რედაქტორის რჩევით
კალენდარი
ახალი ამბები
საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 38 პაციენტი გარდაიცვალა
საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსისგან კიდევ 38 პაციენტი გარდაიცვალა ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყანაში კორონავირუსისგან სულ 1425 პაციენტი გარდაიცვალა.

"სამწუხაროდ, უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 38 ახალი შემთხვევა. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 1 425 გარდაცვალების შემთხვევა",-განაცხადა სიჭინავამ.

შეგახსენებთ, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 5 068 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 152 704-ს. ამასთან, ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 2 336 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა-126 904-მდე.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
ევროპის ბაზარზე ბლის ექსპორტის მთავარი ბარიერი არა ქართული
პროდუქციის ხარისხი, არამედ მიწოდების უწყვეტობა და ნაყოფის
სტანდარტიზაციაა.

ევროპის ბაზარზე ბლის ექსპორტის მთავარი ბარიერი არა ქართული პროდუქციის ხარისხი, არამედ მიწოდების უწყვეტობა და ნაყოფის სტანდარტიზაციაა.

23:00 / 21.11.2026
გაეროს 8 ორგანიზაციის წარმომადგენლები შიდა ქართლის ადგილობრივ
ხელისუფლებას შეხვდნენ. მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში რეგიონის
დაფინანსების სანაცვლოდ, მუნიციპალიტეტებმა მოსახლეობისთვის ბიუჯეტის
ხარჯვისა და გადაწყვეტილებების შესახებ ინფორმაციის მიწოდება უნდა
გააუმჯობესონ.
გაეროს 8 ორგანიზაციის წარმომადგენლები შიდა ქართლის ადგილობრივ ხელისუფლებას შეხვდნენ. მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში რეგიონის დაფინანსების სანაცვლოდ, მუნიციპალიტეტებმა მოსახლეობისთვის ბიუჯეტის ხარჯვისა და გადაწყვეტილებების შესახებ ინფორმაციის მიწოდება უნდა გააუმჯობესონ.
13:36 / 21.11.2026
ქალაქ კასპში, თავისუფლების ქუჩის მიმდებარედ არსებული გზის
პრობლემაზე ადგილობრივი მოსახლეობა და სამოქალაქო აქტივისტი ირაკლი
მილაძე საუბრობენ. მცხოვრებლების თქმით, გახეთქილი მილის გამო ბაღის
აღსაზრდელებს ხელში აყვანით უწევთ გადაადგილება.
ქალაქ კასპში, თავისუფლების ქუჩის მიმდებარედ არსებული გზის პრობლემაზე ადგილობრივი მოსახლეობა და სამოქალაქო აქტივისტი ირაკლი მილაძე საუბრობენ. მცხოვრებლების თქმით, გახეთქილი მილის გამო ბაღის აღსაზრდელებს ხელში აყვანით უწევთ გადაადგილება.
11:55 / 21.11.2026
მერის წარმომადგენლის ადმინისტრაციის ცნობით, სოფელ ატენის
ადმინისტრაციულ ერთეულში მოსახლეობას გადაბელილი შეშით ეხმარებიან.
ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ საჭიროების შემთხვევაში მარაგს კიდევ
დაამატებენ.
მერის წარმომადგენლის ადმინისტრაციის ცნობით, სოფელ ატენის ადმინისტრაციულ ერთეულში მოსახლეობას გადაბელილი შეშით ეხმარებიან. ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ საჭიროების შემთხვევაში მარაგს კიდევ დაამატებენ.
10:27 / 21.11.2026
ადგილობრივი მცხოვრების, მარიამ მოდრეკილაძის თქმით, ორი კვირის წინ
გაცემული დაპირების მიუხედავად, გზის გასასწორებლად გრეიდერი ამ
დრომდე არ გამოჩენილა. მისივე ინფორმაციით, სოფლის შემოსასვლელში
ბეტონის საფარის დაგებაზე ტენდერი არ შედგა, ცხავერის სიახლოვეს კი
ლოდებია ჩამოშლილი.
ადგილობრივი მცხოვრების, მარიამ მოდრეკილაძის თქმით, ორი კვირის წინ გაცემული დაპირების მიუხედავად, გზის გასასწორებლად გრეიდერი ამ დრომდე არ გამოჩენილა. მისივე ინფორმაციით, სოფლის შემოსასვლელში ბეტონის საფარის დაგებაზე ტენდერი არ შედგა, ცხავერის სიახლოვეს კი ლოდებია ჩამოშლილი.
15:54 / 20.11.2026
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.