Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
«« Абҵaрa 2025 »»
п в с ч п с в
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
ირაკლი ანთაძე: „ოსური დელეგაციის წევრები შეხვედრის დატოვებით იმუქრებოდნენ“
ერგნეთში, ინციდენტების პრევენციების და მათზე რიაგირების მექანიზმების სამუშაო შეხვედრა დღის წესრიგის მიხედვით ვერ წარიმართა.

ამის შესახებ ჟურნალისტებს სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა, ირაკლი ანთიძემ განუცხადა.

მისი თქმით, 10 საკითხიდან დღეს მხოლოდ 1 საკითხზე ისაუბრეს.

,,შეხვედრა დაიწყო უსაფრთხოების გარემოს მიმოხილვით, რაზედაც განიხილებოდა ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანას მიმდებარედ საოკუპაციო ძალების მიერ განხორციელებული პროვოკაციული ქმედებები. აღნიშნული საკითხის განხილვისას ცხინვალის წარმომადგენლებმა საოკუპაციო ძალების მხარდაჭერით დაიჭირეს უკიდურესად დესტრუქციული პოზიცია და რამდენჯერმე გააჟღერეს ულტიმატუმი და დაემუქრნენ IPRM -ის ფორმატის ფუნქციონირებას, იმ შემთხვევაში თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდებოდა. ცენტრალური ხელისუფლების მიერ ხაზგასმით იქნა დაფიქსირებული პოზიცია, რომ IPRM-ი არ გახლავთ ის ფორმატი, სადაც მისაღებია ულტიმატუმების ენით საუბარი და ნებისმიერი საკითხი შესაძლებალია განხილული იქნას დიალოგის გზით. სამწუხაროდ ცენტრალური ხელისუფლების მიერ გაჟღერებული კონსტრუქციული შეთავაზებები არ იქნა გაზიარებული და მათ მორიგ ჯერზე ჩაშალეს შეხვედრა,“-ანაცხადა ანთაძემ.

ცნობისთვის, ხაშურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჩორჩანასთან ახალი ქართული საგუშაგოს გახსნას დე-ფაქტო ხელისუფლების მწვავე შეფასებები მოჰყვა.

ოკუპირებულ სოფლებში, გვირგვინასა და წნელისში დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი ჩავიდა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.

ამის შესახებ ინფორმაცია რუსულმა სააგენტომ ,,რია ნოვოსტიმ" გაავრცელა.

ანატოლი ბიბილოვმა ადგილობრივ მცხოვრებლებს განუცხადა, რომ მოსახლეობას დე-ფაქტო რესპუბლიკის შეიარაღებული ძალები დაიცავენ.

სააგენტოს ცნობით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბლოკ-საგუშაგოები სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე განათავსა.





Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.