Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
«« Абҵaрa 2025 »»
п в с ч п с в
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
კასპის მერი: ,,ფერისცვალების შემდეგ მიწაში წყალი მოიმატებს"
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ კავთისხევში, ქვემო ჩოჩეთის უბანში, სასმელი წყალი ორ დღეში ერთხელ მიეწოდებათ, ისიც მხოლოდ 1 ან 2 საათის განმავლობაში.

,,მერიამ კი მიპასუხა, წყალი თვითონ კასპს არა აქვს და თქვენ რას ითხოვთო? თქვენი სოფლის გამგებელმა ერთი გზის მოხრეშვა მოინდომაო. ძალიან გასაკვირია, როცა სოფელში კეთილმოწყობილი გზაა, ჩემი სოფლის გამგეობა რატომ ითხოვს გზის მოხრეშვას, როდესაც სოფელი წყლის გარეშე გაუსაძლის მდგომარეობაშია." - აცხადებს ადგილობრივი მცხოვრები.

ირკვევა, რომ კავთისხევში დგას 600 ტონიანი ავზი, რომელსაც სისტემატიურად ავსებენ, რომლითაც კარგად სარგებლობენ ზედა უბნელები, მათ შორის, სოფლის გამგებლის ოჯახიც.

კასპის მერი მანუჩარ მერებაშვილი აცხადებს, რომ კავთისხევში, ჩოჩეთის უბანში, სასმელი წყლის სიმცირე გვალვის პერიოდს უკავშირდება:

„19 აგვისტოს ფერისცვალების დღესასწაულია, სწორედ ამ პერიოდიდან იწყებს ტემპერატურა დაწევას, ნალექი მოვა, მიწაში წყალი მოიმატებს და მოსახლობას სასმელი წყლის პრობლემები მოეხსნება“- თქვა მანუჩარ მერებაშვილმა.

კასპის მერის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი, აჩიკო გიგოლაშვილი აცხადებს, რომ პრობლემა თავად კავთისხეველებმა უნდა მოაგვარონ:

,,ზოგ ოჯახში ამ წყლით ნაკვეთებს რწყავენ. ეს თვითონ სოფლელებმა უნდა დაარეგულირონ" - აცხადებს აჩიკო გიგოლაშვილი.

ჩოჩეთის უბნელები ამბობენ, რომ მიუხედავად წყლის სიმცირისა, ყოველთვიურ გადასახადს 1 ლარის ოდენობით თითო სულზე, მაინც იხდიან.

,,ჩვენს სოფელში რომ წყლის პრობლემა მოგვარებული იყოს, ამ ერთ ლარს აღარ გადავიხდიდით. არსებობს რაღაც სამსახური, რომელსაც 1 ლარს მომსახურების სანაცვლოდ ვუხდით. თუმცა, რის სანაცვლოდ ვიხდით, როდესაც წყალი არა გვაქვს? როგორც ჩანს, არ უნდათ ამ საკითხის მოგვარება, რადგან იმ თანხას დაკარგავენ, რომელსაც ყოველთვიურად აგროვებენ." - აცხადებს ქვემო ჩოჩეთის უბანში მცხოვრები მოქალაქე.

იხ. ამავე თემაზე:

კასპის მერის განცხადება Qartli.ge-ზე გამოქვეყნებული სტატიის შესახებ
Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.