Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
«« Абҵaрa 2025 »»
п в с ч п с в
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
იყო თუ არა ბანერი დაბმული? - მთავარი მტკიცებულება ,,თოკი" არ ჩანს
გორის ,,კეთილმოწყობის სააგენტოს" თანამშრომლის დაღუპვის ფაქტზე გამოძიება კვლავ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევით მიმდინარეობს. ამის შესახებ qartli.ge-ს შს სამინისტროს პრეს-სამსახურიდან აცნობეს.

მამაკაცი წუხელ 24 ივლისს ,,გორმედის" კლინიკაში გარდაიცვალა. 57-წლის ნუგზარ ლამაზოღლი 22 ივლისიდან რეანიმაციულ განყოფილებაში იყო მოთავსებული.

იყო თუ არა დაცული უსაფრთხოების ნორმები, ამის თაობაზე, შს სამინისტროში კომენტარს ჯერ არ აკეთებენ. გორის ,,კეთილმოწყობის სააგენტოს" დირექტორი ბაჩანა გვიანაშვილი ამბობს, რომ სატვირთო ავტომანქანის ძარაზე ბანერი თოკით იყო დაბმული.

qartli.ge-ს გადაღებულ ფოტოებზე კი, თოკი არსად ჩანს.



ნუგზარ ლამაზოღლი სატვირთო მანქანიდან ბანერთად ერთად გადმოვარდა. თავის არეში მძიმე ხარისხის დაზიანებები მიიღო. ბანერი, კეთილმოწყობის სააგენტოს თანამშრომლებს, გოგებაშვილის ქუჩიდან კულტურისა და დასვენების პარკში გადაჰქონდათ.

„ჩვენს სააგენტოს დაავალეს ღონისძიების ტექნიკური მხარდაჭერა. ორგანიზატორების დავალება იყო გადაგვეტანა ბანერი ერთი ადგილიდან მეორეზე. ბანერი მუშას არ უნდა გადაეტანა. უბრალოდ, დადეს სატვირთო მანქანაზე. სხვა საკითხია ის, თუ ვინ სად იყო და სად უნდა ყოფილიყო, ეს გაირკვევა. ბანერი გადატანის დროს დაბმული იყო, ასე ვიცი მე. მეტი უსაფრთხოების ზომები რაღა უნდა იყოს ამ შემთხვევაში? ეს ადამიანი მტვირთავ მუშად მუშაობს. ამ შემთხვევაში ეს მუშა ამ ღონისძიების ტექნიკურ მხარდაჭერაზე მუშაობდა. გამოძიებას ჩემთან ჯერჯერობით კითხვები არ ჰქონია. იმ დილითაც გადავიტანეთ სკამები, პარასკევსაც დავეხმარეთ და შაბათსაც. მერიის წერილი გვაქვს, რომ ტექნიკური მხარდაჭერა გვევალებოდა ღონისძიების. უსაფრთხოებიუს ზომები იყო თუ არა მაქსიმალურად დაცული, ამ კითხვას პასუხი საგამოძიებო უწყებამ უნდა გასცეს“ - გვითხრა გვიანიშვილმა.

ნუგზარ ლამაზოღლი გორის დასუფთავების სამსახურში 40 წლის მანძილზე მუშაობდა. მისმა შვილმა, რაფიკ რამაზოღლიმ განაცხადა, რომ კითხვები აქვს ,,კეთილმოწყობის სააგენტოს" ხელმძღვანელობასთან.

,,მამაჩემი თავის დღეში სულ დასუფთავებაში მუშაობდა, თითქმის 40 წელი. რატომ დაავალეს ის საქმე, რომელიც მას არ ეხებოდა?" - აცხადებს რაფიკ რამაზოღლი.

57-წლის მამაკაცი, ნუგზარ რამაზოღლი სატვირთო მანქანიდან (,,ზილი") გადმოვარდა. ის ძარაზე იჯდა და ბანერი ეკავა. მძღოლის თქმით, ძარაზე, რამაზოღლისთან ერთად, სხვა არავინ იმყოფებოდა.

ავტომანქანა მდინარე მეჯუდის სანაპიროზე მოძრაობდა.

,,კლინიკაში შემოყვანისას პაციენტის მდგომარეობა მძიმე იყო. იგი მოთავსებულია რეანიმაციულ განყოფილებაში. მიმდინარეობს შესაბამისი რეანიმაციული ღონისძიებები. პარალელურად უტარდება კვლევებიც. ცნობიერება კვლავ გათიშულია. მძიმე ფაქტთან გვაქვს საქმე", - აცხადებდა 22 ივლისს ექიმი დავით გასიტაშვილი.


იხ. ამავე თემაზე:

გორში მუშა მანქანიდან გადმოვარდა

გორში დაშავებული მუშა რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს

,,როგორ აღმოჩნდა მამაჩემი მაგ მანქანაზე?" - დაშავებული მამაკაცის შვილი გამოძიებას ითხოვს.

,,ბანერი დაბმული იყო მანქანაზე" - ამბობს გორის კეთილმოწყობის სააგენტოს დირექტორი

Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.