Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
«« Абҵaрa 2025 »»
п в с ч п с в
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
სიმონ ნოზაძე: ,,20-21 ივნისის ღამეს განვითარებულ მოვლენებზე დაკავებები უნდა გაგრძელდეს“
ხაშურის მაჟორიტარი დეპუტატის, სიმონ ნოზაძის თქმით, 20-21 ივნისის ღამეს, რაც პარლამენტის შენობის წინ მოხდა, დაუსჯელი არ უნდა დარჩეს.

დეპუტატის შეფასებით, დაკავებები გაგრძელდება, რადგანაც, ვიდეო კადრებში ყველაფერი ნათლად ჩანს.

როგორც პარლამენტარმა „მთავარის“ პრესკლუბში სტუმრობისას აღნიშნა, პარლამენტის წინ აღშფოთებული ახალგაზრდები იმყოფებოდნენ, თუმცა, ისინი იქ პოლიციელებისთვის ფარის წასართმევად არ მისულან და არც ძალადობდნენ.

“დაკავებები გაგრძელდება. ის კადრები რომლებიც არსებობს და პრაქტიკულად ყველა ტელევიზია იღებდა, აშკარად მიუთითებს ამ დარღვევების შესახებ. თანამედროვე ტექნოლოგიების პირობებში, დამნაშავეთა ამოცნობა დიდ პრობლემას არ წარმოადგენს. გააფთრებულები რომ ურტყამენ პოლიციელებს, მუდმივად ფიზიკურ ზეწოლას ახორციელებენ, ბუნებრივია, ისინი უნდა დაისაჯონ. რა თქმა უნდა, პარლამენტის წინ იყვნენ ახალგაზრდები, სტუდენტები, თინეიჯერები, მაგრამ ისინი არ არიან მზად იმისათვის, რომ ფარი წაართვან პოლიციელს, სპეცრაზმელს, ან მასაში “შეითრიონ” და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენონ. ეს მხოლოდ სათანადოდ მომზადებულ ადამიანებს შეუძლიათ. აშკარაა, რომ ვინც პოლიციელებს ურტყამდა, თვითონ დარტყმის მანერა, როდესაც მუშტს ურტყამენ, ეს არის ისინი სათანადოდ მომზადებულებიც იყვნენ. ახალგაზრდების გულწრფელი აღშფოთება გამოიყენა იმ პატარა ჯგუფმა საკუთარი ინტერესებისთვის, რომ ძალადობრივი გზით შეეღწიათ პარლამენტში და გამოეცხადებინათ, რომ მათ ხელისუფლება ჩაიგდეს ხელში. ეს იყო ვა-ბანკზე წასვლა “ნაც. მოძრაობისა”, რომლის დამგეგმავები იცით, სადაც არიან – მიხეილ სააკაშვილი და ბიძა, ბატონი ალასანია”– განაცხადა სიმონ ნოზაძემ.

დეპუტატის შეფასებითვე, “გავრილოვის ფაქტმა” რომ ახალგაზრდები აღაშფოთა, ეს კარგია და მომავალი საქართველო სწორედაც რომ მათია.

“მთელ ამ პროცესებში მნიშვნელოვანი იყო 21 ივნისის მიტინგი, როდესაც 15 ათასამდე ახალგაზრდა მოვიდა და სკანდირებდა “საქართველოს”. მე ასეთი ახალგაზრდებისთვის მინდა პოლიტიკური მომავალი და ასპარეზი. მომავალი საქართველოს მე ამ ახალგაზრდებს ვუკავშირებ.“

ცნობისთვის, 20-21 ივნისის მოვლენებზე თავდაცვის ყოფილი მინისტრი და პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი დააკავეს.

მასთან ერთად, შსს-მ კიდევ 4 პირი აიყვანა.

როგორც ძალოვან უწყებაში აცხადებენ, ირაკლი ოქრუაშვილი ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის მუხლით არის დაკავებული.
Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.