რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« სექტემბერი 2024 »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
ბოლო ერთი წლის განმავლობაში შიდა ქართლში უკვალოდ 3 ადამიანი გაუჩინარდა
გორსა და ხაშურში დაკარგულ მამაკაცებს პოლიცია და ახლობლები ამ დრომდე ეძებენ.

უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში შიდა ქართლში უკვალოდ 3 ადამიანი გაუჩინარდა. მათი ადგილსამყოფელის დასადგენად სამძებრო სამშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.

ბოლო შემთხვევა 6 დღის წინ მოხდა. ხაშურელი 48 წლის გიორგი შავერდაშვილი სამსახურში წასვლის შემდეგ აღარავის უნახავს. მამაკაცი თბილისში ერთ-ერთ სამშენებლო კომპანიაში მუშაობდა. ახლობლების ინფორმაციით, 6 დღიანი ძებნის შედეგად ნაპოვნია მხოლოდ მისი ტელეფონი. ის თბილისში, გლდანის მიმდებარე ტერიტორიაზე მოქალაქემ იპოვა და ახლობლებს დაუკავშირდა.



ერთთვიანი ძებნის მიუხედავად, ამ დრომდე ვერ მიკვლიეს ხაშურის მუნიციპალიტეტში გაუჩინარებული 71 მამაკაცის კვალს. ის ბოლოს 5 ივნისს, სურამის გზაზე ნახეს.



გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტინისხიდში გაუჩინარებული 31 წლის კახაბერ ავაზნელი ბოლოს 9 თვის წინ ნახეს. სახლიდან გასული მამაკაცი უკან აღარ დაბრუნებულა. ოჯახისთვის უცნობია სად უნდა წასულიყო ახალგაზრდა მამაკაცი, რომრლიც სახლიდან შორს არასდროს მიდიოდა. ნათესავები და ახლობლები გაურკვეველ ვითარებაში დაკარგული მამაკაცის ძებნას განაგრძობენ.



Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
მუნიციპალიტეტის მასშტაბით, მხოლოდ ბეღლითის დაწყებით სკოლაა პირველი
კლასის გარეშე დარჩენილი..
მუნიციპალიტეტის მასშტაბით, მხოლოდ ბეღლითის დაწყებით სკოლაა პირველი კლასის გარეშე დარჩენილი..
13:11 / 16.09.2024
ავლევი გამყოფ გაზთან მდებარე სოფელია, გვერძინეთი ძამის ხეობაში
მდებარეობს
ავლევი გამყოფ გაზთან მდებარე სოფელია, გვერძინეთი ძამის ხეობაში მდებარეობს
12:53 / 16.09.2024
"რუსული პროპაგანდა აღარ მუშაობს, ჩვენ გვახსოვს ჩვენი ქვეყნის ისტორია",
20:11 / 15.09.2024
21 სექტემბერს ქარელში დაგეგმილია ,,ქარელის დღის'' აღნიშვნა:
21 სექტემბერს ქარელში დაგეგმილია ,,ქარელის დღის'' აღნიშვნა:
18:59 / 13.09.2024
ვიდეორეპორტაჟი
რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
,,ეს წყალიც ერთი კვირა მოდიოდა. ვერ გამოიყენებდი დასარეცხადაც კი. ახლა დგას კვარცხლბეკივით,"
ერგნეთის ომის მუზეუმში ლექცია-სემინარი ჩატარდა, სადაც მსმენელებს წარუდგინეს 3 წიგნი -
ფილმის ჩვენებას დაესწრნენ შიდა ქართლში მცხოვრები სტუდენტები, სამოქალაქო აქტივისტები და ჟურნალისტები.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.