Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
«« Абҵaрa 2025 »»
п в с ч п с в
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
ცხინვალში ყოფილი პრეზიდენტის თანამშრომელი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთში დააკავეს მამაკაცი, რომელიც ყოფილი ე.წ. პრეზიდენტის, ლეონიდ თიბილოვის ადმინისტრაციის თანამშრომელი იყო. ამის შესახებ ინფორმაციას ,,ეხოკავკაზა" ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, ლიპინოვს საქართველოს ხელისუფლებასთან კავშირის გამო, დასდეს ბრალი.

ადგილობრივი ჟურნალისტების ცნობით, ლიპინოვი ბოლო დროს საზოგადოებრივი ორგანიზაცია "როსიის" ხელმძღვანელი იყო. ,,კგბ-ს და პროკურორების არგუმენტებმა ცხინვალში ბევრი კითხვა გააჩინა" - წერს ჟურნალისტი.

"გამოძიება რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით (სახელმწიფო ღალატი) მიმდინარეობს რესპუბლიკის მოქალაქის, ლიპინ სერგეი გეორგიევის წინააღმდეგ", - ნათქვამია დე-ფაქტო რესპუბლიკის გენერალური პროკურატურის განცხადებაში.

სერგეი ლიპინს დე-ფაქტო რესპუბლიკის არსებობის პირველ ათ წელში სხვადასხვა მაღალი თანამდებობები ეკავა. მანამდე კომუნისტური პარტიის წევრი იყო. ლეონიდ თიბილოვის გაპრეზიდენტების შემდეგ, დე-ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ახალი თანამდებობა დაიკავა. ხელმძღვანელობდა მოქალაქეებთან ურთიერთობის განყოფილებას. გახდა სამეთვალყურეო საბჭოს წევრი და კურატორობდა რუსეთის ხელისუფლებიდან მიღებულ ფინანსურ და ჰუმანიტარული დახმარების პროცესს.

ბოლო პერიოდში კი, საზოგადოებრივ ორგანიზაცია ,,როსიის" ხელმღვანელობდა, მჭიდროდ თანამშრომლობდა რუსეთის საელჩოსთან და, როგორც ოსური მედია წერს, აქტიურად იცავდა ოსთა ინტერესებს რუსეთში.

მომდევნო პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის პერიოდში, ლიპინმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მოქალაქეთა საჩივრების განყოფილება ჩაიბარა. მოულოდნელად, 3 ივლისს, თანამდებობას საკუთარი სურვილის საფუძველზე დატოვა. რამდენიმე დღის შემდეგ კი, შპიონაჟის ბრალდებით, დააკავეს. დე-ფაქტო რესპუბლიკის კგბ-მ მას საქართველოს ხელისუფლებასთან კავშირში დასდო ბრალი.

კგბ-ს მტკიცებით, ლიპინმა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, იმ სამხედრო ობიექტების ზუსტი კოორდინატები გადასცა ქართულ მხარეს, რომელიც ზნაურისა და ჯავის რაიონში, საქართველოს არტილერიამ მიიტანა იერიში. ამ ბრალდებებს ეხმაურებიან ცხინვალში და სოციალურ ქსელში კომენტარები გამოაქვეყნეს.

მედიაცენტრ ,,ირის" ხელმძღვანელი ირინა გაგლოევი წერს: ,,რა უნდა იფიქრო, არც კი ვიცი. რა ინფორმაციას უნდა ჰქონოდა ლიპინს. პრინციპში, ყველაფერი ჩვენს შესახებ სოციალურ ქსელში ქვეყნდება".

ერთ-ერთი მომხმარებელი სოსლან თაბუევი წერს: ,,რა ბრალდებებია? რა დაწერეს, თუ იფიქრეს?"

მისი თქმით, გამოდის, რომ ზარისა და ჯავის გზაზე უკვე არსებობდა რუსული სამხედრო კოლონები, რომლის კოორდინატები გადაეცა საქართველოს. ,,ეს ხომ იმ ვერსიას ამყარებს, რასაც საქართველო აგვისტოს ომთან დაკავშირებით, აჟღერებს, თუ ვინ დაიწყო ომი." - წერს თაბუევი.

ოსური მედიის ცნობით, დე-ფაქტო რესპუბლიკის ყოფილ პრეზიდენტს, ლეონიდ თიბილოვს კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.
Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.