Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
«« Абҵaрa 2025 »»
п в с ч п с в
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
კურორტ ,,საირმეს" დირექტორი გორის დეპუტატის შვილის კომპანიას უჩივის
კურორტ ,,საირმეს" ადმინისტრაცია კომპანია ,,შარას" ფინანსური ზარალის ანზღაურებას სთხოვს. ამის თაობაზე, გორის მაჟორიტარი დეპუტატის, იოსებ მაკრახიძის საოჯახო კომპანიას სასამართლოში უჩივლეს.

მოსარჩელის განმარტებით, ,,საირმესთან" მისასვლელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებისას, ადგილი ჰქონდა ქვათაცვენას. ამის გამო, საკურორტო სეზონზე, ,,საირმეში" ტურისტებმა დაჯავშნული ნომრები გააუქმეს, ,,საირმემ" კი შემოსავლები დაკარგა.

,,თვითონაც არ იციან, რას ჩივიან. ვერ ამტკიცებენ, რომ სასტუმროში, გზის გამო, ტურისტები არ მივიდნენ. ჩვენ იქ საშვილიშვილო საქმე გავაკეთეთ. საგზაო დეპარტამენტის დაკვეთით, ინფრასტრუქტურა მოვაწყეთ. ჩვენი ბრალი არ ყოფილა, თუ მათ სეზონი ჩაუვარდათ" - აცხადებს კომპანია ,,შარას" დირექტორი ამირან მშვენიერაძე.

თუ რა რაოდენობის თანხა დაკარგა კურორტმა, კურორტ ,,საირმეს" ადმინისტრაციას დავუკავშირდით, სადაც გვითხრეს, რომ სასტუმროს მეპატრონესთან კონსულტაციების გავლის შემდეგ, დაგვიკავშირდებიან.

კურორტი "საირმე" მდებარეობს სუბტროპიკული სარტყლის მთიან ზონაში, ქუთაისის სამხრეთით ზღვის დონიდან 950 მ-ზე და ადმინისტრაციულად ბაღდათის რეგიონს ეკუთვნის. მწვანე საფარი შეადგენს 60 ჰექტარს და არის ერთადერთი კურორტი, სადაც 4 სხვადასხვა სამკურნალო თვისების და 1 თერმული წყარო ამოედინება და მრავალი დაავადების განკურნებაა შესაძლებელი. კომპლექსში წარმოდგენილია 3 სასტუმრო, 342 ნომერით, სადაც 1000-მდე ადამიანის განთავსების შესაძლებლობაა ერთდროულად. აგრეთვე საირმის ლანდშაფტის მოდერნიზებაც განხორციელდა: ჩატარდა მნიშვნელოვანი სამუშაოები სარეკრეაციო და საკვები ობიექტების მოსაწყობად.

შპს „შარაში” დეპუტატ მაკრახიძის შვილი, ოფელია მაკრახიძე ფლობს 33% წილს. იოსებ მაკრახიძის გორის მაჟორიტარობის კანდიდატად დასახელებიდან 2019 წლის მაისის ჩათვლით, „შარა”-მ 26 სახელმწიფო შესყიდვიდან 16 მილიონ ლარამდე მიიღო, მათ შორის 3 236 363 მილიონი გორის, ქარელის და ბორჯომის მუნიციპალიტეტების 8 შესყიდვიდან, რომლებშიც „შარა” ტენდერების ერთადერთი მონაწილე იყო.
Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.