რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ახალი ამბები
ქიწნისში მმართველი გუნდის მხარდამჭერები ოპონენტებს დაუპირისპირდნენ
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქიწნისში პაატა ბურჭულაძის პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს მედეა აბაშიძეს წინასაარჩევნო კამპანია ჩაუშალეს.

ამ ფაქტს ის ვიდეომასალა ადასტურებს, რომელიც კანდიდატმა საარჩევნო უბანზე ყოფნის დროს გადაიღო.

მმართველი გუნდის მხარდამჭერებმა - ნიკოლოზ ბიბილაშვილმა და გია ხოხაშვილმა - მაჟორიტარობის კანდიდატს ტერიტორიის დატოვება მოსთხოვეს.

კადრების მიხედვით, პაატა ბურჭულაძის პარტიის წარმომადგენლებს შეხვედრის ჩატარება ჩაუშალეს.

ვიდეო მედეა აბაშიძემ მას შემდეგ გადაიღო, როდესაც მის შვილს სამი პიროვნება ფიზიკურად გაუსწორდა.

,,როდესაც მოსახლეობას ვესაუბრებოდი, ხმაური ატყდა. დავინახე, რომ ჩემი შვილი ძირს გდია და სამი პიროვნება სცემს. მათ შორის, ვინმე ბიბილაშვილი. ესენი არიან მმართველი გუნდის კანდიდატის თემურ ხუბულურის ზონდერები. სწორედ, ეს პიროვნებები სხვა დროსაც შემჩნეულნი არიან მსგავს ქმედებებში" - ამბობს მედეა აბაშიძე.

მაჟორიტარობის კანდიდატმა საგანგებო ბრიფინგი პარტიის რაიონულ ორგანიზაციის ოფისთან ქიწნისიდან დაბრუნების შემდეგ გამართა. მან საარჩევნო ხელშეშლის ფაქტის დამადასტურებელი ვიდეომასალა ჟურნალისტებს გადასცა.

როგორც ირკვევა, ერთსაათიანი ინტერვალის დაშორებით, პაატა ბურჭულაძის კანდიდატსა და მმართველი გუნდის წარმომადგენელს შორის, ამომრჩეველთან შეხვედრები იყო დაგეგმილი. 

,,ჩვენ უბნებზე სულ ორი მანქანით დავდივართ. ადგილზე მისულებს ქართული ოცნების აქტივისტებიც დახვდნენ. პირდაპირ მოითხოვეს, რომ შეხვედრა გაგვეუქმებინა, რადგან იმ დღით თემურ ხუბულურს ჰქონია შეხვედრა დანიშნული." - განმარტავს მედეა აბაშიძე.

,,მოსაკლავია" - ვიდეოში ასეთი ფრაზა ,,ქართული ოცნების" მხარდამჭერისგან ისმის. პიროვნება, რომელმაც ეს ფრაზა თქვა, მედეა აბაშიძის თქმით, ნიკოლოზ ბიბილაშვილის ძმაა. 

,,ქართული ოცნების" შტაბის უფროსი ნოდარ მეტრეველი ნიკოლოზ ბიბილაშვილისგან პოლიტიკური ოპონენტის ცემის ფაქტს გამორიცხავს. ოფიციალური კომენტარისგან თავი შეიკავა, თუმცა, პირად საუბარში გვითხრა, რომ სავარაუდოდ ავთანდილ ჩხეიძეს (მედეა აბაშიძის შვილს) ადგილობრივი მცხოვრებლები გაუსწორდნენ. ,,ქართული ოცნების" შტაბში ქიწნისიდან დაბრუნებულებმა გვითხრეს, რომ ავთანდილ ჩხეიძემ ,,ქართული ოცნების" მაჟორიტარი კანდიდატის თემურ ხუბულურის მიმართ შეიგინა.

შეგინების ფაქტს მედეა აბაშიძე მოგონილს უწოდებს. მას მიაჩნია, რომ მმართველი პარტიის მხარდამჭერები მოგონილი ფაქტით მისი შვილის ცემის ფაქტის გამართლებას ცდილობენ.

კადრებში კი, რომელიც შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს წარმოუდგინეს, ძირითადად, შტაბის წევრები ჩანან. ადგილობრივებს შორის ქიწნისის ყოფილი გამგებელი (2002 წლამდე) გია ხოხაშვილი აქტიურობს. გია ხოხაშვილი ქართული ოცნების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, პაატა ბურჭულაძის პარტიის წევრებს ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდებს.

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა ,,ქართული ოცნების" შტაბში ნიკოლოზ ბიბილაშვილთან შეხვედრა სცადა.  დღის განმავლობაში არც თემურ ხუბულური და არც ნიკოლოზ ბიბილაშვილი არ გამოჩენილან. ოფიციალური კომენტარი მხოლოდ პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა გიორგი კობახიძემ გააკეთა. მან ქიწნისში მომხდარი ფაქტი პროვოკაციად შეაფასა და პირობა დადო, რომ ხელისუფლება მომავალშიც პროვოკაციის თავიდან აცილებას შეძლებს.

რატომ მოუწოდებდა სპორტსმენი ნიკოლოზ ბიბილაშვილი პაატა ბურჭულაძის მხარდამჭერებს ტერიტორიის დატოვებას, ამის გარკვევას, შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი მისგან მომავალშიც შეეცდება.

ის იმ სკანდალური ვიდეოში ფიგურირებს, რომელიც შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა ჯერ კიდევ გასულ წელს 2015 წლის 9 მაისს გაავრცელა.  9 მაისს თავისუფალი ზონის წევრებმა სტალინის ბაღში ოკუპაციის აღმნიშნელი ბანერი დადგეს. ამ დროს ,,თავისუფალი ზონის" წევრებთან ნიკოლოზ ბიბილაშვილი, ნუგზარ ბადაშვილი, გიორგი გოგიჩაიშვილი, რატი საბანაძე და სხვები მივიდნენ. ბანერის აღება სცადეს, რასაც ზონის წევრებთან ჩხუბი მოჰყვა.


Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
,,სისულელებს წერენ, საიდან მოიტანეს. ენას ძვალი არა აქვს,
,,სისულელებს წერენ, საიდან მოიტანეს. ენას ძვალი არა აქვს,
20:31 / 01.05.2024
"სპეციალური საგამოძიებო სამსახური მომხდარ ფაქტებზე შეტყობინებებს ცხელი ხაზით,
13:50 / 01.05.2024
"რუსული კანონის" საწინააღმდეგო აქციაზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა
12:32 / 01.05.2024
ერთ-ერთ მიკროავტობუსში გაუგებრობა მოხდა. იქ სადაც საბავშვო ბაღების
გაერთიანების
ერთ-ერთ მიკროავტობუსში გაუგებრობა მოხდა. იქ სადაც საბავშვო ბაღების გაერთიანების
15:14 / 30.04.2024
ორ კვირაზე მეტია, თბილისსა და სხვა ქალაქებში იმართება აქციები
ორ კვირაზე მეტია, თბილისსა და სხვა ქალაქებში იმართება აქციები "აგენტების კანონის",
23:31 / 28.04.2024
ვიდეორეპორტაჟი
ერთ-ერთ მიკროავტობუსში გაუგებრობა მოხდა. იქ სადაც საბავშვო ბაღების გაერთიანების
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.