რედაქტორის რჩევით
კალენდარი
ახალი ამბები
რუსმა ბლოგერმა გორში ბაზრის ნაცვლად იუსტიციის სახლი იპოვა

რუსმა ბლოგერმა გორში ბაზარს ვერ მიაგნო. როგორც ვიდეოში ამბობს, სურდა ადგილობრივი პროდუქტების დაგემოვნება:

„ამბობენ, რომ ეს ბაზარი რეგიონში საუკეთესოა და, ჯანდაბა, ჩვენ უბრალოდ ვალდებულები ვართ, აქ რაღაც მაინც მოვკბიჩოთ“.

ბლოგერი ჭავჭავაძის გამზირზე გარემოს აკვირდება და ამჩნევს, რომ ქუჩაში უამრავი მაღაზიაა.

„ნახეთ, მობილური ტელეფონების ამდენი მაღაზიაა, მეგობრებო, აქვე ახლოს ბაზარიც უნდა იყოს“,

ხედავთ, ყოველ ნაბიჯზე რაღაც იყიდება. სპორტული ფეხსაცმელებიც კი, წონით, რა თქმა უნდა. ოქროს ჩაბარებაც არის. აბა, როგორ გეგონათ?“ - ყვება ვიდეოში.

თუმცა ბაზრის პოვნა არც ისე მარტივი აღმოჩნდა.

„აჰ, მხოლოდ ის ვერ გავიგე, თვითონ ბაზარი სად არის“, - ამბობს ბლოგერი და ცოტა ხანში ამატებს: „კარგი, მეგობრებო, ვეძებთ ბაზარს“.

ბოლოს ბლოგერი შენობას ამჩნევს და ფიქრობს, რომ დანიშნულების ადგილს მიაგნეს:

„ოჰ, ვხედავ. მოვედით, მოიცადე, მოიცადე! ეს ხომ იუსტიციის სახლია, მგონი? კი, კირილ, ეს იუსტიციის სახლია“,

„დიახ, ეს სააკაშვილის მემკვიდრეობაა — მის მეუღლეს ხომ ძალიან უყვარდა როტერდამის არქიტექტურა. და აი, შედეგიც. მომისმინეთ, საკმაოდ კარგი შენობაა. საოცარია! აი, ხედავ? შენ კი ამბობდი - სტალინი, სტალინი...“ - მიმართა თანამგზავრს ბლოგერმა მაქსიმ ვერნიკმა.

ვიდეოს მიხედვით, ისინი ,,ქართლის ქუჩაზე'' გარემოვაჭრეებთან ერთ კილოგრამ ვაშლს და მწვანილეულს ყიდულობენ. ჯამში 6 ლარს ხარჯავენ და შემდეგ სტალინის მუზეუმსიკენ გაემართებიან.

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
მერიის გადაწყვეტილებით, კომპანიას ვადა 21 ნოემბრამდე
გაუხანგრძლივეს.
მერიის გადაწყვეტილებით, კომპანიას ვადა 21 ნოემბრამდე გაუხანგრძლივეს.
13:55 / 23.10.2026
საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც 2023 წელს სტიქია მოხდა.
ეკოცენტრის წარმომადგენლები ტანის ხეობის ამ მონაკვეთს 2027 წლიდან
ესტუმრებიან.
საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც 2023 წელს სტიქია მოხდა. ეკოცენტრის წარმომადგენლები ტანის ხეობის ამ მონაკვეთს 2027 წლიდან ესტუმრებიან.
12:31 / 23.10.2026
მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებულ ტენდერში
გამარჯვებულად „საბა კონსტრაქშენი“ გამოცხადდა. ჯამში 9.7 მლნ ლარია
გათვალისწინებული.
მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულად „საბა კონსტრაქშენი“ გამოცხადდა. ჯამში 9.7 მლნ ლარია გათვალისწინებული.
11:16 / 23.10.2026
წყლით სავსე თხრილები არ არის შემოღობილი, არც საინფორმაციო დაფაა
გამოკრული.
წყლით სავსე თხრილები არ არის შემოღობილი, არც საინფორმაციო დაფაა გამოკრული.
18:56 / 22.10.2026
როგორც დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის უშიშროების კომიტეტის განცხადებაშია
აღნიშნული, 45 წლის და 49 წლის მამაკაცები 2024 წლის 16 სექტემბრიდან
იყვნენ პატიმრობაში.
როგორც დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის უშიშროების კომიტეტის განცხადებაშია აღნიშნული, 45 წლის და 49 წლის მამაკაცები 2024 წლის 16 სექტემბრიდან იყვნენ პატიმრობაში.
17:47 / 22.10.2026
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.