Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
«« Абҵaрa 2025 »»
п в с ч п с в
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
"მერიის მისამართით დაუსრულებლად ისმის არასწორი და ცრუ ბრალდებები"- გორის მერია განცხადებას ავრცელებს
გორის მუნიციპალიტეტის მერია "რეგიონ ფეშენ ვიქის" ორგანიზატორების მიერ გამოთქმულ პრეტენზიებს სპეციალური განცხადებით პასუხობს.

თავაზარაშვილის უწყება განცხადებს ოფიციალურ ფეისბუკ გვერდზე ავრცლებს და მოდების ჩვნების დასკვნითი ღონისძიების ჩაშლაზე პასუხიმგებლობას იხსნის.

" მერიამ „მოდების კვირეულის“ ორგანიზატორების თხოვნით, ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა, რაც აპარატურითა და სკამებით უზრუნველყოფას გულისხმობდა. 22 ივლისს, მოხდა ძალიან სამწუხარო ფაქტი, კეთილმოწყობის სააგენტოს თანამშრომელი დაშავდა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა. ამ ფაქტიდან გამომდინარე, მერიამ ღონისძიების ორგანიზატორებს სთხოვა, რომ ჩვენების დასკვნითი ღონისძიება გადადებულიყო, რაზეც თავდაპირველად მივიღეთ თანხმობა, თუმცა ეს გადაწყვეტილება შეცვალეს და მერია ნაკისრი ვალდებულების(ტექნიკითა და სკამებით უზრუნველყოფას) შესრულებას აპირებდა, მაგრამ ორგანიზატორებმა რამოდენიმე საათის განმავლობაში ვერ გადაწყვიტეს ღონისძიება „ახალბაღში“ გაემართათ თუ სასტუმროში. მას შემდეგ რაც, წვიმა დაიწყო, გადაწყვეტილება მიიღეს და ღონისძიება გადაიტანეს რესტორანში, რის გამოც მერიის ტექნიკური უზრუნველყოფა აღარ დასჭირდათ."-წერია მერიის განცხადებაში.

აქვე აღნიშნულია, რომ მერიას ინტერნეტ ტელევიზია ,,POSTV“ - ი "რეგიონ ფეშენ ვიკის ჩვენებაზე არ მოუწვევია, ვინაიდან ის არ იყო ორგანიზატორი. განცხადებაში ნათქვამია, რომ "ფეშენ ვიქის" ორგანიზატორები მერიის მისამართით დაუსაბუთებელ ბრალდებებს აჟრერებენ.

,,განმარტებას გავაკეთებთ „POSTV“ - ის გადამღებ ჯგუფთან დაკავშირებითაც, მერია არ იყო ღონისძიების ორგანიზატორი და შესაბამისად არც ერთი ჟურნალისტი არ მიუწვევია.
აქვე ვაცხადებთ, რომ ამ დღეების განმავლობაში ორგანიზატორების მხრიდან მერიის მისამართით დაუსრულებლად ისმის არასწორი და ცრუ ბრალდებები. გორის მუნიციპალიტეტის მერია ამ წუთიდან უარს აცხადებს ამ საკითხებთან დაკავშირებით უპასუხოს კითხვებს. ეს არის უწყების ბოლო კომენტარი და ამ თემასთან დაკავშირებით განმარტებები აღარ გაკეთდება."-იუწყება მერია.

შეგახსნეებთ, რომ "რეგიონ ფეშენ ვიქის" ორგანიზატორებმა გორის მერიის მისამართით, რიგი ბრალდებები დღეს, შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრისთვის მიცემულ ინტერვიუში გაავრცელეს. 



Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.