Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
«« Абҵaрa 2025 »»
п в с ч п с в
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
გუგუტიანთკარში ლავრენტი გუგუტიშვილისა და დავით რაზმაძის სახლის ეზოები შეღობეს
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ გუგუტიანთკარში რუსმა სამხედროებმა საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ღობეების მონტაჟი გააგრძელეს.

შეღობეს ადგილობრივი მცხოვრების, ლავრენტი გუგუტიშვილის და გივი რაზმაძის სახლის ეზო. ინფორმაციას ანტისაოკუპაციო მოძრაობა ,,ძალა ერთობაშიას" ლიდერი დავით ქაცარავა ავრცელებს.

მის მიერ გადაღებულ ფოტოებზე ჩანს ახალი დამონტაჟებული ბოძები.  დავით ქაცარავას განცხადებით, ღობის მიღმა ახლადრეაბილიტირებული ჭაბურღილი დარჩა.

2019 წლის 7 აგვისტოს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარის სიახლოვეს საოკუპაციო ძალების მხრიდან განახლდა ხელოვნური ბარიერების აღმართვის უკანონო პროცესი.

ინფორმაციის მიღებისთანავე საგარეო უწყებამ აამოქმედა მის ხელთ არსებული ყველა ბერკეტი: დაუყოვნებლივ მოხდა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ფარგლებში არსებული ცხელი ხაზის ამოქმედება. ინფორმაცია მიეწოდა საერთაშორისო თანამეგობრობის წარმომადგენლებს, მათ შორის, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებს.

ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან მიმდინარე პროცესის სათანადო შეფასებისა და რუსეთის ფედერაციის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისკენ მოწოდების აუცილებლობას.

საოკუპაციო ხაზზე აღნიშნული უკანონო სამუშაოები უარყოფითად აისახება სამშვიდობო მოლაპარაკებებზე და ასევე, კიდევ უფრო ართულებს კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ისედაც მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობას და უსაფრთხოების არსებულ გარემოს.
Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.