კალენდარი
«« ოქტომბერი 2022 »»
2627282930 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 123456
ახალი ამბები
კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 48 შიდა ქართლში გამოვლინდა
კორონავირუსის 1 337 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლინდა 571, აჭარაში 212, იმერეთში 147, შიდა ქართლში კი 48 – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მან კორონავირუსთან დაკავშირებით, 14 დეკემბრის მდგომარეობით არსებულ უახლეს სტატისტიკურ მონაცემებსა და მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების თაობაზე ისაუბრა.

„დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 337 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 571 შემთხვევა, აჭარა – 212, იმერეთი – 147, ქვემო ქართლი – 168, შიდა ქართლი – 48, გურია – 16, სამეგრელო-ზემო სვანეთი – 74, კახეთი – 41, მცხეთა-მთიანეთი – 41, სამცხე-ჯავახეთი – 18, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – ერთი.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 27 517, საიდანაც, 6 912 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 977, აჭარაში – 866, იმერეთში – 1 419. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 087 პირი, მათ შორის, თბილისში – 518, აჭარაში – 150, იმერეთში – 239. მძიმე პაციენტებიდან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 465 პირი, მათგან თბილისში – 222, აჭარაში – 82, იმერეთში – 52. 2 886 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 951 – თბილისში, 1 332-აჭარაში, 288 – იმერეთში. 17 719 პირი ვირუსის მკურნალობს კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. ​საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 986 ადამიანი, მათ შორის, თბილისში-290, აჭარაში -146, ხოლო იმერეთში-15.

სულ 6 ოქტომბრიდან – 13 დეკემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 20 352 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 48 685 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 18 908 პირი, აჭარაში – 8 667, იმერეთში – 6 319“, – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
დღეს დილიდან ცხინვალის
უნივერსიტეტსა და სკოლებს ამოწმებენ.
დღეს დილიდან ცხინვალის უნივერსიტეტსა და სკოლებს ამოწმებენ.
14:48 / 29.09.2022
,, იმდენად დიდი კონკურენცია იყო არც ველოდი თუ გრანტს ავიღებდი.
,, იმდენად დიდი კონკურენცია იყო არც ველოდი თუ გრანტს ავიღებდი.
23:54 / 21.09.2022
გასვლა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში
გასვლა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში
14:02 / 16.09.2022
შემთხვევა წმინდაწყალზე ცხინვალის გზატკცილზე
შემთხვევა წმინდაწყალზე ცხინვალის გზატკცილზე
11:43 / 06.09.2022
ვიდეორეპორტაჟი
პოლიციამ ერთ-ერთი მაცხოვრებელი ბონდო ელბაქიძე დასაკითხად წაიყვანა.
მას თამაზ კუდუხაშვილი ჰქვია. პირველად თამაზის მამას, 84 წლის
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.