რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
შინაგან საქმეთა სამინისტრომ კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით მოქმედი რეგულაციების დარღვევის 705 ფაქტი გამოავლინა, – ინფორმაციას შსს ავრცელებს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების აღკვეთისა და პრევენციის მიზნით, სამართალდარღვევის ყველა ფაქტზე ოპერატიულად რეაგირებენ.
სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად ბოლო 24 საათის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 705 ფაქტი გამოვლინდა.
პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად 106 ფიზიკური პირი დააჯარიმა.
დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს.
გარდა ამისა, 24 საათის განმავლობაში პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(11)-ე მუხლის შესაბამისად 599 ფიზიკური პირი დაჯარიმდა“, – აცხადებენ შსს-ში.
შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული, შესაბამისი ზომები.
„საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია, დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და დაემორჩილონ არსებულ რეგულაციებს.
პირბადის ტარების წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და ასკ-ის 42(11) -ე მუხლის შესაბამისად ჯარიმას 20 ლარის ოდენობით.
იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და ასკ–ის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 10 000 ლარის ოდენობით. განმეორებითი ჯარიმა კი სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს“, – აცხადებენ შსს-ში.
შსს-მ „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო რეგულაციების დარღვევის 705 ფაქტი გამოავლინა

ამავე კატეგორიაში
ტანას ხეობაში უკვე მეორე დღეა ფესტივალი „ტანა-თეძმობა“
მიმდინარეობს, რომლისთვისაც 60 000 ლარამდე იხარჯება. ღონისძიების
პროგრამა მწვადებისა და ხინკლის მომზადების მასტერკლასებს, ასევე
დოლების შოუს მოიცავს.
გორში, წმინდაწყლის დასახლებაში, „ენერგო პრო ჯორჯიას“ კუთვნილი
ავტომობილი გაქურდეს. მანქანიდან წაღებულია კომპანიის სამუშაო
ინვენტარი. ადგილზე პოლიცია საგამოძიებო მოქმედებებს ატარებს.
23 ოქტომბრიდან კასპში, კერძოდ სოფელ კავთისხევში, ლაყე კვერცხებისა
და ბუმბულის გადამამუშავებელი საწარმოს პროექტის განხილვა იწყება.
კომპანია „ჯიპიპი“ ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდება და შეეცდება
დაარწმუნოს ისინი, რომ საწარმოს ფუნქციონირება ეკოლოგიურად უსაფრთხოა.
საქართველოს სუპერლიგის მორიგ შეხვედრაში გორის „ივერიონმა“ თბილისის
„ბლექ ფორთრესტი“ ანგარიშით 75:70 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ
თბილისური კლუბის რიგებში NBA-ის ჩემპიონი დუაიტ ჰოვარდი ასპარეზობდა.
გორის ცენტრში, ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე, საპატრულო პოლიციამ
მძღოლი დააკავა. შსს-ს ცნობით, პირის დაკავება ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით მოხდა, რაც
სამართალდამცველების მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
ვიდეორეპორტაჟი
ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში
"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"
თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად
ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
გასული თვის პოპულარული სიახლეები

საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.

სტატიის გამოყენების პირობები