Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
«« Абҵaрa 2025 »»
п в с ч п с в
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
გორში სალომე თინიკაშვილს ანტისაოკუპაციო ნახატის შესრულება არ დაამთავრებინეს
სალომე თინიკაშვილს, გორში, ომის დროს ტყვიებით დაცხრილულ კედელზე ანტისაოკუპაციო ნახატი არ დაამთავრებინეს. ამის თაობაზე ინფორმაცია სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. ის დეტალურად იხსენებს იმ დღეს, როდესაც პოლიციის მანქანების თანხლებით, უცნობი პირები მივიდნენ და პროტესტის გამოხატვა აუკრძალეს.

,,ტურისტებით სავსეა სტალინის გამზირი, აღარ ვსაუბრობ ადგილობრივ ხალხზე. ხალხის თვალი შეეჩვია ჩაცხრილულ შენობებს, ქალაქის ცენტრში მძინარეს. სწორედ ტყვიებით დალაქავებულ შენობაზე დავიწყე გუშინ ხატვა, სადაც ჩემმა მეგობრებმა პულივიზატორები შემომაშველეს. ფონი, წარწერა და პიროვნება მეხატა წითელი პატრიოტული სისხლით მჩქეფარე გულით. რამდენიმე კაცი მოვიდა, პოლიციის მანქანების ხშირი და ლოკოკინისებური სიარულის შემდეგ. ერთი სიტყვით შემაწყვეტინეს ხატვა და წამოვედი, რაც უდიდეს იმედგაცრუებას იწვევს საკუთარ თავში, რომელსაც საკუთარი თავის ზიზღის სუნიც ასდის." - წერს სალომე თინიკაშვილი.

ღამით იმ იმედით დაიძინა, რომ დილით ამდგარიყო და ისევ მისულიყო სტალინის გამზირზე, რომ დაემთავრებინა ნახატის პატარა დეტალი.

,,ერთადერთი, რაც გამაჩნია იარაღად, სიტყვა და ფუნჯია, ამ სიტყვის ჩახშობას კი ყვირილი მოსდევს ხოლმე, ეს კი არ იციან. ინგლისურის შემდეგ დილით თავქუდმოგელეჯილი გავიქეცი და შორიდან შევამჩნიე შავი ოთხკუთხედის სილუეტი. ძალიან გამიხარდა, რადგან გუშინ წასვლის წინ იმ პირებმა ფოტო გადაუღეს. მთელი გზა ვღელავდი, რომ წაშლილი დამხვდებოდა. თავიდან მეგონა არ იყო წაშლილი, რომ მივუახლოვდი დავინახე სულ გადაღებილი იყო. ფასადის დამახინჯებისთვის ლოგიკურად სულ შლიან, ეს კიდევ სულ გაშავებული იყო. რამდენჯერაც არ უნდა წაშალოთ ნახატი ,,აქედან ვერ ამოშლით", რეალობა არ შეიცვლება, რუსეთი მაინც ოკუპანტი იქნება და მე მაინც შემეშინდება თვითმფრინავების ხმის. გამწარებულს რაღა უნდა მექნა, ამოვიღე ფლომასტერი და მივაწერე ,, რამდენჯერაც არ უნდა წაშალოთ ნახატი, რუსეთი მაინც ოკუპანტია. ააშენეთ კედელი და ჩემი თაობა დაანგრევს მას!" - აღნიშნავს სალომე.

სალომე, ჯერ კიდევ, 17 წლის იყო, როდესაც აგვისტოს ომი მოხდა:

,,თვითმფირნავების ხმის გაგონების დროს ხელებს გააუზრებლად ვიფარებ ყურებზე (ომის შემდეგ). გუშინ გადავწყვიტე ქალაქში, რომელიც 2008 წელს ომის ეპიცენტრი იყო, ანტისაოკუპაციო ნახატი დამეხატა (მეორედ, რადგან პირველი წაშალეს). პიროვნება (საქართველო) თვალის გარეშე, გულზე მავთულხლართით და ზევით წარწერით ,,რუსეთი ოკუპანტია". სრულიად გაანალიზებულმა ავიკიდე ჩანთა და წავედი იმ ადგილას, სადაც 2018 წლის 8 აგვისტოს ანტისაოკუპაციო ნახატი დავხატე (რომელიც რამდენიმე დღეში წამიშალეს)." - წერს სალომე.
Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.