Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
,,Цы куы зæгъай, чи йæхи барæй ацыд, чи…
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй
Гудзаргоммæ
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
ნიკო ლომოურის სახლ-მუზეუმის შესახებ გორის არქივში ახალი ცნობები აღმოჩნდა
მე-19 საუკუნით დათარიღებულ სახლ-მუზეუმს ამჟამად რეაბილიტაცია
უტარდება. გორის არქივში მოიძებნება უნიკალური მასალები, რომელიც
რეპრესიების შემდეგ, ნიკო ლომოურის ოჯახის წევრების მძიმე ყოფას
ასახავს.
ასე მაგალითად, გორის არქივის თანამშრომლის, ქეთევან მაჭარაშვილის მიერ მოძებული დოკუმენტით ირკვევა, რომ 1947 წელს, სახლი სიძველის გამო დანგრევის პირას იყო. ამავე დოკუმენტებით ცნობილია, რომ ნიკო ლომოურს ეზო ჩამოართვეს
დოკუმენტში ვკითხულობთ:
„მწერალ ნიკო ლომოურის შვილებს თამარი-ნინო და იულონ ლომაურებებს აქვთ სახლი სოფელ არბოში და პატარა ეზო 0,05 ჰა, რომელიც მიწის ამზომი კომისიის მიერ ჩამორთმეული ჰქონდათ, რაიაღმასკომის 1940 წლის 15 აგვისტოს გადაწყვეტილებით დაუბრუნდეთ სახლის წინ ეზო, როგორც გამონაკლისი ერთეული შემთხვევა“.
1947 წელი- „მწერალ ნ. ლომაურის სახლი სოფ. არბოში განიცდის ნგრევას სიძველის გამო, აღნიშნული სახლის შეკეთების მიზნით რაიაღმასკომი ადგენს: დაევალოს გორმშენის თავმჯდომარეს გ. დემუროვს გასცეს დასახერხი მორები, დაევალოს ხე-ტყის სახერხ ქარხნის დირექტორს ამხ. ტატიშვილს პირველ რიგში დაუხერხოს პროფ. იულონ ლომაურს 5 კ. მეტრი ხე, სოფლის მეურნეობის განყოფილებამ ამხ. თავზარაშვილმა გასცეს თავის ფონდიდან ნაღდ ანგარიშზე 12 კილოგრამი ლურსმანი. დაევალოს სოფ. არბოს კოლმეურნეობის თავმჯდომარეს დ. ლომაურს აღმოუჩინოს ქმედითი დახმარება პროფ. ი. ლომაურს ბინის შეკეთების საქმეში“
სოფელ არბოს რვაწლიან სკოლას 1967 წელს მიენიჭა ხალხოსანი მწერლის, დემოკრატი პედაგოგის, არბოელი მკვიდრის ნიკო ლომოურის სახელი.
1968 წლის 1 დეკემბერს საზოგადოებრივ საწყისებზე გაიხსნა მწერლის, პედაგოგისა და საზოგადო მოღვაწის ნ. ლომოურის სახლ-მუზეუმი სოფელ არბოში.

არბოში ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის სახლმუზეუმის კაპიტალური რეაბილიტაციისთვის გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 257 030 ლარი გამოიყო. ხელშეკრულების მიხედვით, ტენდერში გამარჯვებული სს სამშენებლო კომპანია "ივერთმშენი" სარეაბილიტაციო სამუშაოებს 2019 წლის ნოემბერში დაასრულდა.
მერიის პრეს-სამსახურის ცნობით, მუზეუმის კედლებზე განვითარებული ბზარების, დაზიანებული ხის ელემენტებისა და ამორტიზირებული წყლის გადამყვანი მოწყობილობების გამო ატმოსფერული ნალექი აღწევდა ინტერიერში.
მუზეუმის შენობა, რომელიც ღირებულია თავისი არქიტექტურითა და ისტორიული მნიშვნელობით, წარმოადგენს ერთსართულიან შუშაბანდიან სახლს უნიკალური სარდაფით. მისი აშენების თარიღი უცნობია, სავარაუდოდ აგებულია მე-19 საუკუნის 40 – 50 -იან წლებში. მუზეუმის ერთი ოთახი დატვირთული იყო მწერლის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი ფოტომასალითა და მემორიალური ნივთებით, ხოლო მეორე ოთახი კი დაკავებული ჰქონდა სოფლის ბიბლიოთეკას.

Æндæр æмæ æндæр
Популярон ногдзинæдтæ
![]() |
Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад. |
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government. |