რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« სექტემბერი 2026 »»
31 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 1234
ახალი ამბები
შიდა ქართლში კორონავირუსის 144 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 837 თბილისში, 367 იმერეთში, 125 აჭარაში, 144 კი შიდა ქათლში გამოვლინდა, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 13 451 კვლევა ტესტით, მათ შორის 8 313 კვლევა ანტიგენის ტესტით და 5 138 „პისიარ“ ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 2 012 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 224 155-ს.

ამასთან, ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 638 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა – 208 951-მდე.

„დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 012 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 837 შემთხვევა, აჭარა – 125, იმერეთი – 367, ქვემო ქართლი – 132, შიდა ქართლი – 144, გურია – 31, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 155, კახეთი – 147, მცხეთა-მთიანეთი – 34, სამცხე-ჯავახეთი – 28, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 12. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 12 735, საიდანაც, 5 480 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 570, აჭარაში – 488, იმერეთში – 1 055. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 001 პირი, მათ შორის, თბილისში – 513, აჭარაში – 101, იმერეთში – 209.

მძიმე პაციენტებიდან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 346 პირი, მათგან თბილისში – 188, აჭარაში – 29, იმერეთში – 52. 1 287 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 478- თბილისში, 569 – აჭარაში, 92 – იმერეთში. 5 968 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 401 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 209, აჭარაში – 92, ხოლო იმერეთში – 13.

სულ 6 ოქტომბრიდან – 28 დეკემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 21 037 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 33 920 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 19 453 პირი, აჭარაში – 2 942, იმერეთში – 3 865“, – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
ქარელის მუნიციპალიტეტი რამდენიმე საჯარო სკოლაში სარეაბილიტაციო
სამუშაოებს გეგმავს. გამარჯვებულ კომპანიას სამუშაოების შესასრულებლად
42 დღე ექნება.
ქარელის მუნიციპალიტეტი რამდენიმე საჯარო სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოებს გეგმავს. გამარჯვებულ კომპანიას სამუშაოების შესასრულებლად 42 დღე ექნება.
20:34 / 08.09.2026
გიული ალაძემ თურქეთში მკურნალობის შემდეგ საკუთარ სახლში დაბრუნება
ვერ შეძლო. ქალის თქმით, შვილიშვილმა და რძალმა კარი არ გაუღეს, რის
გამოც პოლიციას მიმართა.
გიული ალაძემ თურქეთში მკურნალობის შემდეგ საკუთარ სახლში დაბრუნება ვერ შეძლო. ქალის თქმით, შვილიშვილმა და რძალმა კარი არ გაუღეს, რის გამოც პოლიციას მიმართა.
19:54 / 08.09.2026
გორის მერიაში შტატების შემცირების შედეგად გამოთავისუფლებული
თანხიდან 150 000 ლარი საახალწლო განათებებს, ხოლო 160 000 ლარი
პარკირებისა და კონტროლის სამსახურს მოხმარდება.
გორის მერიაში შტატების შემცირების შედეგად გამოთავისუფლებული თანხიდან 150 000 ლარი საახალწლო განათებებს, ხოლო 160 000 ლარი პარკირებისა და კონტროლის სამსახურს მოხმარდება.
18:29 / 08.09.2026
ბლოგერი მაქსიმ ვერნიკი გორში ადგილობრივი ბაზრის პოვნას ცდილობდა,
თუმცა გზად იუსტიციის სახლს მიადგა. საბოლოოდ მან პროდუქტები
გარემოვაჭრეებთან შეიძინა.
ბლოგერი მაქსიმ ვერნიკი გორში ადგილობრივი ბაზრის პოვნას ცდილობდა, თუმცა გზად იუსტიციის სახლს მიადგა. საბოლოოდ მან პროდუქტები გარემოვაჭრეებთან შეიძინა.
16:49 / 08.09.2026
ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალზე გორის მონაცემები ივნისის
შემდეგ არ განახლებულა, ხოლო ანგარიშები 2020 წლის შემდეგ არ
განახლებულა. მონიტორინგის სადგურები მხოლოდ ორ ადგილზეა
განთავსებული.
ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალზე გორის მონაცემები ივნისის შემდეგ არ განახლებულა, ხოლო ანგარიშები 2020 წლის შემდეგ არ განახლებულა. მონიტორინგის სადგურები მხოლოდ ორ ადგილზეა განთავსებული.
15:34 / 08.09.2026
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.