Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
«« Абҵaрa 2025 »»
п в с ч п с в
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
,,რატომ დააკავეს გამშველებლები" - გორში პოლიციელს კორპუსის ეზოში მამაკაცი გაუსწორდა
ფოტოზე: ზაზა კოპაძე და ერთ-ერთი დაკავებულის დედა

ახლობლები ჩივიან, რომ პოლიციამ გამშველებლები დააკავა. შემთხვევა კომბინატის დასახლებაში მოხდა.

დაზარალებული ამავე კორპუსში მცხოვრები პოლიციელი ზაზა კოპაძეა. ისი ამბობს, რომ ერთ-ერთ პიროვნებამ, რომელიც კორპუსში ქირით ცხოვრობს, ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ ფიზიკური.

,,დომინოს ვთამაშობდით ეზოში მეზობლები. მივიდა ეს ბიჭი და სიტყვიერი შეურაცხყოფა მომაყენა. განიმუხტა სიტუაცია და მერე ბიჭებით მოვიდა. როგორც პოლიციელს ისე გამისწორდა. მეც და მთელს მეზობლებს მოგვაყენა შეურაცხყოფა. არ ვიცი, ვინ არის, აქ ქირით ცხოვრობს" - გვითხრა ზაზა კოპაძემ.



ფოტოზე: ამავე კორპუსში მცხოვრები ერთ-ერთი ახალგაზრდა ითხოვს დაკავებას, რადგან ამბობს, რომ მისი მეგობარი უკანონოდ დააკავეს

ოლიციის გამოძახების შემდეგ, სამართალდამცველებსა და ეზოში მყოფ ახალგაზრდებს შორის შეხლაშემოხლა დაიწყო. ,,ახალგაზრდები არ აძლევდნენ პოლიციას იმის საშუალებას, რომ პიროვნება დაეკავებინათ" - ამბობს ზაზა კოპაძე. ,,ვინც დააკავეს, ეგენი ჩემთან არაფერ შუაში არიან, მაგათ ჩემთვის არ დაურტყამთ." - განმარტა ზაზა კოპაძემ.

თავდაპირველად, ერთი ახალგაზრდა დააკავეს. დედამ გვითხრა, რომ სრულიად უდანაშაულოა მისი შვილი ამ საქმეში. ,,რატომ დააკავეს ჩემი შვილი? იმიტომ, რომ აშველებდა. პოლიციელს უთხრა, რატომ მაკავებო და ისეთი შემოსცხო, არც კი ვიცი, როგორ არის ჩემი შვილი" - გვითხრა დედამ.

დაახლოებით 10 წუთის შემდეგ, ეზოში ამავე კორპუსში მცხოვრები მეორე ახალგაზრდა მოვიდა - ,,როგორც საბიაშვილი დააკავეთ უკანონოდ, მაშინ მეც დამაკავეთ" - უთხრა პოლიციელს ახალგაზრდამ. პოლიციამ ისიც სამმართველოში გადაიყვანა.

რაც შეეხება იმ პიროვნება, ვინც ამ კორპუსში ქირით ცხოვრობს და, ზაზა კოპაძის თქმით, მთავარი მონაწილეა საქმეში, პოლიციას ჯერ არ დაუკავებია.

Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.