Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
«« Абҵaрa 2025 »»
п в с ч п с в
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
კავთისხევის მწვანე კინოკლუბი: - ,,ერთს შეუძლია შეცვლა"
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ კავთისხევში,  „მწვანე კინოკლუბი“ შეიქმნა. კლუბის დაარსების დღეს, უარი თქვეს მაღაზიიდან წამოღებულ ცელოფნებზე და მეორადი მაისურებისგან ხელნაკეთი ჩანთები გააკეთეს.

კლუბის წევრები მოსახლეობაში ნარჩენების მართვის კულტურის ჩამოყალიბებას უწყობენ ხელს და საინფორმაციო კამპანიას აწარმოებენ. კამპანიის ფარგლებში თვალადის საჯარო სკოლის შენობის წინ კინოსეანსი გაიმართა. ბავშვებმა ისეთი ფილმები უჩვენეს, სადაც ნარჩენების სეპარირების (გადარჩევას) აუცილებლობაზეა ყურადღება გამახვილებული.

კლუბის ორგანიზებით, სამი კვირის მანძილზე, უკვე ორი საჯარო ჩვენება მოეწყო. პირველი გორში, ფესტივალის „უთხარი არა პლასტმასს“ ფარგლებში, მეორე კი კავთისხევში, თვალადის სკოლის ტერიტორიაზე. ჩატარდა ვიქტორინა ნარჩენების დაშლის შესახებ დასმული კითხვებით და ფილმის ირგვლივ დისკუსია გაიმართა, რომელშიც ადამიანები ბუნებისთვის წართმეული გულის გამო, კატასტროფის წინაშე დგანან.



,,ყველა ბედნიერი იყო და გახარებული იმის გამო რომ ჩვენს სოფელში ეს ამბავი ხდებოდა. ბევრმა გვთხოვა ხშირად გვაჩვენეთ ასეთი ფილმებიო. რაც ყველაზე მეტად გვიხარია, არის ის რომ ყველაფერი, რაზეც ვსაუბრობთ და რასაც ვიგებთ, მაშინვე პრაქტიკაში გადაგვაქვს. მაგალითად, რამდენიმე დღის წინ, მეორადი, ნარჩენი სკოლის ავეჯისგან - საჭირო და გამოსაყენებელი ნივთი შევქმენით. მხატვარ ზურა ცოფურაშვილთან და ელენე გაბრიჩიძესთან ერთად, მიტოვებული სკოლის სარდაფში ნაპოვნი, მეცხრამეტე საუკუნის მერხისგან და დაფისგან, საკუთარი ხელით, ახალი, მულტიფუნქციური „ავეჯი“ შექმნეს" - აცხადებენ კლუბის წევრები.

საქართველოს ნარჩენების მართვის ეროვნული სტრატეგიისა და ეროვნული სამოქმედო გეგმის თანახმად, ჩვენი ქვეყანა ისწრაფვის იყოს ნარჩენების შემცირებაზე, სეპარირებულად შეგროვებასა და რეციკლირებაზე ორიენტირებული. ამავე დოკუმენტებით აღებული ვალდებულების მიხედვით, 2025 წლისთვის გამართული უნდა გვქონდეს ქაღალდის, მინის, მეტალისა და პლასტმასის სეპარირებულად გადამუშავების სისტემა. 2019 წლიდან, ყველა მუნიციპალიტეტს აქვს ნარჩენების სეპარირების ვალდებულება, რომლის სახელმწიფო დონეზე შესრულებისთვისაც მოქალაქეების ინფორმირებულობა, ღიაობა და ჩართულობა გადამწყვეტია.

„კავთისხევის მწვანე კინოკლუბის“ მხარდამჭერები: "თვალადის საჯარო სკოლა" და "კასპის მუნიციპალიტეტის კავთისხევის ადმინისტრაციული ერთეულია". პროექტს ახორციელებს „აჰუაჰუ - ფონდი კულტურის განვითარებისთვის“, ორგანიზაცია CENN-ის USAID WMTR II პროგრამის ფარგლებში, USAID-ის მხარდაჭერით.

იხილეთ ღონისძიების ბმული ფეისბუქზე >> https://www.facebook.com/events/416878058918138/
Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.