Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
,,Цы куы зæгъай, чи йæхи барæй ацыд, чи…
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй
Гудзаргоммæ
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
გორში მიმდინარე მოდების კვირეულის ორგანიზატორი თეა კეჩხუაშვილს „ფეშენ TV”-ს ყურებას ურჩევს
„თეა კეჩხუაშვილი აცდენილია მოდის ტენდენციებს და ვურჩევ, „ფეშენ
ტვ“-ის ადევნოს თვალი.“ - ასე გამოეხაურა „Region Fashin Week“-ის
დირექტორი, ოსებ კავკავაშვილი შიდა ქართლში, კომპანია „იმიჯ ცენტრის“
ყოფილი წარმომადგენლის, თეა კეჩხუაშვილის კომენტარს, რომელიც მან,
qartli-ge-ს, მოდების ჩვენების გახსნის ცერემონიალზე
მისცა.
„ ჩემს თვალში ეს ადამიანი არის გოიმი. 20 წლის წინ, ია კიწმარიშვილის წარმომადგენელი ვიყავიო, რომ ამბობს, არავინ იცის მართლა იყო თუ არა. 20 წლის წინ სხვა ტენდენციები იყო, ახლა სხვაა. კეჩხუაშვილი ჩამოირჩენილი და აცდენილია თანამედროვე მოდის ტენდენცოებს. მე დავდივარ ბერლინის და პარიზის მოდის კვირეულებზე, ასევე ვესწრები საქართველოში გამართულ ყველა კვირეულს და თანამედროვე მოდა ისაა, რაც გორში ხდება, უკვე ორი დღეა.“-გვითხრა კავაკავაშვილმა.
მისივე თქმით, ორგანიზატორებისთვის მთავარი ისაა, რომ მათი ნამუშევრით მუნიციპალიტეტის პირველი პირები კმაყოფილები არიან და მსგავსი ღონისძიების ჩატარების სურვილი, მომავალი წლისთვისაც გამოთქვეს.
,,გორის მერიც და მისი მოადგილეც კმაყოფილები არიან ,,Region Fashin Week“-ით და ვიღაც კეჩხუაშვილი თუ უკმაყოფილოა, ეგ ჩემთვის საინტერესო აღარ არის. უყუროს „ფეშენ ტვ-ის ხშირად, ამას ვურჩევდი.“ - განაცხადა სოსო კავკავაშვილმა.
ცნობისთვის, თეა კეჩხუაშვილმა რეგიონალურ სამოდელო კვირეულის მიმართ გარკვეული პრეტენზიები მას შემდეგ გააჟღერა, რაც ჩვენებაზე დასასწრებად მისულს, პოდიუმი არ დახვდა. მოდელები პირდაპირ, ასფალტის საფარზე დადიოდნენ.
,,ტექნიკური მხარე საკმაოდ კარგი იყო. განათება, ხმა, ყველაფერი ძალიან კარგი იყო. ერთადერთი რაც თვალში მომხვდა, იყო ის, რომ არ იყო პოდიუმი. დანარჩენი იყო კარგად მომზადებული. მაინც ვფიქრობ, რომ გორს კიდევ უფრო მაღალი მოდის ჩვენება ეკადრება. მოდელებს არაფერს ვერჩი, ძალიან კარგი გოგონები არიან.“ - განაცხადა კეჩხუაშვილმა.
სოსო კავკავაშვილი დასძენს, რომ თანამედროვე ჩვენებების უმრავლესობა იმართება სხვადასხვა ადგილზე: ,,თუ დააკვირდება, ქალბატონი თეა, თანამედროვე ტენდენციებს, ნახავს, რომ ჩვენებების მოსაწყობად იყენებენ ისეთ ადგილებს, როგორიცაა ტყე, აეროპორტი და ასე შემდეგ." - აღნიშნავს კავკავაშვილი.
შეგახსენებთ, 20 ივლისს, გორში, სტარტი აიღო ანტისაოკუპაციო, რეგიონალურმა Fashion Week-მა, სახელწოდებით ,,არა ოკუპაციას", სადაც მონაწილეობას გორელი დიზაინერებიც იღებენ: ნინო ქარქუსაშვილის, სოფიო ტუაევის, მარიამ პაპიტაშვილის, ნათია თხელიძისა და ხატია ბედინაშვილის კაბები მოდელებმა წარმოადგინეს.
„ფეშენ უიქი“ დღეს, კულტურისა და დასვენების პარკში დაიხურება. ღონისძიებები გასული ორი დღის განმავლობაში თეატრში და გოგებაშვილის ქუჩაზე მიმდინარეობდა. მოდების ფესტივალში როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი დიზაინერები მონაწილეობენ.

Æндæр æмæ æндæр
Популярон ногдзинæдтæ
![]() |
Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад. |
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government. |