სხვადასხვა
გორიჯვრობა და მისი რიტუალები
მიუხედავად იმისა, რომ შიდა ქართლის თითქმის ყველა სოფელში იყო წმინდა გიორგის ეკლესია, მთავარ სალოცავად მაინც გორიჯვრის წმინდა გიორგი ითვლებოდა.

ეს ის სალოცავია, სადაც თვით კომუნისტური მმართველობის პერიოდშიც არ შეუწყვეტია ქართლის მოსახლეობას სიარული.

გორიჯვრის შესახებ ვახუშტი ბატონიშვილი წერს: "გორის პირისპირ არს ეკლესია წმინდის გიორგისა, მარალსა გორასა ზედა ნაშენი, სასწაულმოქმედი. თავი წმიდისა გიორგისა მდებარეობს ჯვარსა შინა, უწოდებენ გორიჯვარს"
(ქართლის ცხოვრება 1973:). ამ კომპლექსის ისტორია ძალზე ძველია. როგორც XIX საუკუნის ისტორიული მასალებიდან ირკვევა, გორიჯვარზე ორი ეკლესია მდგარა, რომელთაგან ერთი VIII-IX საუკუნის ტეტრაკონქის ტიპის ნაგებობას განეკუთვნებოდა, რაც დადასტურდა კიდეც 1988 წელს გ. აბრამიშვილის მიერ წარმოებულმა არქეოლოგიურმა შესწავლამ.

"გორს თავდაპირველად ცენტრალურგუმბათოვანი ეკლესია გადმოჰყურებდა, როგორც მცხეთას-ჯვრის სახელზე აგებული ტაძარი. ასეთი სახელდება აქ პირველად ღმართული ჯვრის, აგრეთვე ეკლესიის შიდა სივრცის ორგანიზაციით უნდა ყოფილიყო განპირობებული, რადგან ორივე ეკლესიას-მცხეტის ჯვარს და გორიჯვარსაც საფუძვლად ედო წმინდა ჯვარი-სიმბოლო ქრისტიანული რწმენისა. მეორე ეკლესია გვიანი ხანის ნაგებობას წარმოადგენდა" (აბრამიშვილი 2001: 4).

განსაკუთრებულად აღსანიშნავია საკურთხევლის წინ აღსამართავი ჯვარი, რომელზეც გამოსახულია წმინდა გიორგის ცხოვრებისა და წამების კომპოზიციები. ჭედურობა მიეკუთვნება XVI, ხოლო მისი საბურავი XIII საუკუნეშია შექმნილი. 

გორიჯვრობა გორელების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და ძვირფასი საეკლესიო დღესასწაულია. აქედან გამომდინარე გორიჯვრის მონასტერიც უძველესი დროიდან ითვლებოდა გორისა და მისი მახლობელი სოფლების მოსახლეობისათვის
განსაკუთრებული მნიშვნელობის სალოცავ ადგილად. ცნობილია მთელი რიგი წესჩვეულებებისა, რომლებიც ძველად სრულდებოდა, დღეისათვის კი მივიწყებულია. აქ გამართული იყო ქვის ზედადაგარი, რომელზეც იდგა წყლით სავსე ვერცხლის თასი და
ამ თასში მოთავსებული იყო მტრედის კვერცხის ოდენა ვერცხლის თვალის კაკალი.

გორიჯვრობას, ვისაც შეთქმული ჰქონდა მიდიოდა ამ ზედადგართან და მის ქვეშ გაძვრებოდა, შემდეგ იგი თვალის კაკალს დაატრიალებდა სველ თითებს თვალებზე მოისვამდა, თან წმ. გიორგის შესთხოვდა თვალის საღობას და მხედველობის გაძლიერებას (მაკალათია 1938: 37). ხალხის რწმენით, ამ რიტუალის შესრულების შემდეგ ღრმა მოხუცებულობამდე შეინარჩუნებდა სინათლეს.

გორიჯვრობის დღესასწაულზე სრულდებოდა სხვადასხვა რიტუალი.

მაგალითად: მრავალი მლოცველი ეკლესიას შემოახვევდა ბამბის ძაფს და ცდილობდა, რომ ძაფი არ გაწყვეტილიყო, რადგან ეს ითვლებოდა წარუმატებლობისა და უბედურების მომასწავებლად. თუ მლოცველი ძაფს დაუბრკოლებლად შემოახვევდა, მაშინ ყველა სურვილი კეთილად აუსრულდებოდა. განსაკუთრებით დამახასიათებელი იყო ოთხფუთიანი ჯაჭვის კისრით ტარება, რასაც უმთავრესად ქალები აკეთებდნენ.

ხალხის რწმენით, გოგონა, რომელიც ამ წესს შეასრულებდა, აუცილებლად გათხოვდებოდა, ხოლო უშვილო ქალს ასევე აუცილებლად შვილი შეეძინებოდა. ეს ჯაჭვი, რომელსაც ხალხი რატომღაც "დადიანს" უწოდებდა, ინახება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში. ჯაჭვი აღწერა მ. ხუბუამ. სიგრძით იგი 3,5მეტრი იყო, თავსა და ბოლოში კისერზე დასადები ბრტყელი, ნახევარ რკალისებური რკინის ნაწილით და ჯაჭვის მეორე თავში დატანებული რგოლით. ის, როგორც ჩანს, განკუთვნილი იყო "შეწირულთათვის". "

დაიდებდნენ კისერზე ამ მძიმე ჯაჭვის ერთ თავში მოძრავად მიბმულ ნახევარ რკალისებური ფორმის რკინას, რომლის მოკაუჭებულ ბოლოში ჩამოჰკიდებდნენ ხოლმე ტანზე შემოხვეული ჯაჭვის რგოლს.ს ამგვარად, მთელი ამ ჯაჭვით ტანზე შემოხვეული და კისერთან შეკრული უვლიდნენ გარშემო სალოცავ ადგილს".( მამისთვალიშვილი 1999. 150). საინტერესოა რატომ ერქვა გორიჯვრის ჯაჭვს "დადიანური"?

ცნობილია, რომ სამეგრელოს მთავრები დადიანები დამნაშავეებს სპეციალური ჯაჭვით აბამდნენ. XVII საუკუნის პირველ ნახევარში სამეგრელოში მოღვაწე კათოლიკე მისიონერი არქანჯელო ლაბერტი გადმოგვცემს:"როცა მთავარი მოინდომებს ვისიმე დაჭერას, ბრძანებს, რომ მას ყელზე წამოაცვან რკინის საყელო დიდის და მძიმე ჯაჭვითო და ამ სახით ჩააბარეთ დარაჯსო" (ლამბერტი1938: 79). ამგვარად აქ საქმე გვაქავს ძველად დასასჯელად გამოყენებულ ჯაჭვთან, რომელმაც შიდა ქართლის (და არა მარტო) ხატებში განსხვავებული ფუნქცია შეიძინა.

გორიჯვრის ჯაჭვი რიტუალური დანიშნულებით გამოიყენებოდა და მასაც იგივე სახელი ერქვა. აქ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ გორიჯვრის ჯაჭვი ან სამეგრელოში იყო დამზადებული და იქიდან გორში მოტანილი და სახელიც თან მოჰყვა ან ამ ჯაჭვსაც ოდესღაც დამნაშავეთა დასაბმელად იყენებდნენ და იმ დროიდან შემორჩა სახელი "დადიანი", როგორც დასჯის იარაღს. (მამისთვალიშვილი 1999:151 ).

გორიჯვრის დღესასწაულზე ჩვენთვის საინტერესო კიდევ ერთი წესი სრულდებოდა. ა. გარსევანიშვილის გადმოცემით, ეს წესი ძალზე წააგავდა წინაქრისტიანულ მსხვერპლთშეწირვას. ის სრულდებოდა აღთქმის მიხედვით და უმეტეს წილად წმ. გიორგის დღესასწაულზე 10 ნიემბერს. ხდებოდა შემდეგი: ცხვარს მოკვეთდნენ ყურებს, ჩააწყობდნენ ჭურჭელში, რომელიც გავსებული იყო ცხვრის თბილი სისხლისა და ღვინის ნაზავით, რომლის ერთ ნაწილს სვამდნენ, ნაწილს კი ირგვლივ აპკურებდნენ.
10 ნოემბერი მთელ საქართველოში ითვლებოდა სახელმწიფო დღესასწაულად.

ამიტომ წმ. გიორგის სახელობის ყველა ეკლესია; განსაკუთრებით კი გორიჯვარი, ათასობით მლოცველს იზიდავდა და მისი დღესასწაული გამოირჩეოდა ზეიმურობით. აქ მლოცველი მოდიოდა მთელი ქართლიდან. ერთი პატარა ხალხური ლექსი გვამცნობს :

"გორიჯვრის წმინდა გიორგი,
გადმომცქერალი მტკვრისაო.
მლოცავი ბევრი წამოვა,
ქარელისა და სკრისაო". (სონღულაშვილი 1955:88)

ამავე დროს, განსაკუთრებით ხაზგასასმელია ის ფაქტი, რომ გორიჯვრის ნიში გორისა და კასპის რაიონის თითქმის ყველა სოფელშია დასტურებული. ის მლოცველები, რომლებიც გორიჯვარში ვერ მიდიოდნენ, ადგილზე თავისი სოფლის ნიშთან ასრულებდნენ რიტუალებს.

უნდა აღინიშნოს,რომ გორიჯვრობას დღესაც ასეთი მასშტაბურობით აღნიშნავს შიდა ქართლის მოსახლეობა. 6 მაისიდან დაწყებული-23 ნოემბრის ჩათვლით, დღესასწაულის ყოველ სწორზე სალოცავში უამრავი მლოცველი მიედინება(იხ. დანართი №2-1,2,3,).

ავტორი
თამილა კოშორიძე, გორის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის თანამშრომელი
Print E-mail
FaceBook Twitter
ვიდეორეპორტაჟი
,,მაგრამ ჯობია, რომ ახალგაზრდები მოვიდნენ. მოსწავლეების თვალსაც უხარია, როცა
მიზანი იმ რეგიონების დახმარებაა, რომლებიც კონფლიქტის დროს დაზარალდნენ.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა ქალთა ჩართულობის მნიშვნელობას კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების საქმეში. აღინიშნა, რომ ეს სამშვიდობო პროცესს მეტ დინამიზმს სძენს
,,ეს თემა იმდენად ღია და გამჭვირვალეა, რომ ევროპასთან დაკავშირებით დიდი კითხვის ნიშნები აღარც ერთ ასპექტში არსებობს"
გასული თვის პოპულარული სიახლეები
,,სიძეებმა მოგხედოთო" - სახლი, სადაც 7 შვილი გაზარდეს
ნახეთ რეპორტაჟი, თუ როგორ ცხოვრობენ გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელში, რომელიც ხაშურის მუნიციპალიტეტში მდებარეობს.
ხურვალეთში სილამაზისა და ესთეტიკის ცენტრის თანამშრომლები არ შეუშვეს
,,ვიპ სალონის" წარმომადგენლებს მოხუცებისთვის კოსმეტიკური საშუალები და, ასევე, სხვადასხვა პროდუქტები მიჰქონდათ.
პოპულარული
ექსკურსიაზე გორის მესამე სკოლის მასწავლებელი კლდიდან გადავარდა
გარდაცვლილს, დღეს, გვიან საღამოს გადაასვენებენ სახლში.
გოგონა გორიდან, რომლის ნახატები მსოფლიოს იპყრობს
,,კონტრაქტის გაფორმების შემდეგ თავდაპირველად გავგზავნეთ თითო-თითო ნამუშევარი. მათი ადგილზე ჩასვლიდან ერთ კვირაში ისინი უკვე გამოიფინნენ პეკინში.
ამავე კატეგორიაში
გორში ექვსი თვის ბავშვი მშობლებმა საწოლში
გარდაცვლილი იპოვეს,

გორში ექვსი თვის ბავშვი მშობლებმა საწოლში გარდაცვლილი იპოვეს,

15:00 / 10.05.2019
ხაშურის მუნიციპალიტეტში სოფლის ამბულატორიების
მშენებლობა-რეაბილიტაცია იგეგმება
ხაშურის მუნიციპალიტეტში სოფლის ამბულატორიების მშენებლობა-რეაბილიტაცია იგეგმება
13:51 / 10.05.2019
ხაშურის შესასვლელში ავარია მოხდა.
ხაშურის შესასვლელში ავარია მოხდა.
19:18 / 08.05.2019
მისი კარიერა პოლიტექნიკური უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ 1982
წლიდან იწყება. შეავსე ტექსტი და გამოსცადე საკუთარი თავი, რამდენად
კარგად იცნობ ქალაქის რჩეულს.
მისი კარიერა პოლიტექნიკური უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ 1982 წლიდან იწყება. შეავსე ტექსტი და გამოსცადე საკუთარი თავი, რამდენად კარგად იცნობ ქალაქის რჩეულს.
23:58 / 29.03.2019
შიდა ქართლის სამეფოს ისტორიაში არსებობს ცნობები მეფეთა ძმებს, აუფრო
მეტიც, მამასა და შვილს, ასევე, დედასა და შვილს შორის წარმოებული
ბრძოლების შესახებ.
შიდა ქართლის სამეფოს ისტორიაში არსებობს ცნობები მეფეთა ძმებს, აუფრო მეტიც, მამასა და შვილს, ასევე, დედასა და შვილს შორის წარმოებული ბრძოლების შესახებ.
22:20 / 21.03.2019
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.