქ მიმდინარეობს, სადაც მსოფლიო ბანკის დაფინანსებით
სარწყავი არხების მშენებლობა და რეაბილიტაცია მიმდინარეობს
რეგისტრაცია იქ მიმდინარეობს, სადაც მსოფლიო ბანკის დაფინანსებით სარწყავი არხების მშენებლობა და რეაბილიტაცია მიმდინარეობს
12:54 / 24.02.2021
 
ზოგადად, ეპიდემიოლოგიური სიტუაცია, გორის სკოლებში, 1-ელი
თებერვლის შემდეგ ასეთია:

 

ზოგადად, ეპიდემიოლოგიური სიტუაცია, გორის სკოლებში, 1-ელი თებერვლის შემდეგ ასეთია:

12:37 / 24.02.2021
ვიდეორეპორტაჟი
გივი იაზბარიანმა არაერთი წარმატებული სპორტსმენი, საქართველოს ჩემპიონები და ტურნირების გამარჯვებულები აღზარდა
აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისათვის (EEჩMD) აცხადებს
გასული თვის პოპულარული სიახლეები
ლიახვის ხეობელები პანდემიის პირობებში
მათი სახლი უშველებელ დასახლებაში გამორჩეულია. გამორჩეულია იმიტომ, რომ არ ჰგავს დანარჩანებს.
100 წლის ასაკში გარდაიცვალა მეორე მსოფლიო ომის მონაწილე იროდიონ ტაბატაძე
იროდიონ ტაბატაძე 1920 წელს დაიბადა ხაშურში. ოჯახში 5 ძმა და 1 და ჰყავდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.