Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
«« Абҵaрa 2025 »»
п в с ч п с в
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
ხაშურში სოფელ გომის ისტორიული საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია შეჩერდა
სოფელ გომში 1930-იან წლებში აშენებულ შენობის რეაბილიტაცია დროებით შეჩერდა. საბავშვო ბაღის შენობაზე მომუშავე მუშები სამსახურში აღარ გამოცხადდნენ. ამის მიზეზი სახელფასო დავალიანებაა.

სამუშაოებს კომპანია ,,ბაბი-XXI" ასრულებს. გომის ტერიტორიული ორგანოს წარმომადგენელი რეზო კაპანაძე ამბობს, რომ სახელფასო ანაზღაურების გარეშე 6 მუშაა დარჩენილი და მუშაობა 2 კვირის წინ შეაჩერეს. ყველა მუშა სოფელ ვაყიდანაა.

,,დასაქმებულები ყავდათ ვაყელი ბიჭები. სულ 6 მუშა. როგორც აღმოჩნდა, ხელფასი არ გადაუხადა კომპანიის წარმომადგენელმა. 2 კვირაა ვეძებთ კომპანიის წარმომადგენელს, მაგრამ ვერსად მივაგენით. გიაც (გურასპაშვილი) ეძებს, სადაც ნახავს, არ ვიცი რას უზამს" - განუცხადა ქარტლი.გე-ს რეზო კაპანაძემ.

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ხაშურის მუნიციპალიტეტის მერს დაუკავშირდა, გიორგი გურასპაშვილის განცხადებით ჯერ სატენრედო ვადები არაა დამთავრებული.

"ხელახალი ტენდერი არ გამოცხადებულა. ჯერ სატენდერო ვადები არ დარღვეულა. კომპანიას შიდა პრობლემები თუ აქვს მუშებთან, თავად უნდა მოაგვაროს. მე არ ვარ ვალდებული, კომპანიასა და მუშას შორის, ურთიერთობები ვარეგულირო. არსებობს ასეთი წესი, ხელშეკრულება უნდა გააფორმო დამქირავებელთან. თუ რამე დავალიანება აქვს კომპანიას, სამართლებრივი გზები არსებობს. თუ სატენდერო ვადა გავა და სამუშოები დასრულებული არ იქნება, მიიღებს ჯარიმას და გატარდება შესაბამისი სანქციები, რაც კანონით არის გათვალისწინებული." - ამბობს მუნიციპალიტეტის მერი.

ხაშურის მუნიციპალიტეტმა საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე 2019 წლის 2 თებერვალს გომის საბავშვო ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის ტენდერი გამოაცხადა, რომლის ღირებულება 42 274 ლარი იყო. ტენდერში სულ 10 კომპანია მონაწილეობდა. გამარჯვებული შპს ბაბი-XXI გახდა. მან სამუშაოების წარმოების ვალდებულება 33 280 ლარის ფარგლებში მიიღო.

ისტორია:

გომის საბავშვო ბაღი ბოლშევიკების დროს 1930-იან წლებში აშენდა. ხაშურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის დირექტორის, თამაზ ლაცაბიძის თქმით, ამ დრომდე, შენობაში სამუზეუმო ექსპონანტები ინახება.

Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.