რედაქტორის რჩევით
კალენდარი
ახალი ამბები
ხაშურში მცხოვრებ გიორგი კაპანაძისა და თეონა ზურაბაშვილის ოჯახს სახლის შესაძენად 50 000 ლარს გადასცემენ
ჩუმათელეთის დაწყებითი სკოლის ყოფილ შენობაში მცხოვრებ ოჯახს, რომელთა მძიმე სოციალურ ყოფაზეც „ქართლის ამბები“ აქტიურად წერდა, სახელმწიფო სახლის შესაძენად 50 000 ლარს გადასცემს. გიორგი კაპანაძე და თეონა ზურაბაშვილი საცხოვრებლის შეძენას გამოყოფილი თანხის ფარგლებში ხაშურში, სურამში ან ჩუმათელეთში გეგმავენ.
15:38 / 14.10.2026
ხაშურისა და სურამის ეპარქიის ცნობით, მამა ვახტანგისა და მამა მიქეალის მიერ მონათლულებს ხელმეორედ მონათვლა მოუწევთ
ხაშურისა და სურამის ეპარქია აცხადებს, რომ მამა ვახტანგისა (საერო სახელით ჯუმბერი) და მამა მიქეალის მიერ მონათლული პირები ხელმეორედ მოსანათლები არიან. ეპარქიის წარმომადგენლის განმარტებით, ვისი ნათლობის დადგენაც ვერ ხერხდება, მათი ნათლობა ნაკლულად არ ითვლება, სხვა შემთხვევაში კი ხელმეორედ მონათვლა აუცილებელია.
15:37 / 14.10.2026
ხაშურში #4 საჯარო სკოლის საძირკვლის დემონტაჟი დაიწყო
ხაშურში, მე-6 წელია, რაც #4 საჯარო სკოლის აშენებას უშედეგოდ ელიან, ახლა კი წუნდებული საძირკვლის დემონტაჟიც დაიწყო, რაშიც დამატებით 109 400 ლარი იხარჯება. აღსანიშნავია, რომ სკოლის მშენებლობას პარლამენტარ ირაკლი ზარქუას ოჯახის კომპანია აწარმოებდა, რომელმაც საბოლოოდ სამუშაოები მიატოვა.
15:36 / 14.10.2026
გორის უნივერსიტეტში „ქართულ-ოსურ ურთიერთობათა სწავლების ცენტრს“ სახელი გადაარქვეს
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში „ქართულ-ოსურ ურთიერთობათა სწავლების ცენტრს“ სახელი შეეცვალა და „მშვიდობის სწავლების ცენტრი“ ეწოდა. უნივერსიტეტის ადმინისტრაციის განმარტებით, ოსური ენისა და კულტურის შესწავლა სწორედ ახალი სამშვიდობო ცენტრის ფარგლებში გაგრძელდება.
15:35 / 14.10.2026
გორის გენერალური გეგმის ხელახლა შესადგენად 1.3 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერი გამოცხადდა
მიუხედავად იმისა, რომ დოკუმენტის წინა ვერსია 2021 წელს უკვე მომზადდა, ის დღემდე დაუმტკიცებელია, ამ ფონზე კი ქალაქში მრავალსართულიანი კორპუსების მშენებლობა აქტიურად გრძელდება.
15:35 / 14.10.2026
ბრიტანეთის საელჩოს თანამშრომლებმა და ორგანიზაცია „სადაგის“ წევრებმა კასპის შესასვლელი დაასუფთავეს
ორგანიზაცია „სადაგისა“ და ბრიტანეთის საელჩოს წარმომადგენლებმა კასპის შესასვლელში დასუფთავების აქცია გამართეს. მოხალისეებმა ტერიტორია ნარჩენებისგან გაწმინდეს, რის შემდეგაც სხვილოს ციხისკენ გაემართნენ.
15:32 / 14.10.2026
„ჩვენამდე არ მოსულა ინფორმაცია“ - გორის მერია კონტროლიორების მიერ მოზარდის დაშინების ფაქტზე ინფორმირებული არ არის
გორში, ავტობუსის გაჩერებაზე მომხდარი ინციდენტის დროს, სამმა კონტროლიორმა 17 წლის მოზარდი ალყაში მოაქცია და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. მიუხედავად მშობლის პროტესტისა, გორის მერიის ინსპექციაში აცხადებენ, რომ მომხდარის შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ.
15:32 / 14.10.2026
აქტივისტის გავრცელებული ვიდეოს შემდეგ კავთისხევი-ნიჩბისის ჩანგრეული გზის აღდგენა დაიწყო
კავთისხევი-ნიჩბისის გზის ჩანგრეული მონაკვეთის აღსადგენად სპეციალური ტექნიკა მიიყვანეს. სამუშაოები მას შემდეგ დაიწყო, რაც სამოქალაქო აქტივისტმა ირაკლი მილაძემ მცხეთისა და კასპის მერიების მხრიდან პასუხისმგებლობის არიდების შესახებ ვიდეო გაავრცელა.
15:30 / 14.10.2026
გორში დავით მაზმიშვილის მხარდასაჭერად საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება
გორის კულტურის სახლში 23 ოქტომბერს გაიმართება კონცერტი თურქეთში სამი ურთულესი ოპერაციის წინ მყოფი 32 წლის მამაკაცის მხარდასაჭერად.
12:04 / 13.10.2026
ნიქოზში საერთაშორისო ანიმაციის XIII ფესტივალი გრძელდება
ფესტივალის მეორე დღეს მაყურებელმა ბაბელსბერგის სტუდენტური, დრეზდენის საბავშვო და პოლონური ანიმაციური ფილმები ნახა, საღამო კი ხალხური სიმღერით დასრულდა.
12:03 / 13.10.2026
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.