Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
,,Цы куы зæгъай, чи йæхи барæй ацыд, чи…
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй
Гудзаргоммæ
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
გორის საკრებულოს წევრებს შორის დაპირისპირების საკითხს თავმჯდომარე განიხილავს
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დამოუკიდებელი წევრი ირმა
ამბარდნიშვილი ვარიანის მაჟორიტარი წარმომადგენლის უფლებამოსილების
შეწყვეტას ითხოვს. ამის შესახებ ირმა ამბარდნიშვილმა qartli.ge-ს
განუცხადა. მისი თქმით, ჯანდაცვის კომიისს სხდომის დასრულების შემდეგ
მიხეილ გოგებაშვილმა აგინა და საცემად გაიწია.
„ავთო შოშიაშვილი რომ არ ჩამდგარიყო შუაში, მცემდა. მაგინა და სიტყვიერი შეურაცხყოფაც მომაყენა. უახლოეს დღეებში საკრებულოს თავმჯდომარეს განცხადებით მივმართავ და მოვითხოვ მიხეილ გოგებაშვილს შეუწყვიტონ უფლებამოსილება, ასევე, ვაპირებ პროკურატურაშიც შევიტანო განცხადება მის წინააღმდეგ. ვარიანის წარმომადგენელი ჩემმა კითხვამ გააღიზიანა და შეტევაზე გადმოვიდა. მე მას ვკითხე, თუ როგორ დაირეგისტრირა ,,28 მეასედი" მიწის ნაკვეთი ვარიანში და რატომ წაართვა კოკაურების ოჯახს? მე ვიცი, რომ ეს ტერიტორია გიორგი კანდელაკის ინტერესშია, საკრებულოს დეპუტატს კი იყენებს, იმისთვის უფრო და უფრო მეტი მიწა დაირეგისტრიროს. კოკაურებს იქ ხეხილის ბაღი ჰქონდათ გაშენებული. მძიმე ტექნიკით მოუსწორეს და ახლა სარწყავ წყალსაც აღარ აძლევენ. გოგებაშვილმა ეს ადგილი კანონსაწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად განმოყენების გზით დაირეგისტრირა და წაართვა გაჭირვებულ ოჯახს, საკრებულოს წევრის უკან კი, გიორგი კანდელაკი დგას. ამ მიწის ნაკვეთზე გიორგი კანდელაკმა გზა გაიყვანა, რომელიც მის საკალმახეებამდე მიდის.“ - აცხადებს ირმა ამბარდნიშვილი.
ვარიანის მაჟორიტარი წარმომადგენელი, მიხეილ გოგებაშვილი აცხადებს, რომ მიწის ნაკვეთი, მას კანონის დაცვით, დაირეგისტრირა. ,,მე, როგორც ადგილობრივი მკვიდრი, მეკუთვნოდა მიწის ნაკვეთი. ფაქტობრივად, ნორმა შემისრულდა, რომელიც ყველა მოსახლეზეა გათვალისწინებული. მინდა ისიც ვთქვა, რომ ეს მიწის ნაკვეთი არ წარმოადგენდა ვინმეს საკუთრებას. ის იყო აუთვისებელი. უბრალოდ, სტრატეგიულ ადგილზე მდებარეობს. მანამდე ნებისმიერს შეეძლო მისი დარეგისტრირება" - აცხადებს მიხეილ გოგებაშვილი.
შეგახსენებთ, qartli.ge გუშინ წერდა, რომ საკრებულოს წევრებს შორის კომისიის სხდომის დამთავრებისას სიტყვიერ დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი.
იხ. ამავე თემაზე:
,,ვინ არის კარგმო.....ლი?!" - დაპირისპირება გორის საკრებულოს კომისიის სხდომაზე

Æндæр æмæ æндæр
Популярон ногдзинæдтæ
![]() |
Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад. |
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government. |