Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
«« Абҵaрa 2025 »»
п в с ч п с в
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
გორის მერიის მოთხოვნით ,,ცხელ ხაზზე" ოპერატორის ტექსტი შეცვალეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცხელ ხაზზე ,,153" სატელეფონო ზარები არ წყდება. ოპერატორი გვპასუხობს, რომ დღეს საღამოს გორიდან ბევრი ზარი შევიდა.

მოქალაქეები, გორის მინი ზოოპარკში დატყვევებული დათვის შესახებ, ცხელ ხაზზე შეტყობინებას ტოვებენ. თავდაპირველად, ცხელი ხაზის ოპერატორი ზარებს, შეტყობინების სახით, იღებდა, ხოლო მოგვიანებით ოპერტორმა ტექსტი შეცვალა: ,,დათვი მერიას ეკუთვნის, მათ უნდა მიმართოთ, დიდ ვოლიერში გადაყავთო".

რატომ შეიცვალა ცხელი ხაზის ოპერატორის ტექსტი, ამის შესახებ, qartli.ge ოპერატორს დაუკავშირდა. მისი განცხადებით, გორის მერიიდან გარემოსდაცვითი დეპარტამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს მართლაც დაუკავშირდნენ და აცნობეს, რომ გორის მერია ვოლიერის გაკეთებას აპირებს.

,,გორის მერიიდან დაგვიკავშირდნენ და ინფორმაცია მოგვაწოდეს. ჩვენ მოქალაქეებს არ ვეუბნებით, რომ ჩვენ არ დაგვიკავშირდნენ. უბრალოდ, ინფორმაციის სახით ვაწვდით, რომ დათვი ეკუთვნის მერიას. შეტყობინებებს კი, რეაგირებისთვის შესაბამის სამსახურს გადავცემთ აუცილებად" - გვითხრა ოპერატორმა. 

გორის მერიის ახალი ვოლიერი ასე გამოიყურება, რომელზეც 18 900 ლარი დაიხარჯება. გორის დათვს კი, ცხვარიჭამიაში დათვების თავშესაფარში ეპატიჟებიან.



მათ, ვისაც სურს, რომ გორში დატყვევებული დათვი გათავისუფლდეს და დათვების თავშესაფარში, ცხვარიჭამიაში გადაიყვანონ, ცხელ ხაზის ნომერზე ,,153"-ზე უნდა დარეკოს. ამის შესახებ ინფორმაციას დათვების თავშესაფრის ხელმძღვანელი სოსო ჯიქურაშვილი ავრცელებს.

მისი თქმით, რაც უფრო მეტი ზარი შევა, დათვსაც მალე ეშველება.

,,გორში "მეგობრობის პარკში" მძიმე მდგომარეობაში დატყვევებულ დათვს თქვენი დახმარება სჭირდება. გთხოვთ, არ დაიზაროთ და დარეკოთ გარემოს დაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე - 153. ზარი უფასოა. მოითხოვეთ გორში დატყვევებული დათვის თავშესაფარში გადაყვანა." - მიმართავს სოსო ჯიქურაშვილი საზოგადოებას.

გორის დათვის მძიმე მდგომარეობის შესახებ qartli.ge არაერთხელ წერდა. გაირკვა, რომ გორის მერიის ბიუჯეტიდან დიდი რაოდენობით თანხა დაძველებული პროდუქტებისა და ხილის გასასაღებლად იხარჯება.

სოსო ჯიქურაშვილმა ფაქტის შესახებ გარემოს დაცვის სამინისტროს რამდენჯერმე მიმართა. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა მერიას ორჯერ მიმართა კითხვით - თუ, რატომ იმყოფებოდა მძიმე მდგომარეობაში დათვი. მერიამ დეპარტამენტს ორჯერვე უპასუხა, რომ დათვის გათავისუფლებას არ აპირებს და, პირიქით, ვოლიერებს გააფართოებს.





იხ. ამავე თემაზე:

გორში ტყვე დათვისთვის ნარჩენი თევზისა და პურის შესყიდვა ტენდერის გარეშე ხორციელდება

გორის დათვს უკვე 10,4 ტონა ვაშლი ,,აჭამეს"

ვინ ფიგურირებს გორის დათვისთვის შესყიდულ ტონობით ვაშლის საქმეში

გორის დათვს ცხვარიჭამიაში ეპატიჟებიან - ხელისუფლებამ ტრანსპორტირების თანხა ვერ გამოძებნა

გორის დათვი გისოსებს და კედლებს ლოკავს - სააგენტოში კი ტყავის სავარძლები იყიდეს

ბავშვებმა დათვს პირში თოვლის გუნდა ჩაუგდეს - გორის ზოოპარკის დახურვას ითხოვენ

დათვმა მოქალაქე დაასახიჩრა - გორის ზოოპარკის გაუქმებას ითხოვე

გორელი ბელები (PHOTO/VIDEO)

Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.