Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
,,Цы куы зæгъай, чи йæхи барæй ацыд, чи…
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй
Гудзаргоммæ
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
შშმ პირთა დაცვის დღე გორში
გორში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების
დაცვის დღესთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებაში,
რომელიც მოსწავლე ახალგაზრდობის კულტურის ცენტრის წინ ჩატარდა, გორის,
ქარელისა და ხაშურის დღის ცენტრის ბენეფიციარები მონაწილეობდნენ.ღონისძიებაზე შშმ პირთა ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვაც მოეწყო. ერთ-ერთი ასეთი გიორგი ხიდაშელი იყო, რომელიც ხაშურის დღის ცენტრ ,,მომავლის სახლის"" აღსაზრდელია.
,,მომავლის სახლში"" ვერთობი, ვსწავლობ, ხელნაკეთ ნივთებს ვაკეთებ. ამ ნივთების გაკეთებაშიც ვმონაწილეობდი. ჩანჩქერი გავაკეთე ბრჭყვიალა ქვებით"" - ამბობს გიორგი. გარდა ამისა, გიორგიმ იმღერა და ქართველ დედაზე ლექსიც წაიკითხა.
გორის კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრის ხელმძღვანელის თინა ბრეგვაძის თქმით, მასში 120-მდე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი მონაწილეობდა.
,,14 ივნისი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის ეროვნული დღესასწაულია. ამ დღესთან დაკავშირებით ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი ბენეფიციარებისთვისაც აღგვენიშნა ეს დღესასწაული. სულ 120-მდე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი მონაწილეობდა"" - განაცხადა თინა ბრეგვაძემ.
ღონისძიებას გორის მერის მოადგილე, ეკატერინე სუხიშვილიც ესწრებოდა, რომელმაც აღნიშნა, რომ გორის მერია ყოველთვის მხარს უჭერს ამგვარ აქტივობებს.
,,ღონისძიებაში კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრი მონაწილეობს, რომლის ბენეფიციარებსაც ყოველთვის მხარს უჭერს გორის მუნიციპალიტეტის მერია. მნიშვნელოვანია ამ ადამიანების გვერდზე დგომა. მიხარია, რომ მათ შეძლეს დღევანდელ დღეს თავისი შემოქმედება წარმოედგინათ და რაც შეუძლიათ ისე ეჩვენებინათ თავისი ხელოვნება"" - განაცხადა გორის მერის მოადგილემ, ეკატერინე სუხიშვილმა.
14 ივნისს საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღეა. ამ დღის მიზანი, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების სოციალური იზოლაციის დაძლევაა და მათი რეალური შესაძლებლობების წარმოჩენაა. 14 ივნისი, საქართველოში შეზღუდულ შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღედ, საქართველოს პარლამენტის მიერ, 2000 წელს გამოცხადდა.
Æндæр æмæ æндæр
Популярон ногдзинæдтæ
![]() |
Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад. |
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government. |








