Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
«« Абҵaрa 2025 »»
п в с ч п с в
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
,,სამმხრივი" და ,,ხუთმხრივი" საკრავები გორის მუზეუმში
გორის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში არაერთი საინტერესო ექსპონატი ინახე, მათ შორის აღსანიშნავია სამმხრივი და ხუთმხრივი მუსიკალური საკრავები, რომლებზეც მუზეუმის მეცნიერ-თანამშრომელი ნათია ბერუაშვილი გვიყვება:

,,სამმხრივი ფანდური - ჩვეულებრივი ფანდურისგან განსხვავდება იმით რომ სამივე მხარეს სიმები აქვს გაწყობილი და მუსიკოსს სამივე მხარეს შეეძლო დაეკრა. შექმნილია ვინმე ალექსანდრე შენგელაიას მიერ, რომელიც გორელი ოსტატი გახლდათ. შემოსულობათა წიგნში ვკითხულობთ, რომ ალექსანდრე შენგელაიამ 1947 წლის 25 დეკემბერს თვითონ შემოიტანა მუზეუმში ეს საკრავები. სამწუხაროდ, ამ პიროვნების შესახებ მეტი ცნობები არ გვაქვს.

ერთ-ერთი ისტორია ფანდურის შესახებ ასეთია: როდესაც მუსიკოსი მიდიოდა დღესასწაულზე ადამიანების განწყობის ასამაღლებლად და დაკვრის სანაცვლოდ მსმენელისგან თანხას იღებდა, თუ სიმი გაუწყდებოდა, მსმენელს კარგავდა, სანამ არ გააკეთებდა ან არ გადააბამდა სიმს. ამიტომ სამმხრივის შემთხვევაში სწრაფად შეეძლო მოეტრიალებინა მეორე მხარეს და ისევ გაეგრძელებინა დაკვრა.

არსებობს მეორე ვერსიაც: ცნობილია, რომ მუსიკაში არსებობს ტენორი, ბარიტონი, ბანი და სიმებიც თითოეულ მხარეზე შესაბამისად იყო დაჭიმული. სამივე ხმა ერთდროულად თუ არ მღეროდა და ვთქვათ ბანი იწყებდა, მაშინ მუსიკოსიც შესაფერისად ატრიალებდა საკრავს.



მუზეუმში ინახევა, ასევე, ხუთმხრივი მუსიკალური საკრავი. მასზე გამოკვეთილია, როგორც ქართული ხალხური საკრავები ისე მსოფლიოს სხვადასხვა კულტურისა.

,,მაგალითად, მასზე არის, როგორც გიტარა და მანდოლინა(იტალიური ხალხური საკრავი) ასევე, სამი ფანდური. ეს მთლიანი საკრავი ერთი ხისგან არის შექმნილი. აკუსტიკა დაცულია. თითოეული საკრავი შესაფერისად ჟღერს, როგორც თითოეული ცალ-ცალკე აქვს. ესეც შენგელაიას მიერ არის შექმნილი. მსგავსი საკრავების დამზადება უშუალოდ ხდებოდა კაკლის, თუთის ან ჭერმის ხისგან. აქ წარმოდგენილი საკრავები კი სავარაუდოდ კაკლის ხისგანაა დამზადებული." - ამბობს ნათია ბერუაშვილი.


იხ. ამავე თემაზე:


გამორჩეული ექსპონატები გორის ეთნოგრაფიულ მუზეუმში

Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.