Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
«« Абҵaрa 2025 »»
п в с ч п с в
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
გაუსაძლისი პირობების გამო ბობნევის ბანაკი ბავშვებმა დატოვეს
ტანას ხეობაში, სოფელ ბობნევში გახსნილი ,,საზაფხული ბანაკი“ 10-მდე ბავშვმა, გაუსაძლისი პირობების გამო ჩასვლიდან მეორე დღესვე დატოვა.

როგორც qartli.ge-ს მოზარდების მშებლებმა უთრეს, ბანაკში მათ შვილებს სათანადო პირობები არ დახვდათ.

„ბავშვები რომ მივიყვანეთ კარავიდან წყალი ჩამოდიოდა, ატალახებული იყო მთელი კარავი. რკინის საწოლები ედგათ და ისეთი თხელი ადიელი იყო და ლეიბი, რომ შეუძლებელია მოზარდმა ღამე იქ გაათენოს და არ გაცივდეს,“-გვითხრა ერთ-ერთმ მშობელმა.

გარდა ამისა, ბანაკიდან წამოსულების მშობლები გვეუბნებიან, რომ იყო კვების პრობლემაც.

„მხოლოდ წიწიბურა და ფაფა ჰქონდათ. შეუძლებელია ასეთ ჰაერზე, ბავშვები ასეთ მცირე ულუფას დასჯერდნენ. ჩემმა შვილმა მხოლოდ ერთი დღე გაძლო და დამირეკა, წამიყვანე, მე აქ გამჩერებელი არ ვარო.“

გორის მერიაში ამბობენ, რომ ბანაკი მხოლოდ ორმა მოზარდმა დატოვა. კონსტანტინე თავზარაშვილის უწყებაში ამას სხვა მიზეზებით ხსნიან.

„გარემოს ვერ შეგუა ორი მცირეწლოვანი და ამიტომ დატოვეს ბანაკი. პირობებთან დაკავშირებით შენიშვნები არავის გამოუთქვამს,“-აცხადებენ პრესსამსახურში.

თავზარაშვილის უწყებამ დღეს „საზაფხულო ბანაკი 2019“ დახურულად გამოაცხადა. როგორც მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი,

ბანაკი სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი, დევნილი ოჯახებისა და ოკუპირებული ტერიტორიების მოსაზღვრე სოფლებში მცხოვრები მოზარდებისთვის იყო განკუთვნილი.

ბანაკი აგვისტოში გაიხსნა და დღემდე 250 ბავშვს ხუთ ნაკადად უმასპინძლა.

,,ბანაკში მოზარდებმა საველე პირობებში ლაშქრობებით, სპორტული, კულტურული და შემეცნებითი ღონისძიებებით დატვირთული ერთი კვირა გაატარეს. მერია ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ჩვენს მომავალ თაობას განვითარებისთვის ჯანსაღი პირობები ჰქონდეს შექმნილი,“-აცხადებს გორის მერის მოადგილე პაატა ივანიშვილი.

ბანაკი გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და ასოციაცია „ტონთიოს“ თანადაფინანსებით გაიხსნა, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 31 550 ლარი გაიხარჯა.


იხ. გაგრძელება

,,მე ვიყავი ბანაკში, სადაც გავატარე ძალიან მაგარი დრო" - წერილი ბობნევის ბანაკის შესახებ

Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.