Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
«« Абҵaрa 2025 »»
п в с ч п с в
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
გამორჩეული ექსპონატები გორის ეთნოგრაფიულ მუზეუმში
გორის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის მეცნიერ თანამშრომელი, ნათია ბერუაშვილი იმ არქეოლოგიურ ექსპონატებზე გვიყვება, რომლებიც განსაკუთრებით საინტერესოა და რომლის გამოც მუზეუმი აუცილებლად უნდა მოინახულოთ. ასეთია მაგალითად ირმის ფორმის სასმისი, რომელსაც ,,ვახტანგურის’’ წინამორბედსაც კი უწოდებენ.

,,გა
ნსხვავებული სასმისია იმიტომ, რომ მას ორი შვერილი აქვს და სავარაუდოდ ორი პიროვნება მიირთმევდა ამ ორი შვერილიდან. ეს არის ასე ვთქვათ ,,ვახტანგურის’’ წინამორბედიც. მასში დაახლოებით ორ ლიტრამდე სითხე ისხმეოდა. მას ცალკე დეტალი აქვს საიდანაც სითხეს ასხამდნენ’’ - გვიყვება ნათია ბერუაშვილი.

გვესაუბრება ასევე, ტყვიავის ყორღანულ სამარხში აღმოჩენილ ტომის ბელადის სამარხზე და უნიკალურ დიადემაზე, რომელიც მსოფლიოში სულ ხუთია. აქედან სამი კი გორის ისტორიულ-ეთნოგრაფილ მუზეუმშია დაცული.



,,ეს არის ტყვიავის ყორღანული სამარხის რეალური ნაწილი და არა ბუტაფორია. არქეოლოგებმა როგორი სახითაც იპოვეს ისეთი სახით არის წარმოდგენილი. ადამიანი ხელებ და ფეხებ მოხრილ მდგომარეობაშია დაკრძალული. ეს იმას მიგვანიშნებს, რომ მათ კარგად იცოდნენ მედიცინა და ემბრიონის ფორმა. დედის მუცელში როგორი ფორმითაც იყო ბავშვი, ამ ქვეყნიდანაც იგივე ფორმით უნდა წასულიყო. საინტერესოა, ის რომ მიცვალებულთა უმრავლესობას თავი დასავლეთით ჰქონდა. თვლიდნენ რომ მზის ამოსვლა სიცოცხლის დასაწყისთან ასოცირდებოდა, მზის ჩასვლა კი სიკვდილთან, ამიტომაც მიცვალებულებს თავი დასავლეთით ჰქონდათ დასვენებული.

ჩატანებული ინვენტარი გვაძლევს საშუალებას განვსაზღვროთ თუ ვის ეკუთვნის სამარხი. ამ შემთხვევაში წარმოდგენილია საბრძოლო იარაღი და კვერთხის თავის ნაწილი ანუ ძალაუფლების სიმბოლო და მიგვანიშნებს, რომ ტომის ბელადი იყო. რადგან არ გვაქვს სამკაულები, სანელსაცხებლე ჭურჭელი, რიგითი ადამიანიც იტყვის რომ სამარხი ეკუთვნის მამაკაცს.



ეს კი გახლავთ დიადემა, რომელიც ჩვ.წ.აღ III ათასწლეულის პირველი ნახევრით თარიღდება. უნიკალური გახლავთ იმით, რომ მსოფლიოში ასეთი დიადემა სულ ხუთია და აქედან სამი საქართველოში’’ - ამბობს მუზეუმის მეცნიერ თანამშრომელი, ნათია ბერუაშვილი.

რაც შეეხება დაფნის გვირგვინს, ის ერთ-ერთი ახალი მასალაა ეთნოგრაფიულ მუზეუმში. ის ახალი წ.აღ-ის მე-2 და მე-4 საუკუნეებით თარიღდება. მასთან ერთად, სოფელ ბერბუკში, აღმოაჩინეს ოქროს საყურეები.



გორის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში 48100-ზე მეტი ექსპონანტია დაცული.


Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.