Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
«« Абҵaрa 2025 »»
п в с ч п с в
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
მღვდელმთავარმა ანდრიამ ქადაგებისას ატენის სიონის მდგომარეობაზე ისაუბრა
„ის ბზარი, რომელიც არსებობს აქ, ისტორიულ ტაძარში, სამწუხაროდ ბზარი არის გასამაგრებელი,“-ამის შესახებ გორისა და ატენის მიტროპოლიტმა მეუფე ანდრიამ, ეტენის სიონში, წუხელ ღამით, მარიამობის ღამეს, ქადაგებისას ისაუბრა.

მიტროპოლიტის თქმით, გამაგრება ესაჭიროება გუმბათს და სახურავს.

„10 წელზე მეტია, 2003 წელიდან დაიწყო სიონის ტაძრის რეაბილიტაცია. ამ ხნის განმავლობაში მიდიოდა ეს პროცესი აქტიურად, ხან შენელდებოდა მაგრამ, ღვთის წყალობით, აი ახლაც ბოლო ეტაპი, რომელიც შესრულებული იქნა, ეს იყო კედლის გამაგრება. კიდევ არის დარჩენილი სხვა სამუშაოები, უნდა გუმბათი გამაგრდეს, ის ბზარი რომელიც არსებობს აქ, ისტორიულ ტაძარში სამწუხაროდ ბზარი არის გასამაგრებელი. საპატრონებელი არის სახურავზეც მაგრამ, ღვთის შეწევნით გვჯერა, რომ ყოველივე ეს წარიმართება სიკეთით და ეს წმინდა ადგილი ჩვენი ერისა, კვლავ გახდება ადგილი სამონაზვნო ცხოვრების და ღვაწლის, როგორც იყო ეს საუკუნეების მანძილზე,“-განაცხადა მეუფემ.

გორისა და ატენის მიტროპოლიტმა განვლილ წლებზეც ისაუბრა და თქვა, რომ ატენის სიონმა რთული პერიოდი გამოიარა.

მისი თქმით, ატენის სიონი ათლწლეოლობის განმავლობაში უპატრონოდ იყო მიტოვებული.

„თქვენ ყველამ იცით, რომ ახლა გაიწმინდა კედლები, იმუშავეს რესტავრატორებმა და მათი მადლიერი ვართ მაგრამ ჩრდილოეთ მხარეზე ეტყობა, რომ უფრო მუქი არის და შავი. ეს სიშავე ჩვენ ვფიქრობდით რომ იყო მური, ვიცოდით რომ აქ, სამწუხაროდ შემოიყვანდნენ ნახირს, ასეთი ჟამიც იყო და პერიოდიც და შესაძლებელი იყო ცეცხლი გაეჩაღებინათ მაგრამ, აღმოჩნდა რომ ეს კი არ ყოფილა მური, არამედ ეს ყოფილა სკორე. სკორე ღამურებისა, და ღამურა თქვენ მოგეხსენებათ ბინას იდებს იქ, სადაც უპატრონოდ არის მიტოვებულია რამე. და ეს უპატრონობის წლები გამოიარა, ათწლეულები გამოიარა ამ წმინდა ტაძარმა და ახლა დაწყებული პროცესი მონასტრის აღდგენისა, ჩვენ გვწამს რომ ღვთის შეწევნითა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მეოხებით მივა ბოლომდე და ეს ადგილი იქნება ადგილი ღვთის დიდების და ყოვლად წმინდა ღვთისმშობლისადმი ჩვენი ერისათვის ლოცვვის,“-აღნიშნა მიტროპოლიტმა.

ატენის სიონი ღვთისმშობლის მიძინების სახელობისაა, ისტორიული ძეგლი თარიღდება VII ს-ის I ნახ-ით. 

Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.