Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
,,Цы куы зæгъай, чи йæхи барæй ацыд, чи…
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй
Гудзаргоммæ
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
თიბისი TKT.GE -ს საკონტროლო პაკეტის მფლობელი გახდა [R]
თიბისიმ ბილეთების შეძენის ონლაინ პლათფორმა TKT.GE - ში თავისი
წილი 26 % - დან 55 %-მდე გაზარდა და საკონტროლო პაკეტის მფლობელი
გახდა. თიბისიმ თKთ.GE -ს 26 % -იანი წილი ერთი წლის წინ შეიძინა.
მხარეებს შორის გარიგება სრულად შეესაბამება თიბისის გადახდების
ბიზნესის, ეკოსისტემების განვითარების და რეგიონში ექსპანსიის
სტრატეგიას.
ონლაინ პლათფორმა TKT.GE 2015 წელს შეიქმნა და დაარსებიდან 3 წლის თავზე მინიმალური კაპიტალით და ძლიერი გუნდის დამსახურებით უპირობო ლიდერი გახდა ქართულ ბაზარზე. ამ ხნის განმავლობაში, სხვადასხვა ტექნოლოგიური ინოვაციების დანერგვით და მომხმარებელზე ზრუნვით. TKT.GE - მ შეცვალა მომხმარებლის ქცევა, თუ ადრე მხოლოდ ბილეთების 30% იყიდებოდა ონლაინ, დღეს ეს რიცხვი 80%-ს აჭარბებს.
მუდმივად განვითარებადი პლათფორმის და გამოცდილი, პროფესიონალური გუნდის დახმარებით, TKT.GE - მ წარმატებით ჩაატარა 3000-მდე ღონისძიება, მათ შორის მსოფლიო დონის A Class-ის არტისტების მონაწილეობით. TKT.GE - ს მენეჯმენტი მზად არის მომხმარებლებს ახალ ქვეყნებში მოემსახუროს, უახლოეს მომავალში იგეგმება უზბეკეთის ბაზარზე შესვლა და სხვადასხვა ინოვაციური სიახლეები ქართველი მომხმარებლებისთვის.
"ჩვენი პროდუქტისთვის საინტერესოა ის ბაზრები, სადაც თიბისი, როგორც ციფრული ბანკი აპირებს შესვლას. ჩვენი პროდუქტი ერთერთი მნიშვნელოვანი ბლოკი იქნება ახალ ბაზრებზე საცალო მომხმარებლებისთვის სხვადასხვა სერვისების შესათავაზებლად," - განაცხადა TKT.GE - ს გენერალურმა დირექტორმა ლევან კილაძემ.
"TKT.GE -ს და TBC-ს გვაქვს საერთო ხედვა და სინერგიები სტრატეგიაში - გავუმარტივოთ მომხმარებელს ცხოვრება და სხვადასხვა ტექნოლოგიური გადაწყვეტილებებით, მაქსიმალურად კომფორტული გავხადოთ სერვისები. თიბისის გადახდების ეკოსისტემის სტრატეგია თანხვედრაშია TKT.GE -ს სამომავლო ხედვებთან, ამიტომ, გვჯერა, რომ ჩვენი პარტნიორობით სასიამოვნო სიახლეებს მივაწოდებთ მომხმარებლებს," - განაცხადა თიბისის გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ.
TKT.GE -ს ტექნიკური პლატფორმა შექმნილია კომპანია "ლემონდუს" მიერ, რომელიც რჩება შპს "ონლაინ თიქეთსის" მმართველ პარტნიორად და თიბისი ბანკთან ერთად იზრუნებს კომპანიის სამომავლო სტრატეგიის განხორციელებაზე. "ლემონდუ" არის წარმატებული IT კომპანია მსოფლიო ბაზარზე, რომელმაც არაერთი ტექნოლოგიური სტარტაპი შექმნა და განავითარა.

Æндæр æмæ æндæр
Популярон ногдзинæдтæ
![]() |
Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад. |
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government. |