Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
«« Абҵaрa 2025 »»
п в с ч п с в
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
დღეს გორის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში საზაფხულო სკოლა გაიხსნა
დღეს გორის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში საზაფხულო სკოლა დაიწყო.

პროექტის მიზანია ახალგაზრდებმა სათანადოდ გაიცნონ საკუთარ რეგიონში არსებული მნიშვნელოვანი კულტურული მემკვიდრეობა.

საზაფხულო სკოლა დაკომპლექტებულია გორის და გორის რაიონის VIII-XII სკოლის მოსწავლეებით.

მონაწილეების შერჩევა ორ ეტაპიანი იყო. პირველ რიგში მათ ელექტრონული განაცხადი გამოაგზავნეს, შემდეგ კი გასაუბრება ჩავატარეთ. არიან როგორც ქალაქის, ისე რაიონის სკოლის მოსწავლეები.

წლევანდელ თემად განისაზღვრა ”გორის და გორის რაიონის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, ისტორიული ქალაქი, მათი აღქმა, აღწერა, შესწავლა და დაცვა”.

პროგრამა დატვირთულია სხვადასხვა სახის აქტივობებით, მათ შორის გასვლითი ექსპედიციებით.

საზაფხულო სკოლა ექსპერიმენტის სახით შარშან შეიქმნა მუზეუმში, წელს კი უკვე მეორე ნაკადს მასპინძლობს.

მოსწავლეებისთვის წინასწარ არის გრაფიკი შედგენილი, რის მიხედვითაც ერთი თვის განმავლობაში იმუშავებენ. ისინი ერთი თვის განმავლობაში შეისწავლიან სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას, ექსპონანტების მიღებას, რესტავრაციას, აუდიო მასალების დამუშავებას, განთავსებას და ექსპოზიციების მოწყობას.

გორის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის დირექტორის თინა სოსანიძის თქმით, აუცილებელია მოსწავლეებმა იცოდნენ საკუთარი რეგიონის ისტორია. 

,,ჩვენთან, გორის ისტორიულ-ეთნოგრაფიულმუზეუმში არის სამუზეუმო საბჭო შექმნილი, რომელიც დაკომპლექტებულია სხვადასხვა ჯგუფებით. არის სამეცნიერო, სამეგობრო და ახალგაზრდული ჯგუფი. სწორედ, ახალგაზრდული ჯგუფის ინიციატივით, შრშან ექსპერიმენტის სახით შეიქმნა საზაფხულო სკოლა, რომელმაც გაამართლა და წელს უკვე მოსწავლეები მეორე ნაკადი მოვიღეთ. როგორც შარშან, ასევე წელსაც ძალიან ბევრი მსურველი იყო მოხვედრილიყო ჩვენს სკოლაში. შარშანდელი საზაფხულო სკოლის მოსწავლეებმა, სკოლის დასრულების შემდეგ შექმნეს მუზეუმში ჯგუფი ,,მუზეუმის დესპანი“. ჯგუფში გწევრიანებული ბავშვების ფუნქციაა გავიდნენ კონტაქტებზე სხვა სკოლასთან, ორგანიზაციასთან, თავის სოფელთან მუზეუმის დესპანის სახელით და დააინტერესოს მოსწავლეები მსგავსი აქტივობებით. წელს 20 მოსწავლე გვინდოდა მიგვეღო მაგრამ გაცილებით მეტი მოვიდა. ბავშვები რომლებიც დადიან სკოლაში და არ აქვთ დრო, რომ ყველაფერი იცოდნენ თავიანთი ქალაქის შესახებ ამ ცოდნას ავსებენ აქ მოსვლით. საზაფხულო სკოლას, რომ დაამთავრებენ ყველა მათგანს ეცოდინება გორის ციხის ისტორია. ყველას ეცოდინება ის ძეგლები, ბიუსტები და მემორილური დაფები რაც ჩვენს ქალაქშია განთავსებული. უამრავი შემთხვევა მქონდა და ძალიან გუილნატკენი ვიყავი, რომ თეატრის ეზოში მიდიან ბავშვები და არ იციან ვინ იყო გიორგიბ ერისთავი. უნივერსიტეტში დადიან არ იციან რომ უნივერსიტეტის წინ დგას ელიზბარ ერისთავის ძეგლი და ა.შ.

მოსწავლეებს ასეთ მასალებს ხალისით, თამაშით, შეჯიბრით და სხვადასხვა ფორმით ვაწვდით, რათა დაამახსოვრდეთ და არასდროს დაავიწყდეთ აქ მიღებული ცოდნა. წლევანდელი საზაფხულოს სკოლი ბავშვები ნახავენ გრაკლიანის და გუდაბერტყას გათხრებს, ასევე სოფელ ძევერაში უდიდესი გეოგრაფის ალექსანდრე ჯავახიშვილის მუზეუმს.“-განაცხადა მუზეუმის დირექტორმა თინა სოსანიძემ.

საზაფხულო სკოლას მუზეუმის ახალგაზრდული ჯგუფი გაუძღვება, რომელიც დაიწყება ყოველ სამუშაო დღეს 12 საათზე და 1-ელ აგვისტოს დასრულდება.

Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.