Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
«« Абҵaрa 2025 »»
п в с ч п с в
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
რატომ არ შედიან დონორი ორგანიზაციები ქარელის მუნიციპალიტეტში
,,დონორი ორგანიზაციები ქარელის მუნიციპალიტეტში იმის გამო არ შედიან, რომ პატარა მუნიციპალიტეტში მსგავსი პროგრამის განხორციელება რეზონანს ვერ გამოიწვევს." - ამის შესახებ ქარელის მერის სოციალური სამსახურის უფროსმა ზაზა გაჩეჩილაძემ ,,ქართლის სტუდიაში" განაცხადა.

მისი თქმით, სწორედ, არასამთავრობო ორგანიზაციების პასიურობის წყალობით, მუნიციპალიტეტში რამდენიმე პროექტი, მათ შორის, შინმოვლის პროგრამა ვერ ხორციელდება.

,,კარიტას შევთავაზეთ თანადაფინანსება და ასეთი რაღაც გვიპასუხეს: არა, ჩვენ მხოლოდ შეგვიძლია გადაგიმზადოთ კადრი. რას ნიშნავს კადრი გადაგვიმზადოს? კადრი თუ გადასამზადებელია, იქ უნდა იყოს ან ექთნის კვალიფიკაციით, ან ექიმის კვალიფიკაციით, ამას აკეთებს ჯანდაცვის სამინისტრო. "კარიტასი" სადაც არის შესული, არის რეგიონულ ცენტრებში. მაგალითად, გორში, ოზურგეთში, ახალციხეში და ბათუმში. ყველას ბოდიშს მოვუხდი, ვისაც ნატკენზე დავაბიჯებ, მაგრამ მე ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ პატარა მუნიციპალიტეტი ისეთ რეზონანს ვერ გამოიწვევს და პროგრამის განხორციელება ჩვენთან არ ჭირდებათ. ჩვენ შინმოვლის პროგრამის განხორციელების მზაობა გვაქვს, თუ იქნება თანადაფინანსება. გამომდინარე იქედან, რომ დამოუკიდებლად ამ პროგრამის განხორციელებისთვის არ გვაქვს სახსრები."-აცხადებს ზაზა გაჩეჩილაძე.

qartli.ge გორის "შინმოვლის პროგრამის" ხელმძღვანელს ოლენა გურგენიძეს დაუკავშირდა, რომელიც აცხადებს, რომ ქარელის მუნიციპალიტეტმა თავდაპირველად მოკვლევა უნდა ჩაატაროს და შეისწავლოს, რამდენ ადამიანს ესაჭიროება აღნიშნულ პროგრამაში ჩართვა. მისივე თმით, ამ ეტაპზე "კარიტასს" შეუძლია ქარელის მერიას მხოლოდ კადრების გადამზადებაში დაეხმაროს.

"ჩვენ გვყავს პროფესიონალი თანამშრომლები და შეგვიძლია, რომ გადავამზადოთ სურვილის შემთხვევაში ქარელის წარმომადგენლები. ამ ეტაპზე, გორის მსგავსად შინმოვლის პროგრამას ჩვენ ვერ განვახორციელებთ ქარელში, რადგან ჩვენი დონორი არის გერმანიის "კარიტასი" და გვაქვს 3 წლიანი პროგრამა გაწერილი."- აცხადებს ოლენა გურგენიძე.

ცნობისთვის, PMჩ კვლევითი ცენტრის ბოლო კვლევის თანახმად, ქარელის მუნიციპაიტეტი კასპის და ხაშურის მუნიციპალიტეტების მსგავსად გრძელვადიან სოციალურ პროგრამებს ვერ ახორციელებს. ამ მხრივ გამონაკლისი რეგიონში მხოლოდ გორის მუნიციპალიტეტი აღმოჩნდა.

იხილეთ გადაცემა სრულად:

Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.