Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
«« Абҵaрa 2025 »»
п в с ч п с в
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
მსმენელმა თავდაცვის აკადემიას სასამართლოში დავა მოუგო
ოცეულის მეთაური, რომელმაც თავდაცვის აკადემია დატოვა და სწავლის გაგრძელება საზღვაო აკადემიაში მოიდნომა, ჯარიმისგან თითქმის გათავისუფლდა. ამის შესახებ გადაწყვეტილება უზენაესმა სასამართლომ მიიღო.

დაკისრებული 10 000-ლარიანი ჯარიმა იუნკერს მოეხსნა. სასამართლომ მიიჩნია, რომ თავდაცვის სამინისტრომ პირგასამტეხელოს სახით საკმადო არაადეკვატური თანხა დააკისრა. ჯარისკაცს, საოჯახო პირობებიდან და შემოსავლებიდან გამომდინარე, მხოლოდ, 500 ლარი დაეკისრა. 9500 ლარის ნაწილში, თავდაცვის სამინისტროს სარჩელი, არ დაკმაყოფილდა.

საქმე იმაშია, რომ ოცეულის მეთაურმა 2018 წლის 27 ივნისს სწავლის თავდაცვის აკადემიის ხელმძღვანელობას წერილობით მიმართა და აღნიშნა, რომ იგი სწავლის გაგრძელების მიზნით, აკადემიას ტოვებდა. საკონტრაქტო ხელშეკრულების მიხედვით, გ.გ თავდაცვის აკადემიაში ოთხი წლის განმავლობაში უნდა დარჩენილიყო. იმავე დღეს, პირადი პატაკის გამო ოცეულის მეთაური გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა სამხედრო სამსახურიდან რეზერვში.

თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი უთითებდა, რომ მხარეებს შორის გაფორმებული კონტრაქტის თანახმად, სამხედრო მოსამსახურის მიზეზით მისი ვადამდე დათხოვნის შემთხვევაში, მას ეკისრება ჯარიმის სახით 10 000 ლარის გადახდის ვალდებულება.

მსმენელად ყოფნის პერიოდში იუნკერმა ლეიტენანტის წოდება მიიღო, ასევე, დაიმსახურა ,,მადლობა", 2017 წელში დაინიშნა ოცეულის მეთაურად. ამის შებდე, 2018 წლის გაზაფხულზე პატაკით მიმართა ბატალიონის მეთაურს და სწავლის გაგრძელების მოტივით, ითხოვა სამსახურიდან დათხოვნა.

ოცეულის მეთაურმა სწავლა ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში გააგრძელა. ჩაირიცხა საზღვაო საინჟინრო ფაკულტეტის გემის მექანიკის ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამაზე. სწორედ, ამის გამო, ის 10 000 ლარით დააჯარიმეს. მსმენელს სახლში მხოლოდ დედა ჰყავს.

სასამართლომ იმსჯელა სამხედრო მოსამსახურისთვის დაკისრებულ ჯარიმის ოდენობაზე და მიიჩნია, რომ ის საკმაოდ დიდია, თანაც, სოციალური პირობებიდან გამომდინარე, - უსამართლო.

,,სასამართლოს მითითებით, განსახილველ შემთხვევაში, მართალია, ადმინისტრაციული ხელშეკრულებით ვალდებულების შეუსრულებლობისთვის დადგენილი პირგასამტეხლოს სახე – ჯარიმა, მხარეთა მიერ არის შეთანხმებული, მაგრამ არსებული სოციალური ფონისა და ჯარისკაცის მდგომარეობის გათვალისწინებით, აშკარად შეუსაბამოა და მძიმე მატერიალურ პირობებში აყენებს მხარეს. სასამართლოს ამოცანაა მხარე დაიცვას უსამართლო და სამოქალაქო ბრუნვისთვის მიუღებელი ტვირთისაგან. სასამართლოს მინიჭებული აქვს უფლებამოსილება შეამციროს „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო, როცა ამას საჭიროებს დაზარალებულის ინტერესები. სასამართლო მხედველობაში იღებს არამარტო მის ქონებრივ, არამედ ყველა სხვა პატივსადებ ინტერესს. სასამართლო აფასებს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან." - აღნიშნულია გადაწყვეტილებაში.

 

Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.