Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
«« Абҵaрa 2025 »»
п в с ч п с в
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
შიდა ქართლის 19 სოფელში მზის ელექტოსადგურები დამონტაჟდება
უშუქოდ დარჩენილ სოფლებში მზის ელექტროსადგურების მონტაჟი სექტემბრიდან დაიწყება და იანვრის ბოლომდე დასრულდება. ამის შესახებ ინფორმაციას ,,მთის ამბები" ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, საქართველოს მასშტაბით, ასეთი მომსახურებით 178 ოჯახი ისარგებლებს.

მითითებულ ინფორმაციაში შიდა ქართლის სოფლებიცაა, სადაც ელექტროსადგურები დამონტაჟდება. ესენია:

გაჩიანთუბანი - გორი
საყავრე - გორი
იფნარა - გორი
ველები - გორი
დრე - გორი
ფიცესი - გორი
დიდი ჭვარები - გორი
საჯია, - გორი
ოჭიორა, - გორი
ლული, - გორი
ჭანჭახა, - გორი
მღებრიანი, - 3 ოჯახი. (გორი)
წითელწყარო - 3 ოჯახი
ხანდისი

ტყემალა - 2 (ქარელი)
სათერძე - ქარელი
ბანი - ქარელი

ყობი - ხაშური
ღუდა - ხაშური


,,ტენდერში, რომლის ღირებულებაც 2 545 400 ლარია, კომპანია „იუჯითიმ“ გაიმარჯვა. 178 ოჯახს მუდმივად ექნება ელექტროენერგია. სიმძლავრე ტელევიზორის, მაცივრის, სარეცხი მანქანისა და წყლის გამაცხელებლის მუშაობასაც ეყოფა." - აღნიშნულია სტატიაში.

ტენდერში გამარჯვებული კომპანია ვალდებულია მზის ელექტროსადგურის სისტემის დამონტაჟების შემდეგ მომხმარებელს ელექტროენერგია სახლში შეუყვანოს. ამასთან, უნდა დააყენოს სულ მცირე 4 დენცქვიტა (შტეფსელი) და 4 LED ნათურა. მზის ბატარეებზე მწარმოებლის გარანტია 25 წელია, კომპანია კი მათი დამონტაჟებიდან 3 წლის განმავლობაში ვალდებულია უზრუნველყოს სისტემის გამართული მუშაობა. ამასთან, საგარანტიო პერიოდში კომპანიას მომხმარებლებისთვის ცხელი ხაზიც უნდა ჰქონდეს.

სპეციალისტების განმარტებით, სისტემა 1600 კვტ-იანი LG-ის პანელებისგან შედგება, რომელიც ყველაზე ხარისხიანი და ძვირადღირებულია. მომხმარებელს ელექტროენერგია, ზედიზედ რამდენიმე დღის განმავლობაში, ცუდი ამინდის დროსაც კი არ გაეთიშება, მზიან ამინდში კი ერთდროულად შეძლებს ნათურის, ტელევიზორის, მაცივრის, სარეცხი მანქანისა და წყლის გამაცხელებლის ჩართვას. ერთი მზის ელექტროსადგურის აწყობაზე 14 300 ლარია გათვალისწინებული.

 

Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.